imedi /  28 ოქტომბერი 2018, 11:22 / სანდო წყარო

რა სანქციები დაეკისრება პირს, თუ ქონებრივ დეკლარაციას პირველ ნოემბრამდე არ წარადგენს

სესხები

ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2017 წლის მდგომარებით 40 000 ლარს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს ეწურებათ, გადასახადის გადახდის ბოლო ვადა კი 15 ნოემბერია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ნექსია თიეი“ ავრცელებს.

ნექსია თიეიგანცხადებას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ ვის ეხება ქონების გადასახადი და რა სანქციებია დაწესებული ფიზიკურ პირზე იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციას არ წარადგენს.

ნექსია თიეი-ს“ ინფორმაციით, პირველ ნოემბრამდე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშვება ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2017 წლის მდგომარებით 40 000 ლარს აღემატება.

ფიზიკურ პირს გადახდის ვალდებულება წარმოეშვებათ 2017 წლის მდგომარეობით არსებულ შემდეგ ქონებაზე: საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კატარღებზე, შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე. „ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება სხვადასხვა ოდენობებით. თუ ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარამდეა, საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 და არაუმეტეს 1 პროცენტისა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება: ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

დარიცხული ხელფასი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის: სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს; შემოსავლებში არ შეიტანება: ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი; საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

პირი მიწაზე ქონების გადასახადს იხდის საგადასახადო წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით: მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, ნექსია თიეი-ს გადასახადების მენეჯერი დავით მამრიკიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავალი გადააჭარბებს 40 000 ლარს და ამავდროულად ფიზიკურ პირს გააჩნია დასაბეგრი ქონება და ის არ წარადგენს ქონების გადასახადის დეკლარაციას, აღნიშნული ფაქტის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენისას პირს გადასახდელად დაეკისრება კუთვნილი ძირითადი ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, რომელიც შეადგენს ძირითადი ქონების გადასახადის თანხის 50%-ს.

ასევე ფიზიკურ პირს დაეკისრება საურავი თანხის გადაუხდელობისათვის, ძირითადი გადასახადის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 09:46

COVID19

ინგლისში ლოკდაუნის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 30%-ით შემცირდა

5 ნოემბრიდან ინგლისში მოქმედი ლოკდაუნის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. ასეთია ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევების წინასწარი შედეგები.ექსპერტების თქმით, 18 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ინგლისის 10 000 მოსახლეზე 130 ინფიცირებული მოდიოდა, 13-დან 24 ნოემბრამდე კი ეს რიცხვი 96-მდე შემცირდა.

30 ნოემბერი 2020, 09:29

სამართალი

პოლიციამ 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე, ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

30 ნოემბერი 2020, 09:18

COVID19

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 15 შემთხვევა საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება, 3 ადამიანი კი შიგა მონღოლეთის ავტონომიურ რაიონში დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდამ დღემდე ქვეყანაში 86 430 ადამიანი დაინფიცირდა, 4634 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი უკვე 6 თვეზე მეტია არ შეცვლილა.

30 ნოემბერი 2020, 09:04

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 11 169 ადამიანი დაინფიცირდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 1 053 869 შემთხვევა გამოვლინდა, 16 248 ადამიანი კი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 739 000-ზე მეტი პაციენტი. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

30 ნოემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

დღეიდან მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს

ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით.

30 ნოემბერი 2020, 08:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 30 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

30 ნოემბერი 2020, 08:06

სამართალი

დღეს საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე პროცესი გაიმართება

კარტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. ცნობილია, რომ ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ.

ზურაბ ჯაფარიძე

30 ნოემბერი 2020, 01:21

რეგიონი

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციას ფიტნესკლუბის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა

„გირჩის“ლიდერის განცხადებით, ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა, კომერციული საქმიანობას ის არ აწარმოებს, შესაბამისად, აცხადებს, რომ პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა. ჯაფარიძის თქმით, ის აუცილებლად შევა ნაქირავებ საცხოვრებელში, სამართალდამცველთა ქმედებებს კი გაასაჩივრებს.

30 ნოემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა

ნოემბრის დასაწყისში 75 წლის ინდოელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ ახლობლებს მისი გარდაცვალება შეატყობინეს. ცხედარი წესების თანახად ინახებოდა. ის ოჯახის წევრებს შორიდან აჩვენეს, რის გამოც, სავარაუდოდ, კარგად ვერ ამოიცნეს.

სპილო კაავანი

30 ნოემბერი 2020, 00:30

მსოფლიო

სპილო კაავანი ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს

36 წლის სპილო კაავანი, რომელიც რამდენიმე წელია, ჭარბი წონით იტანჯება, ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს. გიგანტური ცხოველის გასათავისუფლებლად, რომელმაც მთელი ცხოვრება გალიაში გაატარა, სოციალურ ქსელებში კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მომღერალი შერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა კაავანის გადაყვანა კამბოჯაში მდებარე სიერ-რიპის ნაკრძალში.

ობელისკი

30 ნოემბერი 2020, 00:23

ტაბლოიდი

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.

არმენ სარგსიანი

29 ნოემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

„ასეთი რყევების შემდეგ ნებისმიერმა მთავრობამ მანდატი ხელახლა უნდა მოიპოვოს. საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2 წლის წინ გვქონდა. მაშინ სომხეთი სხვა ქვეყანა იყო, დღეს კი სრულებით სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას. სირთულეები გვაქვს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში. ქვეყანამ დიდი დანაკარგი და ზარალი განიცადა ყარაბაღის ომის შედეგად. დაზარალებულ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება“, - აღნიშნა სარქისიანმა.

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.