imedi /  10 აგვისტო 2018, 14:41 / სანდო წყარო

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა

თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, ლარიც უფასურდება. Bloomberg-ის მონაცემებით, დოლარის ფასმა 2.52 ლარის ნიშნულს გადააჭარბა. ლარის კურსი გაუფასურებულია სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში. დოლარის გაყიდვის კურსი საშუალოდ 2.49 ლარია, დოლარის ყიდვა კი 2.58 ლარად არის შესაძლებელი.

ბოლო დღეებში შეიცვალა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსიც. თუ პირველი აგვისტოს მდგომარეობით დოლარის ფასი 2.4484 ლარი იყო, 9 აგვისტოს საშუალო კურსმა 2.4687 ლარი შეადგინა.

8 აგვისტოს, 20:10 საათისთვის მოსკოვის ბირჟაზე ერთი აშშ დოლარის ღირებულება 65,2 რუბლი იყო. ამ მაჩვენებლით ვალუტის კურსი 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

ერთი ევროს ღირებულება კი 75,512 რუბლით განისაზღვრა. ეკონომიკის სპეციალისტები რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აშშ-ის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს უკავშირებენ.

აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული ბანკი „აგროსოიუზი“ სანქციების სიაში შეიყვანა. როგორც უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს, „აგროსოიუზი“ ჩრდილოეთ კორეაში მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროცესს უწყობდა ხელს.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

აშშ-მა ანტირუსული სანქციების სია 11 ივნისს გააფართოვა. სანქციები სიაში ასევე მოხვდნენ კომპანიები: Digital Security, "დაივტეხნოცენტრი" კვანტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ERPScan და Embedi.

ამერიკული მხარის განცხადებით, ყველა ეს სტრუქტურა დაკავშირებულია "ფე-ეს-ბეს"-სთან. 

ყველა სიახლე

სოციალური მუშაკი

25 მარტი 2019, 11:05

საქართველო

ბათუმში გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

მშენებლობა

25 მარტი 2019, 10:52

საქართველო

წეროვანში სამხედროებისთვის პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება

წეროვანში ქართველი და უკრაინელი სამხედროებისთვის უახლესი ტექნოლოგიის სამედიცინო და პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება. ამავე ცნობით, სამხედროების ჯანმრთელობაზე უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამედიცინო ცენტრი იზრუნებს.

საქართველოს პასპორტი

25 მარტი 2019, 10:50

საქართველო

როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე, ცნობილია რა შესაძლებლობა აქვს მას, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

მოქალაქეობის მიღება

25 მარტი 2019, 10:48

საქართველო

რა ღირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნიდან წასული პირებისთვის

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.

მაიკ ტაისონი

25 მარტი 2019, 10:46

სპორტი

ტაისონი მაკგრეგორს ნაკლებ ლაპარაკს და მეტ ჩხუბს ურჩევს

ბოქსში მსოფლიო ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენ კონორ მაკგრეგორს რჩევა მისცა. ტაისონის თქმით, მაკგრეგორისთვის უმჯობესია ნაკლები ლაპარაკი და მეტი ჩხუბი. მისი აზრით, მაკგრეგორს სპორტზე ფოკუსირება აკლია და ის მთლიანად გადართულია ბიზნესში. „კომპანიის ფლობა სულ სხვა საქმიანობაა“, - განაცხადა ექსბოქსიორმა.

ბავშვები

25 მარტი 2019, 10:35

საქართველო

ცნობილია, ვისთვის დაიწყო დღეს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მიმართვის ფორმას შეავსებს, რომელიც სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობლის თანხმობით, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებას დაადგენს.

25 მარტი 2019, 10:24

მსოფლიო

Marvel-ის სერიალების სუპერგმირების კოსტიუმები აუქციონზე იყიდება

Marvel-ი სერიალის გმირების კოსტიუმებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს აუქციონის სახლ Prop Store-ში გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია Marvel-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ცნობილია, რომ აუქციონზე სულ 750 ლოტი იქნება წარმოდგენილი/

ანა დოლიძე

25 მარტი 2019, 10:19

საქართველო

ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს

"გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ნაციონალური მოძრაობა-ქართული ოცნების ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის,"- წერს დოლიძე.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 10:16

საქართველო

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და სტოლტენბერგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და გვერდში უდგას. მან სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წმინდა სოფიას ტაძარი სტამბულში

25 მარტი 2019, 10:11

კულტურა

აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს

"გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, - აღნიშნა ერდოღანმა. წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში.

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე

25 მარტი 2019, 10:11

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც ესწრება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც. ამავე ცნობით, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ გაიმართება ბრიფინგი.

სახლი

25 მარტი 2019, 09:57

ტაბლოიდი

ემა სტოუნის სახლი $3.89 მილიონად იყიდება

ემამ სახლი 2012 წელს 2.5 მილიონ დოლარად, ოსკაროსანი რეჟისორის, კრის ბაგსტერისგან შეიძინა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა მან ამ საყვარელი სახლის გაყიდვა და სად იცხოვრებს მსახიობი მომავალში.

ადა მარშანია

25 მარტი 2019, 09:42

საქართველო

მარშანიას ინიციატივით, დევნილს დახმარება ქვეყნის არა ორი, არამედ სამი თვით დატოვების შემთხვევაში უნდა შეუჩერდეს

"იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი არსებობს, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტის შემთხვევები დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული ორთვიანი ვადის დარღვევის გამო“, – განმარტავს მარშანია.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 09:34

საქართველო

საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციას შეუერთდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სახლი

25 მარტი 2019, 09:24

მსოფლიო

ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორის ერთი ახალშობილია. დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაინგრა. ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ნაკრები

25 მარტი 2019, 09:19

სპორტი

შვიდკაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

„ბორჯღალოსნები“ ტურნირის ფინალში სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 19:14 დაამარცხეს. საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრანპრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 09:09

მსოფლიო

ტრამპი: არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, სრული თავისუფლებაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგებს ეხმიანება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს."არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, დასრულდა და სრული თავისუფლებაა. ახლა ამერიკას დავუბრუნოთ ძველი დიდება", - წერს ტრამპი.

სამების საკათედრო ტაძარი

25 მარტი 2019, 09:07

საქართველო

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

საქართველოს პარლამენტი

25 მარტი 2019, 08:59

საქართველო

პარლამენტი ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს წარადგენს

ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე პარლამენტის წევრებმა გაგზავნეს 225 სადეპუტატო კითხვა; 21 მიმართულებით ამუშავდა კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი; შემუშავდა 15 კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა; დეპუტატებმა 3-ჯერ გამოიყენეს ინტერპელაციის წესი; პარლამენტმა 10-ჯერ მოუსმინა მინისტრებს; დაიწყო 6 თემატური მოკვლევა.

25 მარტი 2019, 08:49

საქართველო

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს შესაძლოა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭონ

ბიუროს სხდომაზე დღეს მთის კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებთათვის საშეღავათო პირობების შექმნას ითვალისწინებს.