imedi /  21 ოქტომბერი 2018, 21:43 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლომ კომპანია „ბორჯომის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

ბორჯომის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კომპანია "ბორჯომის" კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა. საუბარია არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების წესზე. 

კერძოდ, სარჩელი შეეხებოდა საგადასახადო კოდექსისა და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების იმ ნორმებს, რომლებიც არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების წესს განსაზღვრავენ.

მანამდე საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „შპს კასტელ ჯორჯიამ“ და „სს წყალი მარგებელმა“ მიმართეს. საკონსტიტუციომ არც მათი სარჩელები დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ტომ იორკი

22 სექტემბერი 2019, 20:20

კულტურა

ტომ იორკი პარტნიორის სიკვდილის შემდეგ გამოვლილ „მძიმე პერიოდზე“ ალაპარაკდა

რეიჩელ ოუენი 2016 წელს, 48 წლისა სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. ის და ტომ იორკი ერთად 23 წელი ცხოვრობდნენ და ორი შვილი, ნოა და აგნესი შეეძინათ. როგორც ტომ იორკმა გადაცემაში თქვა, მისი მთავარი მიზანია ახლა დარწმუნდეს, რომ "ოჯახი ამ ყველაფერს გაუმკლავდა".

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

22 სექტემბერი 2019, 20:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მეგობრის ქორწილში £8900-იანი კაბით გამოჩნდა

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე რომში, მეგან მარკლის საუკეთესო მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. დიზაინერმა მიშა ნანოუმ ქორწილის სტუმრებს მე-17 საუკუნის ვილაზე უმასპინძლა. სტუმართა შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი. მედია წერს, რომ დიზაინერი მეგანს ჰარის გაცნობაში დაეხმარა.

სასტუმროები

22 სექტემბერი 2019, 19:51

ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში - 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.

სირცხვილია

22 სექტემბერი 2019, 19:27

საქართველო

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე „სირცხვილიას“ წევრები არ შეუშვეს

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომელიც სპეციალურმა კომისიამ წარუდგინა საზოგადოებას. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

22 სექტემბერი 2019, 19:18

ძალოვნები

ფონიჭალაში მე-7 სართულიდან 14 წლის გოგო გადავარდა

მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადააყვანეს. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გურამ თუშიშვილი

22 სექტემბერი 2019, 19:10

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი. თავდაპირველად მან ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია.

პიზოლის მყინვარი

22 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში გამდნარი მყინვარის ხსოვნას სამგლოვიარო მარში მიუძღვნეს

შვეიცარიის ალპებში გლობალური დათბობის გამო "დაკარგული" მყინვარ პიზოლის სამგლოვიარო მარში გაიმართა. "მგლოვიარეები", რომლებშიც შედიოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები, მთამსვლელები შავი სამოსით გაემართნენ მყინვარისკენ, რომელიც 2700 მეტრზე მდებარეობს.

არონ ეიზენბერგი

22 სექტემბერი 2019, 18:45

კულტურა

მსახიობი არონ ეიზენბერგი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი არონ ეიზენბერგი 50 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის ცოლი მალისა ლონგო Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ის არონის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მსახიობს პოპულარობა ფილმში „ვარსკვლავური გზა“ ნაგოს როლმა მოუტანა.

ტექნოლოგია

22 სექტემბერი 2019, 18:45

ტექნოლოგიები

დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს

შავი ნახშირბადის ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს, მეცნიერები ორსულებში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ პრობლემაზე მიუთითებენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ორგანოში შეიძლება მოხვდეს.

22 სექტემბერი 2019, 18:36

ტექნოლოგიები

გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლამდე არსებული ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად მაღალი სიცხით გამოირჩეოდა. ასევე, ამავე პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული ზღვებში წყლის დონე, CO2-ის ემისიამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ფეხბურთი

22 სექტემბერი 2019, 18:11

მსოფლიო

FIFA-ს პრეზიდენტი: ირანში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემენ

ჯანი ინფანტინოს თქმით, ის ესაუბრა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ირანში გამართულ ერთ-ერთ მატჩზე დასწრების მცდელობის გამო, ქალმა თავი დაიწვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფანტინოს თქმით, ირანის ხელისუფლებამ დაარწმუნა, რომ ქალებს მატჩებზე დაუშვებენ.

ტურისტი

22 სექტემბერი 2019, 17:50

ტაბლოიდი

თურქეთის სასტუმროში ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს

თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს. კერძოდ, მათ შეუძლიათ დრო „სტრესის მოსახსნელად“ სპეციალურ ოთახში გაატარონ. ამ ოთახში ნებადართულია ჭურჭლის, ტექნიკის და სხვა საგნების დამტვრევა. სტუმრებს ამისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემათ.

Brexit

22 სექტემბერი 2019, 17:50

მსოფლიო

ესპანეთში მცხოვრებმა Brexit-ით უკმაყოფილო ბრიტანელებმა აქცია გამართეს

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მცხოვრებმა ბრიტანელებმა Brexit-თან დაკავშირებით საპროტესტო მარში გამართეს, რომლითაც გამოხატეს ის გაურკვევლობა, რომელშიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ. ესპანეთში 300 000-მდე ბრიტანელი ცხოვრობს.

სილვესტერ სტალონე

22 სექტემბერი 2019, 17:30

კულტურა

სტალონემ რემბოს როლზე ყოფილი კონკურენტები დაასახელა

ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში რემბოს როლზე „რემბო: პირველი სისხლი“, მისი კონკურენტები იყვნენ. ფილმი 1982 წელს რეჟისორმა ტედ კოტჩეფმა გადაიღო. სტალონე ამბობს, რომ რემბოს როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ალ პაჩინო იყო.

ჰონგ-კონგი

22 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს

აქცია, რომელიც სანქცირებული არ იყო, თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს და მდინარეში გადააგდეს. სავაჭრო ცენტრში მყოფი შენიღბული დემონსტრანტები შუშების ჩასამტვრევად ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდნენ.

22 სექტემბერი 2019, 17:20

საქართველო

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები.

არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი 2019, 16:59

საქართველო

თალაკვაძე: მთავარია პრეზიდენტმა შეწყალების წესების შეცვლაზე შემხვედრი პოზიცია გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით "ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავად იყო უკმაყოფილო გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს". არჩილ თალაკვაძის თქმით, "რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით".

მიწისძვრა ალბანეთში

22 სექტემბერი 2019, 16:57

მსოფლიო

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ალბანეთში მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებიდან 7 ადამიანი კლინიკაში რჩება. 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

რკინიგზა

22 სექტემბერი 2019, 16:41

საქართველო

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის რეისზე ერთ-ერთი მატარებელი მოიხსნება

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი რეისიდან მოიხსნება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებლის მოხსნის მიზეზი საკურორტო სეზონის დასრულების გამო მგზავრთნაკადის შემცირებაა. ყველას ვისაც 30 სექტემბრამდე აქვს ბილეთი ნაყიდი, ფული დაუბრუნდება.

ტუბერკულოზი

22 სექტემბერი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

აშშ-ში ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შეიქმნა

ტუბერკულოზი 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. დაავადებას კოხის ჩხირი იწვევს, რომელიც ძალიან ადვილად ეჩვევა პრეპარატებს. თუმცა აშშ-ში მეცნიერებმა ახლახანს შექმნეს პრეპარატი PA-824 (პრეტომანიდი), რომელიც დაავადების რთული ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება.