11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსი იმოძრავებს
ფოტო: არქივი
წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი, N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან - მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიამ N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღო. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 12:12
მსოფლიო
Axios: ირანის საწვავის საწყობებზე დარტყმებმა აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება გამოიწვია
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმებმა შესაძლოა ირანული საზოგადოება რეჟიმის გარშემო გააერთიანოს და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. „პრეზიდენტს არ მოსწონს ეს შეტევა. მას სურს ნავთობის დაზოგვა და არა მისი დაწვა. ეს ხალხს ბენზინზე მაღალ ფასებს ახსენებს“, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
09 მარტი 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ როლს
09 მარტი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება,-უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმ კამპანიის შესახებ, რომ თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
09 მარტი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე: ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის
ვხედავთ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
09 მარტი 2026, 11:54
მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა
დესნიანსკის რაიონული სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, ზორიან კისი 2024 წლის ივნისიდან ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა. მას ისრაელში თავის პარტნიორთან, თიმურ ლევჩუკთან, როგორც ოჯახის წევრთან ერთად სურდა გამგზავრება. მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი განაცხადა, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და კაცის ოჯახურ კავშირს.
09 მარტი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია
თავად სცენას, ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად - ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამიტომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიას და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
09 მარტი 2026, 11:47
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.
09 მარტი 2026, 11:46
რეგიონი
აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
09 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება
არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია, სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი ახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 მარტი 2026, 11:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და თავს მოხვეული პროპაგანდა, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის, არ მიიღონ უკრიტიკოდ
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა იყო, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
09 მარტი 2026, 11:30
მსოფლიო
ბაჰრეინში ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც სახელმწიფო კომპანიამ მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა
The Times of Israel-ის ინფორმაციით, Bapco-მ ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადა, რაც მას მიწოდების შეწყვეტის უფლებას აძლევს. Bapco-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობაზე „გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რეგიონულმა კონფლიქტმა და მის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა თავდასხმამ“. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შიდა ბაზარზე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.
09 მარტი 2026, 11:22
მსოფლიო
The New York Times: ახალი ვიდეო ამყარებს მტკიცებულებებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას ამერიკული რაკეტა მოხვდა
გამოცემა წერს, რომ ვიდეო კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებას, რომ სავარაუდოდ ამერიკული რაკეტა ბაზასთან მდებარე დაწყებით სკოლასაც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დარტყმას 175 ადამიანი, მათ შორის მრავალი ბავშვი ემსხვერპლა.
09 მარტი 2026, 11:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
09 მარტი 2026, 10:44
მსოფლიო
FoxNews: ტრამპი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნით უკმაყოფილოა
ტელეარხის წამყვანმა ბრაიან კილმიდმა განაცხადა, რომ დანიშვნის გამოცხადების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რომელმაც უთხრა: „მე უკმაყოფილო ვარ“.
09 მარტი 2026, 10:41
მსოფლიო
FT: დიდი შვიდეული საგანგებო რეზერვებიდან ნავთობის ერთობლივ გამოშვებას განიხილავს
ნავთობის რეზერვების კოორდინაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ახორციელებს. ჯგუფის 32 წევრი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს, რაც ნავთობის ფასების კრიზისებისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ნაწილია.
09 მარტი 2026, 10:33
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ა.ზ. და 1999 წელს დაბადებული ე.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
09 მარტი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
09 მარტი 2026, 10:23
მსოფლიო
HRW: ისრაელმა ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა
ახალ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან დაადასტურა შვიდი ფოტოს ავთენტურობა, რომლებიც ასახავს სამხრეთ ლიბანის იომორის საცხოვრებელ რაიონში გასროლილ თეთრი ფოსფორის ჭურვებს და 3 მარტს იქ სულ მცირე ორ სახლში გაჩენილ ხანძრებს.
09 მარტი 2026, 10:12
მსოფლიო
ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
Bloomberg-ის ცნობით, ეს არის ფასის ყველაზე მასშტაბური ნახტომი ერთი დღის განმავლობაში 2020 წლის აპრილის შემდეგ. გამოცემა ასევე წერს, რომ უფრო მაღალ მაჩვენებლებს ნავთობის ფასმა 2022 წლის მარტში მიაღწია (139 დოლარზე მეტი), ხოლო ისტორიული მაქსიმუმი 2008 წელს დაფიქსირდა - ბარელზე 147 დოლარზე მეტი.
09 მარტი 2026, 10:07
რეგიონი
გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.


