imedi /  02 დეკემბერი 2018, 16:12 / სანდო წყარო

3 დეკემბრიდან საპენსიო რეფორმის ვებგვერდი სატესტო რეჟიმში ამუშავდება

დაგროვებითი პენსია

საპენსიო რეფორმის ვებგვერდი სატესტო რეჟიმში 3 დეკემბრიდან ამოქმედდება. ვებგვერდზე მოსახლეობა საკუთარი საპენსიო დანაზოგის შემოწმებას შეძლებს. ვებგვერდი სატესტო რეჟიმში 1 თვე იმუშავებს, რათა 2019 წლის იანვრიდან ვებზე პრობლემები აღმოფხვრილი იყოს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თქვა. მის კომენტარს "კომერსანტი" ავრცელებს.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება. 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება ერთი მილიონი ლარი იქნება.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.

ყველა სიახლე

24 მაისი 2019, 16:29

სპორტი

სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის მხარდამჭერი პეტიცია გაჩნდა

ნაცუ ბაშოს ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა ამ ბრძოლამ კითხვის ნიშნები გააჩინა. სოციალურ ქსელში გაჩნდა პეტიცია, რომელშიც ქართველი სუმოისტისთვის სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

24 მაისი 2019, 16:23

მსოფლიო

ირანში პოლიციამ იოგას 30-კაციანი ჯგუფი დააკავა

ირანში პროფესიონალურ დონეზე იოგას სწავლება აკრძალულია, ასევე აკრძალულია სპორტულ აქტივობებში ქალებისა და კაცების ერთად მონაწილეობა.

Facebook

24 მაისი 2019, 16:20

ტექნოლოგიები

Facebook-ი საკუთარ კრიპტოვალუტას 2020 წელს გამოუშვებს

GlobalCoin-ი, ასეთი სახელწოდებით გამოჩნდება Facebook-ის ციფრული ვალუტა, რომელიც ონლაინ გადახდის სისტემაში პირველ ეტაპზე ათობით ქვეყანაში იქნება ინტეგრირებული. გამოცემის ინფორმაციით, სოციალური მედიის გიგანტს სურს თავისი კრიპტოვალუტა წლის ბოლომდე გამოსცადოს.

პატიმრები

24 მაისი 2019, 16:19

საქართველო

​პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

დღეს საქათველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ

გიორგი მიქაუტაძე

24 მაისი 2019, 16:06

საქართველო

მიქაუტაძემ სააპელაციო სასამართლოს საქმეთა პალატიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კანდიდატურა მოხსნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, თუმცა მასზე საქალაქო სასამართლოში უვადოდ გამწესებაზე უნდა იმსჯელონ

ბავშვი

24 მაისი 2019, 16:05

საქართველო

დასახელდა კომპანია რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით მოამარაგებს

"მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე,"- წერია განცხადებაში.

24 მაისი 2019, 15:37

ტაბლოიდი

უცნობები ამერიკელი კაცის სახლში შეიჭრნენ და ოთახები დაულაგეს

ამერიკელი კაცი ნეიტ რომანი თავის შვილთან ერთად მასაჩუსეტსში სახლში დაბრუნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ კარი ღია იყო. ამერიკელმა ივარაუდა, რომ სახლში ქურდები შეიჭრნენ, თუმცა შვილის ოთახი თავიდან ბოლომდე დალაგებული დახვდა და გარდა ამისა, საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდისგან გაკეთებული ვარდი იპოვა.

ჟურნალისტები

24 მაისი 2019, 15:02

საქართველო

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მეწილე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს

რაც შეეხება დავის საგანს, კერძო ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი სხვა მეწილეებისა და არხის მენეჯმენტისგან 28 მილიონს ითხოვს, ადვოკატის განცხადებით ამ თანხიდან ზიანის მიყენებისთვის ნიჟარაძე მილიონნახევარს მიიღებს, დანარჩენ ფინანსებს კი ისევ ტელეკომპანიისკენ მიმართავს.

ირმა ხეცურიანი

24 მაისი 2019, 14:44

სპორტი

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარასპორტსმენებმა სან-პაულუს 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზეს. ირმამ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ნინო თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი. სან პაულუმ ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასის მორიგ გათამაშებას უმასპინძლა.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 14:38

საქართველო

დავით გარეჯში აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ვიდეო

ცნობილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარე დაინტერესდა კონკრეტულად, რას ემსახურებოდა და რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა სასაზღვრო ტერიტორიაზე. პროცესს თვალს ადევნებს საპატრიარქოც. აქვე გეტყგვით, რომ დავით გარეჯიდან ადგილობრივი გიდი აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა კვლავ დაიწყო.

კადრი ჩერნობილიდან

24 მაისი 2019, 14:00

კულტურა

„ჩერნობილი“ IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალია

სერიალის პრემიერა 3 კვირის წინ შედგა და ამჟამად მხოლოდ 5 ეპიზოდია გამოსული, თუმცა IMDb-ზე 9.5 შეფასებით უკვე მოახერხა "პლანეტა დედამიწა 2-ისთვის", სერიალ "მძიმე დანაშაულისა" და "სამეფო კარის თამაშებისთვის" გადაესწრო.

24 მაისი 2019, 14:00

საქართველო

ბსუ-ში მოუსმინეს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ომარ მახარაძე საქართველოში 28 მაისს ჩამოვა, რის შემდეგაც მას არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ სამართალდამცავ უწყებაშიც გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო.

24 მაისი 2019, 13:49

ტაბლოიდი

ტაივანში გეი წყვილების მასობრივი ქორწინება გაიმართა

17 მაისს, ტაივანი გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 23 მაისს, ქვეყანაში „საყოველთაო ქორწინება“ გაიმართა, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს როგორც ჰომოსექსუალმა ასევე ჰეტეროსექსუალმა წყვილებმა.

 სალომე ზურაბიშვილი და ვან ი

24 მაისი 2019, 13:46

საქართველო

ზურაბიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარებისა და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა. თავის მხრივ, შეხვედრისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო გამოწვევებს, აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:23

მსოფლიო

ტერეზა მეიმ ბრიტანელებისადმი მიმართვა ტირილით დაასრულა. ვიდეო

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია. Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.

ევერესტი

24 მაისი 2019, 13:18

მსოფლიო

ალპინისტები ევერესტზე საცობში მოჰყვნენ

ევერესტის მწვერვალზე მიმავალ გზაზე ადამიანების ცოცხალი რიგი წარმოიქმნა, რის გამოც ორი ალპინისტი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, ალპინისტი ანჯალი კულკარნი მწვერვალიდან უკანა გზაზე დაიღუპა. მთამსვლელები, რომლებიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებენ, ამბობენ, რომ საცობში დაახლოებით 320 ადამიანი იდგა.

ყაველაშვილის ქუჩა #10, თბილისი

24 მაისი 2019, 13:09

საქართველო

თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ვიდეო

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მეხანძრე-მაშველები გამოცხადდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 13:05

მსოფლიო

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. ამის მიზეზად მან ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობების ვერშესრულება დაასახელა.დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

ტოჩინოშინი

24 მაისი 2019, 12:53

სპორტი

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს ასანოიამასთან დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა. შერკინების შემდეგ, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

24 მაისი 2019, 12:48

საქართველო

რა ღონისძიებებს გამართავს მერია 26 მაისს

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.