imedi /  11 ოქტომბერი 2018, 14:40 / სანდო წყარო

ლექვინაძე: დამატებითი ახალი რეგულაციები ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის

რეგულაციები

საფინანსო სექტორში ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით უფრო მეტი კონსულტაცია საჭირო, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ეკონომიქსში“ ისაუბრა.

ლექვინაძე არ გამორიცხავს, რომ მარეგულირებელი გარკვეულ დათმობაზე წავიდეს და მოიძებნოს „ოქროს“ შუალედი ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის, იმ ფონზეც როცა საფინანსო სექტორი რეგულაციების საერთოდ შეჩერებას ითხოვს.

მისი თქმით, კონსულტაციებში ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩაერთვება.

ლექვინაძე ამბობს, რომ რეგულაციების ამ დრაფტით ამოქმედების შემთხვევაში ბიზნესს პრობლემები შეექმნება.

„რეგულაციების პირველი ტალღა მაისიდან ამოქმედდა და ჩვენთ ხელთ არსებული ინფორმაციით, განვადებების კუთხით 35 % იანი შემცირებაა, ახალი რეგულაციები უფრო მასშტაბურია და შესაბამისად მისი შედეგი უფრო ცუდი იქნება“, - აცხადებს ლექვინაძე.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების ამოქმედების შეჩერება ან გადავადება არ იგეგმება.

რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის პირველი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კობა დავითაშვილი

11 დეკემბერი 2018, 15:18

ძალოვნები

დავითაშვილის წინააღმდეგ ბურჭულაძის სარჩელი სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა

კობა დავითაშვილის წინააღდეგ პაატა ბურჭულაძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებით განხილვაში გადაეცა. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს დაიწყება.

მთის კანონი

11 დეკემბერი 2018, 15:04

საქართველო

2019 წლის ივლისში მთის კვირეული გაიმართება

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, 2019 წლის ივლისში საქართველოში მთის კვირეული გაიმართება.

11 დეკემბერი 2018, 15:01

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 70 წლისაა

დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირთადი დემოკრატიული პრინციპები.

ტაქსი

11 დეკემბერი 2018, 15:01

საქართველო

საქართველოში ტაქსის ნებართვის 23 ათასზე მეტი მფლობელიდან 71 ქალია

ტაქსის ნებართვის 23 ათასზე მეტი მფლობელიდან 71 ქალია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. შემდგომი პირობები კი, - რაც ტაქსის ვიზუალურ მხარესა და ფერს ეხება, დასამტკიცებლად საკრებულოშია წარდგენილი.

მამუკა ბახტაძე

11 დეკემბერი 2018, 14:51

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

11 დეკემბერი 2018, 14:49

საქართველო

საქართველოში შშმ პირების 34,4% დასაქმებულია

ამის შესახებ ინფორმაციას ACT, IDFI-ზე დაყრნობით ავრცელებს. მონაცემების მიხედვით, დასაქმებულ მოსახლეობაში დაქირავებით მომუშავე შშმ პირების წილი 13,8%-ია, ხოლო თვითდასაქმებული შშმ პირების წილი - 86,2%.

ირაკლი კაჭარავა

11 დეკემბერი 2018, 14:36

საქართველო

ქართველმა ცოლ-ქმარმა რუსეთის პასპორტები ატოცთან დაწვა

რუსეთის მოქალაქე ქართველმა ცოლ-ქმარმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში რუსეთის პასპორტები დაწვა. „მე მრცხვენია, ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ცდილობს ტერიტორიების ოკუპაციას“ - ამბობს ირაკლი კაჭარავა.

11 დეკემბერი 2018, 14:32

ტექნოლოგიები

რუსეთმა Google 500 ათასი რუბლით დააჯარიმა

კომპანია Google-ი, რუსეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ „როსკომნადზორმა“ 500 ათასი რუბლით (7,530 დოლარი) დააჯარიმა. ამის შესახებ „როსკომნადროზორის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა განაცხადა.

ტურისტები

11 დეკემბერი 2018, 14:25

ეკონომიკა

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს მცირე საწარმოებმა - ამ მაჩვენებელმა 60% შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კვების ობიექტებში (37%), შემდეგ მოდის ტრანსპორტი (32%) და განთავსება (26%).

ტექნოლოგიები

11 დეკემბერი 2018, 14:24

ეკონომიკა

დასახელდა 15 კომპანია, სადაც დასაქმებულთათვის საუკეთესო გარემო და პირობებია

Glassdoor-ის ბოლო შეფასებით, დასახელდა 15 კომპანია სადაც საუკეთესო გარემო და პირობებია დასაქმებულთათვის. სიაში არიან Facebook-ი, LinkedIn-ი, Google-ი და Microsoft-იც. კომპანიების თანამშრომლები კომპანიის დადებით და უარყოფით მხარეებს ასახელებენ.

სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი

11 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

საუდის არაბეთის მეფე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

„ორი წმინდა მეჩეთის მცველმა მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მეფემ თავისი, საუდის არაბეთის მოსახლეობისა და მთავრობის სახელით პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო სურვილები გამოხატა, უსურვა მას წარმატება, მეგობარ ქართველ ხალხს კი - სტაბილური წინსვლა და პროგრესი“, - ნათქვამია საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობი

11 დეკემბერი 2018, 13:59

საქართველო

მოსამართლემ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მეუფე იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

ვალების ჩამოწერა

11 დეკემბერი 2018, 13:56

ეკონომიკა

მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს

„პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იურიკო კოიკე

11 დეკემბერი 2018, 13:50

საქართველო

ტოკიოს მერმა ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და რაგბის ჩემპიონატზე დაპატიჟა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მერი იურიკო კოიკე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. საქართველოს არჩეული პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, იურიკო კოიკე ამბობს, რომ ტოკიოს მოსახლეობისგან მანდატი 2016 წელს მიიღო და როგორც ქალი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

პოლიცია

11 დეკემბერი 2018, 13:50

ძალოვნები

თბილისში კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, მერე ავარიაში 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს

თბილისში წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან. ამ დროს უცნობი ადამიანი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 13:47

ძალოვნები

ზუგდიდის სოფელ ცაიშში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ნოუთბუქი

11 დეკემბერი 2018, 13:44

ეკონომიკა

vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

საწვავი

11 დეკემბერი 2018, 13:31

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი 2018, 13:27

საქართველო

ადმინისტრაცია ყოფილი პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნას აპროტესტებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი სიახლე პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ შეუნარჩუნდება.

თაფლი

11 დეკემბერი 2018, 13:23

ეკონომიკა

ქართული თაფლის სინჯების დიდ ნაწილში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში ფერხდება, მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგებია - სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.