Imedi /  11 ოქტომბერი 2018, 13:59 / სანდო წყარო

რთველი 2018-ის მთავარ მონაპოვრად მევენახეებსა და კომპანიებს შორის ფასზე ვაჭრობა სახელდება

რთველი საქართველოში

საქართველოში "რთველი 2018" დასასრულს უახლოვდება. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს ანდრო ასლანიშვილს თქმით, საბოლოოდ საქართველოს მასშტაბით, მოსავალი 15 ოქტომბრისთვის დაბინავდება. ინფორმაციას Business Time-ი ავრცელებს.

ანდრო ასლანიშვილის თქმით, ამ დროისთვის მევენახეების შემოსავალმა ჯამში 300 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2018 წლის რთველის დადებითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

„რთველის ოფიციალურად დასრულების შემდეგ გაკეთდება საბოლოო შეფასება, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ,  რომ ამ დროისთვის, კახეთში 225 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს რიცხვი 125 ათასი ტონას უტოლდებოდა, რაჭა-ლეჩხუმში კი შარშანდელი 800 ტონა ყურძნის ნაცვლად, წელს 1500 ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდა“, - განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა.

წელს გადაწყდა, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდიას აღარ განახორციელებდა, სწორედ ამასთან დაკავშირებით, ასლანიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ წელს მევენახეებსა და კომპანიებს შორის ყურძნის ფასზე ვაჭრობა გაიმართა: "ვფიქრობ, რთველი 2018-ის მთავარი მონაპოვარი არის, ის რომ მათი ურთიერთობა მოლაპარაკებისა და ვაჭრობის სახით იმართებოდა", - ამბობს ასლანიშვილი

"ჩვენ ამ რთველმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უმჯობესია ჩვენი ძალისხმევა ქართული ღვინის პოპულარიზაცისა და კონიუნქტურის გაჟანსაღებისკენ მივმართოთ, ვიდრე ხელოვნური ჩარევის ხარჯზე მოვახდინოთ მდგომარეობის გამოსწორება", - თქვა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, 2017 წელს ყურძენს 230 კომპანია იბარებდა, წელს კომპანიების რიცხვი 280-მდე გაიზარდა.

როგორც psnews-თან ინტერვიუში ასლანიშვილმა თქვა, კომუნიკაცია მევენახეებსა და მეწარმეებს შორის  რთველის პროცესში სრულად შედგა. 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ალექსანდრ ვუჩიჩი

16 დეკემბერი 2018, 18:10

მსოფლიო

ბელგრადში 10000-მდე დემონსტრანტმა ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკა გააპროტესტა

გამოცემის ცნობით, აქციაში, რომელზეც ისმოდა ლოზუნგი "ქურდი ვუჩიჩი", "შეაჩერე სისხლიანი მაისურები!", ბელგრადის მერიც კი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და სახელმწიფო ტელევიზია RTS-თან მარშითა და ლოზუგნების ყვირილით ჩაიარეს.

ლაშა ჟვანია

16 დეკემბერი 2018, 18:07

საქართველო

ლაშა ჟვანია: ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა

ჟვანიამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას. სალომე ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციაში დაიწყებს მუშაობას, შენობა სრულად მზად კი სავარაუდოდ ორ თვეში იქნება.

დიმიტრი გაბუნია

16 დეკემბერი 2018, 18:02

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: სალომე ზურაბიშვილი გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს

დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს.

ფეთჰულა გიულენი

16 დეკემბერი 2018, 17:55

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს, რომ ტრამპი გიულენის ექსტრადიციის საკითზე მუშაობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურ ანკარას ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას დაჰპირდა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:25

საქართველო

სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის მოწოდებით გამოდის

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პირდაპირი ეთერის დროს თელავში მიმდინარე ინაუგურაცია შეაფასა, ამასთან ილაპარაკა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქციის შესახებ და თქვა, რომ დღევანდელმა დღემ მას 2003 წელი გაახსნეა.

აქციის მონაწილეები

16 დეკემბერი 2018, 17:23

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა გომბორზე აქცია-პერფორმანსს გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონა გომბორის უღელტეხილისკენ გეგმავს გამგზავრებას, სადაც სავარაუდოდ, გაიმართება აქცია-პერფორმანსი და გაერთიანების ლიდერების მხრიდან გაკეთდება საგანგებო განცხადება.

დავით დარჩიაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

დარჩიაშვილი: აქციები პერმანენტულ სახეს გაზაფხულიდან მიიღებს

სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მოინდომეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა. გზის გადაკეტვის სურვილი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ინაუგურაციიდან წამოსული სტუმრების ავტომობილები დაინახეს.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 17:09

საქართველო

გახარია ომბუდსმენს ახსენებს, რომ ზოგჯერ პოლიციელის და ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

16 დეკემბერი 2018, 17:06

საქართველო

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა

„ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან ხმები ქართველ ხალხს მოპარა. ის ვერ გახდება ჩვენი და იმ ქართველი ჯარისკაცების პრეზიდენტი, ვისაც ომის დაწყებაში ადანაშაულებს“, -განაცხადა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

აქცია თელავში

16 დეკემბერი 2018, 16:55

საქართველო

თელავში აქციაზე ვითარება გამწვავდა

ნაციონალური მოძრაობა აქციას თელავშიც მართავს. მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. გარდა იმისა, რომ სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 16:53

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ვიდეო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სარკოზი საქართველოში მეხუთე პრეზიენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

16 დეკემბერი 2018, 16:47

მსოფლიო

2018 წელს მექსიკიდან აშშ-ში გადასვლის მცდელობისას 260 მიგრანტი დაიღუპა

დაღუპული 260 მიგრანტიდან 117 მექსიკელია, ხოლო დანარჩენი 116 მიგრანტის წარმომავლობა უცნობია. მიგრანტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სიცხე და გაუწყლოვნებაა. მათგან 50 მიგრანტი მექსიკასა და აშშ-ს საზღვართან მდებარე მდინარის გადაცურვისას დაიხრჩო.

თეიმურაზ გორჯესტანი

16 დეკემბერი 2018, 16:46

საქართველო

თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

თეიმურაზ გორჯესტანმა წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება გაიმეორა და თქვა: "როგორც სპორტის სასახლეში გამოსვლისას ვთქვი, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე", - თქვა გორჯესტანმა.

ტყვიის შემცველობა

16 დეკემბერი 2018, 16:29

საქართველო

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

როგორც საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე ამბობს, მშობლები ამბობენ, რომ თუ მათ შვილებს დასჭირდებათ, თავად ჩაუტარებენ ამ გამოკვლევებს.

16 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ქალაქ აფრინში ბაზრობაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აფრინის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქება ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულების შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 16:18

საქართველო

გიორგი გახარია პოლიციელებს მადლობასა და ბოდიშს ერთდროულად უხდის

"მე ვპირდები მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციას სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,"- თქვა გახარიამ.

კონსტიტუცია

16 დეკემბერი 2018, 16:16

საქართველო

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 16:14

საქართველო

კობახიძე: როცა სააკაშვილი წაგებულ ომს ზეიმობდა, სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი შეაფასა.

დავით ზალკალიანი

16 დეკემბერი 2018, 16:07

საქართველო

დავით ზალკალიანი ინაუგურაციისთვის საქართველოში ჩამოსულ დელეგაციებს მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინაუგურაციისთვის საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს მადლობას უხდის. როგორც მან განაცხადა, არ დარჩენილა არცერთი ქვეყნის მეთაური, რომელსაც სალომე ზურაბიშვილისთვის და საქართველოსთვის დღევანდელი დღე არ მოელოცოს.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 15:54

საქართველო

ველისციხეში შეკრებილი ნაციონალები ისევ არ იშლებიან

ადგილზე იმყოფება შსს მინისტრის მოადგილე. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ გაარღვიონ პოლიციის არაერთი ბარიკადი, თუმცა ყველა ასეთ მცდელობას პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.