imedi /  08 ნოემბერი 2018, 18:13 / სანდო წყარო

საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს გაზიფიცირების პროცესში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფოც. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო.

„დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება. 

თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.

ყველა სიახლე

მეხანძრე-მაშველები

20 მარტი 2019, 18:08

საქართველო

მეხანძრე-მაშველები ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში გადამზადდებიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შექმნის სასწავლო პროგრამებს, მოდულებს და კურიკულუმებს, რომლებიც ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატის რეკომენდაციებს დაეფუძნება. 13 ექპერტისგან შემდგარი ევროკავშირის შემფასებელი მისიის ვიზიტი დასრულდა.

20 მარტი 2019, 18:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: სექსისგან თავის შეკავება სპორტულ ფორმას არ აუმჯობესებს

ასპარეზობის წინ სექსზე უარის თქმა სპორტში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, სექსისგან თავის შეკავება სპორტულ ფორმაზე არანაირად არ აისახება.ექსპერიმენტი 7 მამაკაცსა და ერთ ქალზე ჩატარდა.

სალომე ზურაბიშვილი

20 მარტი 2019, 17:55

საქართველო

პრეზიდენტი გარდაბნელებს: თქვენთან რუსულად ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ენა არ გვაერთიანებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანლებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა მათ სიტყვით მიმართა.

კუენტინ ტარანტინო

20 მარტი 2019, 17:51

კულტურა

ინტერნეტში კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ტრეილერი გავრცელდა

ლეგენდარული რეჟისორის ახალ ნამუშევარში, მთავარ როლს ამერიკული კინოს ვარსკვლავები: ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი ასრულებენ. როგორც უმრავლეს შემთხვევაში ფილმის სცენარის ავტორი თავად ლეგენდარული ტარანტინოა.

გეგა გეგეშიძე

20 მარტი 2019, 17:44

საქართველო

ადვოკატი: დათუნაშვილს სპორტსმენებთან კონფლიქტი უცხოეთშიც ჰქონდა

დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რათა გამოითხოვოს ინფორმაცია მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ადვოკატების თქმით, დათუნაშვილს კონფლიქტის გამო ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

20 მარტი 2019, 17:39

ეკონომიკა

Bloomberg-მა მსოფლიო ეკონომიკის მთავარი რისკები დაასახელა

მსოფლიოში გავლენიანმა ინვესტორებმა მთავრ რისკად საკუთარი ბიზნესისთვის ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება დაასახელეს. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ინვესტორების 2/3 ასევე სავაჭრო ომს ასახელებს. რისკებში მესამე ადგილზეა კორპორატიული საკრედიტო კრიზისი, შემდეგ კი აშშ-ის პოლიტიკა.

ელექტრონული სიგარეტი

20 მარტი 2019, 17:33

მსოფლიო

სან-ფრანცისკოში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვის აკრძალვა სურთ

სან-ფრანცისკოს ხელისუფლებამ ელექტროსიგარეტების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სანამ აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებზე ელექტრონული სიგარეტების მავნე ზეგავლენას შეაფასებს, იქამდე მათი გაყიდვა უნდა აირძალოს.

კუ

20 მარტი 2019, 17:25

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ოკეანემ იშვიათი ჯიშის 300 კილოგრამამდე კუ გამორიყა

ადგილობრივებმა 2,5 სიგრძის და სიგანეში 1,8 მეტრის კუ, რომელიც წინასწარი გათვლებით 200-დან 300 კილოგრამს იწონის, ქალაქ აკაროაში, ოკეანის სანაპიროზე იპოვეს. მოგვიანებით კუს ახალი ზელანდიის ეროვნულ მუზეუმს გადასცემენ, სადაც მკვლევრები მისი სიკვდილის ნამდვილ მიზეზს დაადგენენ.

20 მარტი 2019, 17:25

საქართველო

თეა წულუკიანს პარლამენტში მოუსმინეს. მთავარი

პარლამენტში "მინისტრის საათის" დღეა. თეა წულუკიანი წარდგა კანონმდებლების წინაშე, თავდაპირველად ილაპარაკა უწყების საქმიანობაზე, სერვისებზე საერთაშორისო დავებზე და ამის შემდეგ მოისმინა კითხვები. დეპუტატები საათზე მეტ ხანს უსვამდნენ იუსტიციის მინისტრს კითხვებს და ახლა პასუხებს ელოდებიან.

პრობაციის სამინისტრო

20 მარტი 2019, 17:20

საქართველო

დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთიანდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის სისტემაში მოქმედი 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანების შესახებ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, უახლოეს პერიოდში პრობაციის სისტემის რეფორმა ჩატარდება.

20 მარტი 2019, 17:11

ეკონომიკა

ჩინეთმა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნას საფრთხე შეუქმნა

2019 წელს დიზელის საწვავზე მოთხოვნა შესაძლოა დღეში 270 ათას ბარელამდე დაეცეს. დიზელის საწვავს ბაზარზე ელექტრო ავტობუსები ავიწროებს, რომელთა ჭარბი რაოდენობაც ჩინეთშია. ყოველი 1000 ელექტრო ავტობუსი, ბაზრიდან დღეში 500 ბარელ დიზელის საწვავს გამოაძევებს.

თავდაცვის სამინისტრო

20 მარტი 2019, 17:06

საქართველო

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის გენმდივნის მოადგილე სტუმრობს

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყნაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

გამოფენა

20 მარტი 2019, 17:06

ეკონომიკა

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა ჩატარდა

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს.

20 მარტი 2019, 17:02

კულტურა

„უცნაური ამბების“ მესამე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-მა სერიალ „უცნაური ამბების“ (Stranger Things) მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. მასში მოვლენები 1985 წელს ვითარდება. გმირები კი ისევ პარალელური რეალობიდან მონსტრებს ხვდებიან. მესამე სეზონი 2019 წლის 4 ივლისს დაიწყება.

ბრექსიტი

20 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ის 30 ივნისამდე გადაწევა სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების შესახებ ოფიციალურად მიმართა. მეი ოფიციალურ მიმართვაში ასევე ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი ვადის კიდევ გადაწევას აღარ მოითხოვს.

20 მარტი 2019, 16:40

სპორტი

საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა.

20 მარტი 2019, 16:36

ეკონომიკა

საქართველოში კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

2019 წლის თებერვალი კომერციული ბანკებისთვის უფრო ზარალიანი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, თებერვალში ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მილიონი ლარი შეადგინა. იანვარში ეს მაჩვენებელი 67,755 მილიონი ლარი იყო.

ცესკო

20 მარტი 2019, 16:34

საქართველო

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

Google

20 მარტი 2019, 16:19

ტექნოლოგიები

ევროკომისიამ Google-ი 1.69 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

კონკურენციის მიმართულებით ევროკომისარ მარგრეტ ვესტაგერის განცხადებით, კომპანიამ ონლაინ რეკლამის განთავსების კანონი დაარღვია. ვესტაგერის თქმით, Google-ს წინააღმდეგ ევროკომისიის ანტიმონოპოლიური გამოძიება 2006-2016 წლების პერიოდს მოიცავს.

ძაღლები

20 მარტი 2019, 16:06

საქართველო

კომპანიამ განმარტა რატომ ათავსებენ მკვდარ ძაღლებს ორმოში

კომპანია "სევერის" წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან.