imedi /  01 დეკემბერი 2018, 17:33 / სანდო წყარო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება

ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

მიუხედავად სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობისა, აღნიშნული პროცესი დაპირემისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით. 

„ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე",-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი აღნიშნულ ბაზაში. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მათ აქვთ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

სუპერმთვარე

19 თებერვალი 2019, 22:01

ტექნოლოგიები

ამერიკელმა სუპერმთვარეს 50 000 ფოტო გადაუღო, საიდანაც მხოლოდ ერთი შეარჩია🌝

სუპერმთვარეობის დროს დედამიწის თანამგზავრი ჩვენგან სულ რაღაც 356.7 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. სავსე მთვარე ამ დროს კიდევ უფრო განსაკუთრებით მკვეთრად ანათებდა. ასტროფოტოგრაფმა ენდრიუ მაკარტიმ სუპერმთვარის სუპერგამოსახულების გადაღება გადაწყვიტა.

პარლამენტი

19 თებერვალი 2019, 21:44

საქართველო

შრომის ინსპეციის უფლებამოსილებები ფართოვდება

შრომის ინსპეციის უფლებამოსილებები ფართოვდება - შეტყობინენზე რეაგირებისათვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპეციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.

ზვავი

19 თებერვალი 2019, 21:39

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში მაშველები ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ

შვეიცარიის ალპებში, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ზვავი შუადღეს 14:15 საათისთვის ჩამოწვა.

საჯარო სკოლა

19 თებერვალი 2019, 21:26

საქართველო

მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას სკოლებში მე-5 კლასიდან შეძლებენ

ქართულ საჯარო სკოლებში მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას მეხუთე კლასიდან შეძლებენ. ჩინური ენის გაკვეთილებს მოსწავლეებს დამატებით საგნად შესთავაზებენ. ამას განათლების სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

მწეველები

19 თებერვალი 2019, 21:12

ტექნოლოგიები

სიგარეტის მოწევამ შეიძლება დაგაბრმაოთ

კვლევისას მეცნიერები 71 ჯანმრთელ ადამიანს აკვირდებოდნენ, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯამში დაახლოებით 15 ღერამდე ჰქონდათ მოწეული. კვლევაში ასევე მონაწილეობდა თამბაქოზე დამოკიდებულების მქონე 63 ადამიანი.

ირაკლი ჩიქოვანი

19 თებერვალი 2019, 20:37

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: საგარეო მიმართულებით ხელისუფლება პროაქტიურ პოლიტიკას ატარებს

ჩვენი ქვეყნის საგარეო ფორმატში უმთავრესი ელემენტი არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა. ამასთან დაკავშირებითპრემიერმინისტრმა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, - გერმანიაში მამუკა ბახტაძის ვიზიტი „მაესტროსთან“ მისმა მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა შეაჯამა.

19 თებერვალი 2019, 20:34

ძალოვნები

პოლიცია შიფრავს ვებგვერდებს, რომლებზეც ნარკოტიკი შეუფერხებლად იყიდება

ნარკოტიკებით ვაჭრობის თანამედროვე მეთოდზე,ვებგვერდზე, რომელზეც ჰეროინი, სუბოტექსი, კოკაინი, ამფეტამინი და სხვა ნარკოტიკი შეფერხების გარეშე იყიდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას აკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო

19 თებერვალი 2019, 20:30

საქართველო

სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი სამსახურის სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა საძაგლიშვილმა თქვა. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებს ამ თემაზე უკვე შეხვდნენ და შედეგების შესახებ ცნობილი 21 დღეში იქნება.

19 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

ანალიტიკოსები ზურაბიშვილის და მაკრონის შეხვედრას აფასებენ

ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრას და მაკრონის მთავარ გზავნილებს თბილისში მმართველი გუნდის წევრები და ანალიტიკოსები აფასებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ ეს იყო მკაფიო გზავნილები და ხაზს უსვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმჯობესდება.

Lacoste

19 თებერვალი 2019, 20:15

კულტურა

Lacoste-მ ლეგენდარული ნიანგის ლოგო შეცვალა

მაისურები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა, ამასთან საინტერესო ფაქტია ის, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რაოდენობით მოხდა მაისურების დაბეჭდვა. მაგალითად, ცნობილია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 350 სუმატრის ვეფხვია შემორჩენილი, მაისურებიც ვეფხვის ლოგოთი სწორედ 350 შეიკერა.

19 თებერვალი 2019, 20:04

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ავტომობილი ფიგურირებს

თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენი“ ფიგურირებს. ეს მანქანა სამართალდამცველებმა გარეკამერების ჩანაწერების გაშიფვრის დროს აღმოაჩინეს.

19 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

იუსტიციის საბჭო: მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ ვაჭიანურებთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა,ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს უპასუხეს. „ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გაავრცელეს.

ნიკო ფიროსმანი

19 თებერვალი 2019, 19:50

კულტურა

არლიში ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ნახატები ერთ სივრცეში გამოიფინება

განათლების სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება. გამოფენა პროექტის - Vincent van Gogh: Speed & Aplomb-ის სახელწოდებით გაიმართება.

შემთხვევის ადგილი

19 თებერვალი 2019, 19:40

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, რომ ძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სახის არეში მიყენებული ერთი ჭრილობით მოკლულია 1969 წელს დაბადებული კაცი.

19 თებერვალი 2019, 19:20

საქართველო

სამტრედიაში გაზის აფეთქების შედეგად სახლი დაინგრა

უბედური შემთხვევის შედეგად 68 წლის კაცი დაშავდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსში გავრცელდა.

თბილისის გენგეგმა

19 თებერვალი 2019, 19:19

ეკონომიკა

საკრებულო დედაქალაქის გენგეგმას ჩასასწორებლად მერიას უბრუნებს

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას თბილისის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის დაუბრუნა. გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, რეგიონული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

19 თებერვალი 2019, 19:04

კულტურა

კარლ ლაგერფილდს ვირჯინია ვიარდი შეცვლის

ფრანგული მოდის სახლის "Chanel"-ის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარდი კარლ ლაგერფილდს შეცვლის. მსოფლიო მოდის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, ის ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდება.

ზვიად კუპრავა

19 თებერვალი 2019, 19:03

ძალოვნები

ზვიად კუპრავას ძალადობაზე ბრალი წაუყენეს

უფლებადამცველ ზვიად კუპრავას სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. imedinews-ს კი განუცხადა, რომ ბრალის შესახებ მას გამომძიებელმა ტელეფონით აცნობა.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2019, 18:58

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ საქმე ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ელჩის თქმით, ქვეყნის სისტემური ბანკია. მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც სერიოზულად უნდა იყოს გათვალისწინებული.

Wolfgat

19 თებერვალი 2019, 18:48

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკული რესტორანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

BBC-ის ინფორმაციით რესტორანი Wolfgat , რომლის ექვს თანამშრომელს ფორმალური განათლება არ აქვთ, 2016 წელს, მეთევზეების პატარა სოფელ პატერნოსტერში ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე გაიხსნა. რესტორნის შეფ-მზარეული, დაწესებულებას ადგილზე მოპოვებული პროდუქტით ამარაგებს.