imedi /  04 დეკემბერი 2018, 16:18 / სანდო წყარო

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერია

პეტრიწის ქუჩა

დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ქუჩა უკვე მოწესრიგებულია და იგეგმება გზის დახაზვა. 

„მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე, ისე წყალარინების სისტემა, ასევე, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დავაყენეთ ახალი, LED ტიპის სანათები, რომელიც ეკონომიურია და დაახლოებით ელექტროენერგიის 60-70%-ს ზოგავს. სადენები, რომლებიც ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი და რაც მთავარია, გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეიძლება ითქვას, მანქანების პარკინგად იყო გადაქცეული, დღეს არის მოწესრიგებული და დარგულია ხე-მცენარეები. სამუშაოები, რაც დარჩა, არის დამატებით  მიწის შეტანა, რაც გაზაფხულზე განხორციელდება, ბალახის დათესვა და გზის დახაზვა, რაც ძალიან მალე დაიწყება. ასეთი  მიდგომები გვაქვს ჩვენ. გვინდა რომ ყველა ქუჩა ასე მოწესრიგებული იყოს თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
 
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი. 

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია  შპს „თი როუდი“ აწარმოებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა:  ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი

11 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

საუდის არაბეთის მეფე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

„ორი წმინდა მეჩეთის მცველმა მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მეფემ თავისი, საუდის არაბეთის მოსახლეობისა და მთავრობის სახელით პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო სურვილები გამოხატა, უსურვა მას წარმატება, მეგობარ ქართველ ხალხს კი - სტაბილური წინსვლა და პროგრესი“, - ნათქვამია საუდის არაბეთის ოფიციალური პრესის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობი

11 დეკემბერი 2018, 13:59

საქართველო

მოსამართლემ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მეუფე იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

ვალების ჩამოწერა

11 დეკემბერი 2018, 13:56

ეკონომიკა

მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს

„პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იურიკო კოიკე

11 დეკემბერი 2018, 13:50

საქართველო

ტოკიოს მერმა ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და რაგბის ჩემპიონატზე დაპატიჟა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მერი იურიკო კოიკე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. საქართველოს არჩეული პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, იურიკო კოიკე ამბობს, რომ ტოკიოს მოსახლეობისგან მანდატი 2016 წელს მიიღო და როგორც ქალი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

პოლიცია

11 დეკემბერი 2018, 13:50

ძალოვნები

თბილისში პირმა ჯერ მანქანა გაიტაცა, მერე ავარიაში 5 ავტომობილი დაამტვრია, ბოლოს კი დააკავეს

თბილისში წერეთლის გამზირზე მანქანა მაშინ მოიპარეს, როდესაც მისი მფლობელი ჩასარიცხ აპარატში ფულის ჩასარიცხად გადავიდა მანქანიდან. ამ დროს უცნობი ადამიანი მის მანქანაში ჩაჯდა და გაიტაცა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 13:47

ძალოვნები

ზუგდიდის სოფელ ცაიშში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 4 კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ნოუთბუქი

11 დეკემბერი 2018, 13:44

ეკონომიკა

vali.ge-ზე უკვე 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ აიტვირთა ინფორმაცია

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

საწვავი

11 დეკემბერი 2018, 13:31

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი 2018, 13:27

საქართველო

ადმინისტრაცია ყოფილი პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნას აპროტესტებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი სიახლე პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ შეუნარჩუნდება.

თაფლი

11 დეკემბერი 2018, 13:23

ეკონომიკა

ქართული თაფლის სინჯების დიდ ნაწილში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში ფერხდება, მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგებია - სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

შრომის პირობები

11 დეკემბერი 2018, 13:20

საქართველო

შემოწმებული 80-ზე მეტი საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველაში დარღვეულია

პირველი აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. მაშინაც, დარღვევები ყველა შემოწმებულ ობიექტში აღმოჩნდა.

თამბაქოს მოხმარება

11 დეკემბერი 2018, 13:19

საქართველო

თამბაქოს მომხმარებელთა გამო საქართველოს ეკონომიკა წლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს

თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად 825 მილიონ ლარს კარგავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია.

თამბაქოს მოხმარება

11 დეკემბერი 2018, 13:11

საქართველო

რა შედეგი შეიძლება იქონიოს თამბაქოს პროდუქტზე გადასახადების გაზრდამ მის მოხმარებაზე. სტატისტიკა

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს თამბაქოს ყველა პროდუქზე გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას აძლევს. თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა.

11 დეკემბერი 2018, 13:07

მსოფლიო

დრეზდენის არქივებში ვლადიმერ პუტინის სახელზე ცნობა იპოვეს

აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამსახურში (შტაზი) რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შესახებ ცნობა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bild-ი ავრცელებს.

ფოტო

11 დეკემბერი 2018, 13:05

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ქალი ფოტოს გადაღებისას დაიღუპა

ჯოლოანდი ლე რუ ქმართან ერთად 31 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ქალი ფოტოს გადაღებისას ახტა, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნდა და გადავარდა.

ზაქარია ბეგლარიშვილი

11 დეკემბერი 2018, 13:05

სპორტი

ესტონეთში ქართველი ფეხბურთელი საუკეთესოდ დაასახელეს

ტალინური „ფლორას“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი 2018 წლის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბეგლარიშვილმა გასულ სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 24 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

11 დეკემბერი 2018, 12:50

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალი ცოლად იესო ქრისტეს „გაჰყვა“

41 წლის ჯესიკამ ქალწულობის აღთქმა დადო - ეს კათოლიციზმში მიღებული ცერემონიაა, რომლის დროსაც ქალებს თავიანთი ცხოვრების მიძღვნა ღმერთისთვის სურთ და საკუთარ თავს ქრისტეს საცოლეებს უწოდებენ. თავად კათოლიკურ ეკლესიაში ასეთ ქალწულებზე ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან დაახლოებით 50 წლის წინ ეს აღთქმა საჯაროდ დაგმეს.

ოქრო

11 დეკემბერი 2018, 12:47

ძალოვნები

სარფის საბაჟოზე 100 000 ლარის ოქროს კონტრაბანდა ამოიღეს

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 929 გრ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარზე მეტია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

თბილისი

11 დეკემბერი 2018, 12:43

საქართველო

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხის ადგილას ბავშვების გასართობი მოედანი მოეწყო

სამუშაოების ფარგლებში სკვერში კაუჩუკის საფარი დაიგო, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანდა გარშემო ტერიტორია. ასევე ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

აკაკი ზოიძე

11 დეკემბერი 2018, 12:42

საქართველო

აკაკი ზოიძე: სააკაშვილი მატროსოვის ციხეში მოხვდება

სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „თოჯინად“ მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.