imedi /  21 სექტემბერი 2018, 19:02 / სანდო წყარო

ქობულია: არც ერთ კომპანიას არ ეპატიება ბიუჯეტის მიმართ დავალიანება

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს, თუმცა, აქვე განმარტა, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„ევროკომისიაში ვიყავი, შეხვედრები მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი და ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. არ შეიძლება, რომ მე ყველა საკითხი ვიცოდე, ალბათ. მე არ ვიცი, ვინ ვის რას ართმევდა, მაგრამ თუ ვიღაცამ დაარღვია კანონი, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ეს მხოლოდ ამ საქმეში კი არა, ყველა საქმეში ასეა. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ კომპანიას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, ეს არც ერთ კომპანიას არ ეპატიება. ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და უნდა გადაიხადოს ის ვალი, რომელიც ბანკებისგან აქვსაღებული“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის  ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

ეს უკვე საჯაროდ გამოქვეყნებული მეოთხე ჩანაწერია. ამ დრომდე, საქმის ფარგლებში პროკურატურამ მხოლოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დაკითხა.

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ სკანდალს ფარული ჩანაწერის ასევე ერთ-ერთი ფიგურანტია, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

პატიცისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ოქუაშვილისა და ყიფიანის მიმართ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

პირველი ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ "იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია".

არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.      

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს. 

ყველა სიახლე

დავით საგანელიძე

27 მაისი 2019, 15:42

ეკონომიკა

საგანელიძე: საქართველოს რკინიგზა და ელექტროსისტემა ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს

დავით საგანელიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას გამოეხმაურა ფონდის არაეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებით. საგანელიძე ქობულიას ეთანხმება და პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ამის თაობაზე ჯერ კიდევ ფონდში მისვლამდე ღიად საუბრობდა.

ნინო ლომჯარია

27 მაისი 2019, 15:27

ძალოვნები

პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურებაზე ომბუდსმენის შეფასებას არ ეთანხმება

სახალხო დამცველის ანგარიშში პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებულ შენიშვნებს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი გამოეხმაურა. მან მათ შორის იმ საკითხზე გააკეთა კომენტარი, უნდა ჰქონდეს თუ არა წვდომა სახალხო დამცველს გახმაურებული საქმეების მასალებზე.

27 მაისი 2019, 15:19

საქართველო

ჭიათურის თეატრი მაღაროელთა პროტესტს შეუერთდა

მათი თქმით, მხარდაჭერა ჯერ კიდევ უკრაინაში გასტროლებზე ყოფნისას გამოუცხადეს ახლა კი თანადგომის ნიშნად ფესტივალებში მონაწილეობაზე და სპექტაკლების დადგმაზე უარი თქვეს. მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მაღაროელთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ელექტრომობილი

27 მაისი 2019, 15:17

ეკონომიკა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით 3 მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „აი გრუპი“ ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.

ცესკო

27 მაისი 2019, 15:13

საქართველო

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს ჩატარდება

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში იქნება. მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის იმართება. 19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

ომარ მახარაძე

27 მაისი 2019, 15:12

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა და ლექტორმა ომარ მახარაძემ, რომელსაც ბათუმს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგები დატოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 მაისი 2019, 15:06

სპორტი

ბასილაშვილი როლან გაროსის ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" დიდი სლემის ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ხუან-იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდა. შეხვედრა 1 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

მოსწავლები

27 მაისი 2019, 15:00

საქართველო

სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ექსკურსიებზე გაცემული რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებს მოუწოდებს, რომ დაიცვან უწყების მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა.

იაგო ნებიერიძე

27 მაისი 2019, 14:58

ძალოვნები

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

27 მაისი 2019, 14:42

კულტურა

12 წლის ქართველმა უკრაინაში მუსიკალურ კონკურსზე ჟიური ატირა. ვიდეო

მას "ბრმა კასტინგზე" ჟიურის ყველა წევრი მიუბრუნდა. ქართველმა მომღერალმა All by myself შეასრულა. 12 წლის ბიჭს დარბაზი ფეხზე დაუდგა და ტაში არ წყდებოდა. ცრემლები ვერ შეიკავა როგორც კონკურსის მონაწილემ, ისე ჟიურიმ.

საპარტნიორო ფონდი

27 მაისი 2019, 14:37

ეკონომიკა

საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას გარედან 7 დოლარის ინვესტიცია მოჰყვება

საპატრნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის მიერ 1 დოლარის ინვესტიციას, გარედან 7 დოლარის ინვესტიცია მოჰყვება. ამის შესახებ საგანელიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენის დროს განაცხადა.

ექსკურსია

27 მაისი 2019, 14:21

საქართველო

რა წერია კოდექსის პროექტში ექსკურსიების დროს ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ

ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტში სპეციალური ჩანაწერებია. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. ბავშვის უფლებათა კოდექსს პლენარულ სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით განიხილავენ.

ნიკა გვარამია

27 მაისი 2019, 14:17

საქართველო

ჭიათურაში გაფიცულები ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

" შარშან ხომ არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს. ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი, ერთადერთი ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?“, – წერს ნიკა გვარამია.

ეჭვმიტანილი

27 მაისი 2019, 14:16

მსოფლიო

ლიონში აფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ლიონში აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა განაცხადა, თუმცა არ დაუზუსებია დეტალები ჭვმიტანილის ვინაობის, არც დაკავების ადგილის თაობაზე.

ალჟირი

27 მაისი 2019, 14:09

მსოფლიო

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ France24 ალჟირის საკონსტიტუციო საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. რეგისტრაცია კანდიდატებმა მას შემდეგ გაიარეს, რაც ქვეყნის რადიომ გამოაცხადა, რომ დედლაინი პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების გარეშე 25 მაისს ამოიწურა. საკონსტიტუციო საბჭომ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მათ ორი კანდიდატის აბდელჰაკიმ ჰამადის და ჰამიდ ტოუაჰრის მონაცემები მიიღეს.

სკვერები

27 მაისი 2019, 14:06

საქართველო

როგორ გამოიყურება თბილისში რეაბილიტირებული და გამწვანებული სკვერები. ფოტო

თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის თესვა დაიწყო, ამ დრომდე თბილისის მასშტაბით ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჯამში კი ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი.

ნათია თურნავა

27 მაისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერის დავალებით ნათია თურნავა ჭიათურაში ჩავა

დამსაქმებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათ სკოლის მოსწავლეები, ბაზრობის და მაღაზიების თანამშრომლები და მოსახლეობის ნაწილი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთელი ქალაქი გაიფიცება. მე-11 დღეა საწარმოო პროცესი ყველა მაღაროში შეჩერებულია.

კლინიკა

27 მაისი 2019, 13:57

საქართველო

ზესტაფონში ორი მუშა დაშავდა, ერთს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

საქართველოს რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ზესტაფონის რეგიონის ადმინისტრაციული შენობის საწყობში წარმოებული სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი "ფერომედში", მეორე კი "ჯეოჰოსპიტალშია" მოთავსებული.

27 მაისი 2019, 13:46

საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალებში მომსახურე აზერბაიჯანელები სკანდირებენ საქართველოს გაუმარჯოს. ვიდეო

საქართველოს თავდაცვის ძალებში მომსახურე აზერბაიჯანელები საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავენ. ვიდეოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიდეოში ისმის შეძახილი ''საქართველოს გაუმარჯოს.'' ვიდეო თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის სარდლობის ორხევის საავტომობილო ბაზაზეა გადაღებული.

ჭიათურა

27 მაისი 2019, 13:34

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს პარლამენტში დახურულ ფორმატში მოუსმენენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნოკოლოზ ჩიქოვანს ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. შეხვედრა დახურული იქნება.