imedi /  08 ნოემბერი 2018, 11:59 / სანდო წყარო

10 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

მგზავრთა ნაკადი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტები 4,354,423 მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

ოქტომბრის თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284,329 მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი 2,724,740 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, მთლიანობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 512,386 მგზავრს მოემსახურა. (2017 წლის 10 თვე 359,961).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში, საერთო ჯამში, 362 რეისი შესრულდა.

ყველა სიახლე

ავარია ბათუმში

22 იანვარი 2020, 16:10

ძალოვნები

ბათუმში ავტომანქანა ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

14-15 წლის გოგოები კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მედიკოსების განცხადებით, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ეცოდინებათ დაშავებულების მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კოლუმბია აქცია

22 იანვარი 2020, 16:02

მსოფლიო

კოლუმბიაში ანტისახელისუფლებო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. აქტივისტებმა ბოგოტის ქუჩები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

შოთა დიღმელაშვილი

22 იანვარი 2020, 15:55

საქართველო

შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა

შოთა დიღმელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას პროპოციულ არჩევნებთან დაკავშირებით Facebook-ზე ეხმიანება. დიღმელაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძე „ის კაცია რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ“.

იმპიჩმენტი

22 იანვარი 2020, 15:52

მსოფლიო

სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლოს მთავარ წესებზე შეთანხმდა

სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. ბრალდების მხარე თავის არგუმენტებს წარადგენს, რასაც დაცვის მხარის გამოსვლა, შემდეგ კი კითხვები მოჰყვება. ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლა ედება ბრალად. დარჩება თუ არა ის პრეზიდენტის პოსტზე, სენატის სასამართლო გადაწყვეტს.

ზაზა სარალიძე

22 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ზაზა სარალიძე მკვლელობის მონაწილეებს: ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება

„ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ. თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება"- წერს სარალიძე.

ამირან გამყრელიძე

22 იანვარი 2020, 15:33

საქართველო

ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ჩინეთის ქალაქ უხანში იმოგზაურეს ან მოგზაურობას გეგმავენ, რეკომენდაციებს აძლევს. ბოლო მონაცემებით, ვირუსის ჩინეთში მქონე 9 ადამიანია გარდაცვლილი.

ადამ კიზინგერი

22 იანვარი 2020, 14:53

საქართველო

ოთხი კონგრესმენი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს

კონგრესმენის ცნობით, ოფიციალურ მიმართვაში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნით და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლეთთან ინტეგრაციას.

22 იანვარი 2020, 14:34

ძალოვნები

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

„მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“,- ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

ჯეიმს აპატურაი

22 იანვარი 2020, 14:30

საქართველო

ჯეიმს აპატურაი: მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს, რომ დემოკრატია კარგად მუშაობს

„ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა და ორგანიზაცია ამ საკითხზე ერთიანობას აჩვენებს“, - ამის შესახებ ნატო-საქართველოს კომისიის დაწყებამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ეკატერინი საკელაროპულუ

22 იანვარი 2020, 14:21

მსოფლიო

საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

მანამდე საკელაროპულუ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. საბერძნეთში პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიულია, პოლიტიკური ძალაუფლება კი პრემიერმინისტრს ეკუთვნის. პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

კოკა-კოლა

22 იანვარი 2020, 13:58

ეკონომიკა

„კოკა-კოლას“ ვიცეპრეზიდენტი: ვაგრძელებთ საქართველოში კაპიტალდაბანდებას

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენს შეხვდა. გოცლმენის განცხადებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო მოტივატორია ქვეყანაში ბიზნესის გაფართოებისთვის, და კომპანია განაგრძობს კაპიტალდაბანდებას საქართველოში.

22 იანვარი 2020, 13:45

ვიდეო

მეღვინეობა ონლაინ - ტრადიციისა და ტექნოლოგიების სინთეზი

ზურაბ ჯაფარიძე

22 იანვარი 2020, 13:39

საქართველო

გირჩი მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის იმ შეხვედრებში სადაც გრიგოლ ვაშაძე იქნება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ტელეკომპანია მთავარზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ვაშაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების მიღება, ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა.

ექსპორტი ევროკავშირში

22 იანვარი 2020, 13:21

ეკონომიკა

რა მოცულობის პროდუქტები გავიდა 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. მათი ცნობით, რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც. გაზრდილია და მათ შორის, რეკორდულია სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის მოცულობა.

დელფინი

22 იანვარი 2020, 13:09

საქართველო

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

შემთხვევა "რვაფეხას" წინ სანაპიროზე დილით მოხდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას" ხელმძღვანელმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, წელს დელფინის სანაპიროზე გამორიყვის მეექვსე შემთხვევა, გასულ წელს კი 120 ფაქტი დაფიქსირდა.

რაგბი

22 იანვარი 2020, 13:04

სპორტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძოლებს

ცოტა ხნის წინ, რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ საკუთარი კანდიდატურა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ოფიციალურად დაარეგისტრირეს. ხურციძე წლების განმავლობაში რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

რამაზ ჩინჩალაძე

22 იანვარი 2020, 13:01

ძალოვნები

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი: ვითხოვთ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას

ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ შეცვლას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, გუგა ბარბაქაძემ ლევან დადუნაშვილს ჭრილობა მიაყენა, თუმცა, წელის არეში და არასასიკვდილო.

რუსეთი პროკურატურა

22 იანვარი 2020, 12:57

მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენპროკურორად იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იგორ კრასნოვის დანიშვნას მხარი დაუჭირა. კრასნოვის კანდიდატურა საბჭოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა. მანამდე კრასნოვი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

ტოჩინოშინი

22 იანვარი 2020, 12:41

ძალოვნები

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მეექვსედ დამარცხდა

ჰაცუ ბაშოს მეთერთმეტე დღე ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმთან დამარცხდა. თერთმეტი ბრძოლის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და 6 მარცხია. დადებითი ბალანსის შესანარჩუნებლად გორგაძეს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.

ვასილ მაისურაძე

22 იანვარი 2020, 12:38

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ითამაშა. ის ბოლოს 20-წლამდე ნაკების მწვრთნელი იყო.