Imedi /  29 აგვისტო 2018, 13:29 / სანდო წყარო

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია და 100-ზე მეტი სოფლის ელექტრიფიკაცია იგეგმება

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი  კი  ელექტროენერგიას მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო.  

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას ამ რეგიონში

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ გასულ კვირას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ განხორციელდეს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია თვისობრივად გარდატეხას შეიტანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში და ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ კუთხეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ასევე მაღალმთიან სოფლებში  ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება პირველადი დახმარების მიმართულებით.

„ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე. მოგეხსენებათ, აქამდე ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ხშირად ვერ ხერხდებოდა სამედიცინო დახმარების დროული გაწევა. პროგრამის ამოქმედებით პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა, რაც არამარტო იქ მცხოვრებთათვის, არამედ ტურისტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ასევე 100-ზე მეტი უშუქო სოფლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მოხდება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

ყველა სიახლე

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).

20 ნოემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

კვლევა: შაკიკის სამკურნალო ახალი პრეპარატის ტესტირების შედეგები იმედის მომცემია

პრეპარატმა კვლევის დროს პლაცებოსთან შედარებით გაცილებით დიდი შედეგი აჩვენა - კვლევაში მონაწილეთა 20%-მა განაცხადა, რომ წამლის მიღების შემდეგ ტკივილი ორი საათის პერიოდში გაუყუჩდა, 34%-ზე მეტმა კი თქვა, რომ შაკიკის ყველაზე მძიმე სიმპტომები შეუმსუბუქდა, მათ შორის შუქსა და ხმაურზე მგრძნობიარობა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი იევა ილვესი

20 ნოემბერი 2019, 00:00

საქართველო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ესტონეთის ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს. ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

ტრამპის იმპიჩმენტი

19 ნოემბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ამერიკელმა ოფიცერმა ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებზე თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრობას სთავაზობდნენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ სამჯერ შესთავაზა მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენების დროს განაცხადა.

კოლუმბია საზღვარი

19 ნოემბერი 2019, 23:47

მსოფლიო

მოსალოდნელი საპროტესტო აქციების გამო კოლუმბიამ 2 დღით საზღვრები ჩაკეტა

კოლუმბიის მიგრაციულმა სამსახურმა მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობების გამო ორი დღის სასაზღვრო პუნქტები დახურა. „20-22 ნოემბერს ქვეყნის ყველა სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო პუნქტები დახურული იქნება“, - აცხადებენ უწყებაში.

თავის დაწვა

19 ნოემბერი 2019, 23:41

ძალოვნები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით ეს ადამიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრია. ის სასამართლოს ეზოში შეკრიბილმა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა შეაჩერეს. ამ ფაქტის შესახებ Facebook-ზე მოძრაობა „ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემაც დაწერა.

ხორვატია-საქართველო

19 ნოემბერი 2019, 23:24

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა გახსნეს. მე-18 წუთზე გიორგი პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ უხეში შეცდომა ხორვატთა მეკარემ დაუშვა.

ნინო ლომჯარია

19 ნოემბერი 2019, 23:12

საქართველო

ომბუდსმენი სასამართლოს მოუწოდებს აქციაზე დაკავებულების საქმეები დროულად განიხილოს

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დღეს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

სოზარ სუბარი

19 ნოემბერი 2019, 23:05

საქართველო

სუბარმა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფრთხეები დაასახელა

მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება პროპორციულ სისტემაში უფრო ძნელია, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის შერეული სისტემის მომხრე იყო.

აქციები ირანში

19 ნოემბერი 2019, 22:54

მსოფლიო

ირანში ბენზინის ფასის გამო გამართულ აქციებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აქციების მიზეზი ბენზინზე ფასების 50%-იდან 100%-მდე ზრდა გახდა. აქციები, რომელიც სპონტანურად დაიწყო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, სწრაფად გადაიზარდა არეულობებში, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ათეული მაღაზია და ბანკის შენობა დაარბიეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაკარგული შვილი

19 ნოემბერი 2019, 22:43

ტაბლოიდი

ამერიკელმა დაკარგული შვილი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტით იპოვა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრმა ჯილ როუზნოუმ დაკარგული შვილი ელის ქროუფორდი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტის წყალობით იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 22:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის 7 ხანძრიდან 2 ჩააქრეს

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება. უწყება საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 22:28

საქართველო

სასამართლოში სადაც დაკავებულების პროცესი იმართება აქციის მონაწილეები მივიდნენ

მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციი მონაწილეები რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იყვნენ, ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არიან მისულები. ისინი 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებულ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

გახვრეტილი პრეზერვატივი

19 ნოემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

უგანდაში რეალიზაციიდან მილიონზე მეტი გახვრეტილი პრეზერვატივი ამოიღეს

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Marie Stopes-მა, რომელიც კონტრაცეპციისა და ოჯახის დაგეგმვის სფეროში მსოფლიოს 35 ქვეყანაში მოღვაწეობს, უგანდაში აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან მილიონზე მეტი პრეზერვატივი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აქცია

19 ნოემბერი 2019, 21:58

ძალოვნები

გიგა მაქარაშვილმა და სხვა დაკავებულებმა სასამართლოში პროცესზე ჰიმნი იმღერეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული რამდენიმე მოქალაქის სასამართლო სხდომაზე, დაკავებულებმა და სხდომაზე მყოფებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ამის გამო მოსამართლემ რამდენიმე პირი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სამი ადამიანის გაძევებას კი პროცესზე ხმაური მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილი

19 ნოემბერი 2019, 21:46

საქართველო

ჩუგოშვილი: არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შეთანხმებისთვის სივრცე არ არსებობს

„როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც მხარდაჭერა და ეს ამომრჩევლების ნახევარსაც კი არ შეადგენს, და ის იღებს 100-120 ადგილს, ამის შემდეგ ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ქვეშ”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ბერი ნიკოლოზი

19 ნოემბერი 2019, 21:27

ტაბლოიდი

ბერი ნიკოლოზის სახლთან მრევლი მანათობელი გულის ფორმის ბუშტებით დგას. ვიდეო

თბილისში, ბერი ნიკოლოზ, იგივე ნარიმან მაქარაშვილის, ფანჯრების წინ მრევლი მანათობელი ჰელიუმის ბუშტებით მივიდა, რომელსაც გულის ფორმა აქვს. ბერი ნიკოლოზი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს.