imedi /  10 სექტემბერი 2018, 15:37 / სანდო წყარო

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსთან ტვირთბრუნვა მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს

საქართველოსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვა მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე უფრო კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავენ, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინოვაციებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა - ეს ის საკითხებია, რომლებიც ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრების დროს განიხილეს.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობისთვის და მომავალი დამოკიდებლობის დღე მიულოცა, რომელსაც სომხეთი 21 სექტემბერს აღნიშნავს.

ამ წუთებში მამუკა ბახტაძე უკვე სომხეთის პრეზიდენტს ხვდება.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2019, 12:08

ეკონომიკა

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტიორებს ფინანსურ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაუშვებს გამონაკლისს იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ირანიდან ნავთობის იმპორტს განახორციელებენ. აშშ გეგმავს გაუუქმოს შეღავათები ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, თურქეთს. 2019 წლის 2 მაისიდან ამ ქვეყნებზე ფინანსური სანქციები გავრცელება, იმ შემთხვევაში თუ ირანული ნავთობის იმპორტს განახორციელებენ.

23 აპრილი 2019, 12:05

საქართველო

დადგინდა რომელ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

23 აპრილი 2019, 11:36

ეკონომიკა

ბელარუსმა რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეწყვიტა

ბელარუსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და უკრაინაში, ბენზინის და დიზელის საწვავის ექსპორტი უხარისხო რუსული ნავთობის გამო შეწყვიტა. ამის შესახებ ბელარუსის ნავთობის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სერგეი გრიბმა განაცხადა.

ვარშავა

23 აპრილი 2019, 11:30

საქართველო

ბათუმიდან ვარშავაში ზაფხულში პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

23 აპრილი 2019, 11:22

ძალოვნები

რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელმა კაცმა 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები

23 აპრილი 2019, 11:20

სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ტურნირის მასპინძელი მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ალექსანდრ ვასილჩენკო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ტყვიის შემცველობა

23 აპრილი 2019, 11:15

საქართველო

კვლევა: ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

23 აპრილი 2019, 11:02

საქართველო

პანკისელები: თუ დაკავებები დაიწყება ისევ გამოვალთ თანასოფლელების დასაცავად

პანკისის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყოს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. პანკისში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებამდე გადაიდო.

23 აპრილი 2019, 10:59

სპორტი

„ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრები „ბუდუჩნოსტის“ კალათბურთელებს თავს დაესხნენ

ადრეატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა. ბელგრადში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებოდა. მატჩის დაწყებამდე მოედანზე სერბული კლუბის გულშემატკივრები შეიჭრნენ და კალათბურთლებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, დაცვის დახმარებით მოთამაშეებმა პარკეტი დროულად დატოვეს

23 აპრილი 2019, 10:53

საქართველო

თავდაცვის მინისტრი ლოგისტიკურ სწავლებას გაეცნო

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოგისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

23 აპრილი 2019, 10:36

ტექნოლოგიები

Tesla 2020 წლიდან უპილოტო ტაქსის სერვისს აამოქმედებს

მასკის თქმით, 2020 წელს Tesla-ს მილიონამდე ავტომობილი აბსოლუტურად თვითმართვაზე გადავა. Associated Press-ის ცნობით, Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ შემდეგი წლის ბოლომდე აშშ-ში უპილოტო ავტომობილის გამოცდის საშუალებას მისცემს.

ფილიპინები

23 აპრილი 2019, 10:36

მსოფლიო

ფილიპინებზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე კიდევ 1 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრში კუნძული სამარი იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 22 აპრილს ფილიპინებზე ასევე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

23 აპრილი 2019, 10:22

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლებს მასობრივად კრძალავენ

შრი-ლანკაზე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შეასახებ BBC ავრცელებს. უახლოესი ინფორმაციით აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია.

ჭიაკოკონობა

23 აპრილი 2019, 10:12

საქართველო

რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის

ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 09:47

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

„მტერზე თავდასხმის დროს ლაირა მაკქი ტრაგიკულად დაიღუპა იმ დროს, როდესაც ის მტრული ძალების გვერდით იდგა"- ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმია“ ჟურნალისტის ოჯახსა და ახლობლებს ბოდიშს უხდის.

პაროლები

23 აპრილი 2019, 09:28

ტექნოლოგიები

ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს.

შრი-ლანკა ტერაქტი

23 აპრილი 2019, 09:16

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 310-ს მიაღწია. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. 22 აპრილს შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

წიგნის დღე

23 აპრილი 2019, 08:52

საქართველო

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

23 აპრილი 2019, 08:39

მსოფლიო

ტურისტებს ნოტრ-დამის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ

ტურისტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ ნოტრ-დამის მიმდებარე ქუჩები გახსნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ისტორიულ ძეგლს 5 წელიწადში აღადგენენ.

პარლამენტი

23 აპრილი 2019, 08:15

საქართველო

დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრსა და საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი ევროპულმა საქართველომ დაიბარა. როგორც დეუტატები აცხადებენ კითხვები იქნება სფეროში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ბიუჯეტსა და საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზეც.