imedi /  05 დეკემბერი 2018, 15:36 / სანდო წყარო

ვის შეუძლია პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა და როგორია დასაქმების სტატისტიკა

დასაქმება

საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. პროგრამა 2-დან 4 თვემდე გადამზადების კურსს მოიცავს. პროგრამის მიმდინარეობის შესახებ "კომერსანტს" სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი ბეზარაშვილი ესაუბრა.

მარი ბეზარაშვილის თქმით, გადამზადების კურსი ადამიანებს საშუალებას აძლევს აითვისონ იმ კომპეტენციების მინიმუმი, რაც სჭირდებათ დასაქმებისთვის. სერვისით სარგებლობა ყველას შეუძლია, თუმცა განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭებათ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს როგორიცაა მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, პრობაციონერები, ახალგაზრდები, რომლებმაც უსახსრობის გამო შეწყვიტეს სწავლა, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები და ძალადობის მსხვერპლები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 16 წლის ზემოთ უნდა იყოს.

როგორც ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, დაანონსებული პოგრამის ფარგლებში გადამზადებულთა 70 % დასაქმდება. მინისტრის განცხადებით, გასულ წელს 2130 კაცი გადამზადდა ორივე ეტაპზე, საიდანაც თითქმის 80% დასაქმდა. 

"წელს მარტო პირველი ეტაპის მონაცემებით კურსი 2064-მა ადამიანმა დამთავრა. თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლებაც მიმდინარეობს, რაშიც დამსაქმებლები არიან აქტიურად ჩართულები და ისეც ხდება, რომ ადამიანები  კურსის დასრულებამდე უკვე საქმდებიან. მომზადება-გადამზადების ყოველი ეტაპის დასრულებისას ტარდება დასაქმების ფორუმი. ერთ სივრცეში ჩვენი კურსდამთავრებულებს და არა მარტო მათ, ვახვედრებთ მინიმუმ 30 მსხვილ კომპანიას. წელს დასაქმების ფორუმი გვქონდა აჭარაში , მინდა დავაანონსო, რომ მეორე ეტაპისთვის 7 დეკემბერს, თელავში ვგეგმავთ დასაქმების ფორუმის ჩატარებას. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, გვაქვს სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამა. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1-დან 3 თვემდეა, 1 ვაკანსიაზე 3 ბენეფიციარს ვუგზავნით დამსაქმებელს, ის ვალდებულია ერთი მაინც დაასაქმოს და მინიმუმ 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმოს. სუბსიდირება პირველი დღიდან დასაქმებაა, სადაც 470 ლარამდე თანაფარდობით შევდივართ 4 თვის ვადით, ანუ თუ ხელფასი არის 800 ლარი 400 ლარს ჩვენ ვუხდით. ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელი ვალდებულია 4 თვის შემდგომ 6 თვიანი ხელშეკრულება გაუფორმოს დასაქმებულს, რაც 10- თვიან გარანტირებულ დასაქმებას უზრუნველყოფს", - განაცხადა მარი ბეზარაშვილმა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს დასაქმდა 1775 ადამინაი, მათ შორის 103 შშმ პირი, 2018 წელს უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთა, ქედან 84 შშმ პირია.

ყველა სიახლე

16 თებერვალი 2019, 15:13

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. ვიდეო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. მიზეზი Brexit-თან დაკავშირებული მწვავე დისკუსია გახდა. ინციდენტი ტელეკომპანია Sky News-ის ერთ-ერთი პოლიტიკური შოუს მსვლელობისას მოხდა.

ავტომობილის საბავშვო სავარძელი

16 თებერვალი 2019, 14:45

ეკონომიკა

ბავშვების „მკვლელი“ სავარძელი ონლაინ პლატფორმებზე £8 იყიდებოდა

ავტომობილის საბავშვო სავარძელი, რომელიც 8 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა ონლაინ პლატფორმებზე არანაირი დამცავი მექანიზმით არ იყო აღჭურვილი. შესაბამისად ბავშვი მგზავრობისას შესაძლო ავტოკატასტროფისგან გამოწვეული შედეგებისგან დაცული საერთოდ არ იყო.

მამუკა ბახტაძე და მაიკ პენსი

16 თებერვალი 2019, 14:40

საქართველო

ჯონ მაკკეინის სახელობის ნაშრომების დაჯილდოებაზე მამუკა ბახტაძე მაიკ პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

16 თებერვალი 2019, 14:20

საქართველო

თბილისში CO-თი 2 წლის ბავშვი მოიწამლა

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ.

მამუკა ბახტაძე და მილო დუკანოვიჩი

16 თებერვალი 2019, 13:48

საქართველო

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. საპასუხო მიწვევა მიიღო მამუკა ბახტაძემაც.

თეოდორ მაკარიკი

16 თებერვალი 2019, 13:40

მსოფლიო

აშშ-ში ყოფილ კარდინალ მაკარიკს მსახურების უფლება ჩამოართვეს

მაკარიკი 2018 წლის ივლისში კათოლიკური ეკლესიის პირველი კარდინალი აღმოჩნდა, რომელსაც 1927 წლის შემდეგ წოდება ჩამოართვეს. თეოდორ მაკარიკს 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, მღვდლად მსახურების დროს მოზარდზე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

რომი

16 თებერვალი 2019, 13:27

მსოფლიო

რომში ტურისტების შავ სიას ადგენენ

რომის ადმინისტრაცია უცხოელი ტურისტების შავ სიას შეადგენს, რომლებსაც ქალაქში განმეორებით აღარ შეუშვებენ. იტალიის დედაქალაქში მოჩხუბარი ტურისტების დაბრუნება აღარ უნდათ, რომელთა ქცევამ შესაძლოა ღირსშესანიშნაობები დააზიანოს.

იენს სტოლტენბერგი

16 თებერვალი 2019, 13:18

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და მოსკოვს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს.

Uber

16 თებერვალი 2019, 13:11

ეკონომიკა

Uber-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა

როგორც კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Uber-ის შემოსავალმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში $3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლების ამავე პერიოდის მაჩვენებელთან მხოლოდ 25%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 70%-იან, ხოლო მესამე კვარტალში 38%-იან ნიშნულზე იყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

16 თებერვალი 2019, 12:35

საქართველო

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ „სიდას“-თან თანამშრომლობა შეაჩერა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება „ფინანსური გადაცდომისა“ და „სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურის“ გამო შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლ მანაფორტი

16 თებერვალი 2019, 11:56

მსოფლიო

მიულერი მანაფორტის ციხეში 24 წლით გამწესებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24 წლიან პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რობერტ მიულერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლ მანაფორტი ციხიდან 93 წლის ასაკში გამოვა.

ახალშობილები

16 თებერვალი 2019, 11:54

ტაბლოიდი

ერაყში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა

ოჯახს მთლიანობაში ახლა 10 ბავშვი ჰყავს. ქალმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალის პროვინციაში იმშობიარა. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილების დედა თავს ჯანმრთელად გრძნობს. მანამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიბანშიც, სადაც ქალმა ექვსი ბავშვი, სამი გოგო და სამი ბიჭი გააჩინა.

სასწრაფო

16 თებერვალი 2019, 11:54

საქართველო

ექიმი გიორგი მამალაძის ინსულტს უარყოფს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები სტაბილურად აფასებენ. პაციენტს ჰოსპიტალიზაციისას დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევა და შედეგად ორგანული დაზიანება არ დაფიქსირებულა.

შსს

16 თებერვალი 2019, 11:32

საქართველო

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დააკავა

აჭარაში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს. სწორედ ამ სასტუმროში მუშაობს ბავშვის დედა, რომელმაც გუშინ ეს ამბავი გაახმაურა.

Apple-ის მაღაზია

16 თებერვალი 2019, 11:31

ტექნოლოგიები

Apple-მა გერმანიაში Qualcomm-თან პატენტზე დავა წააგო

Qualcomm-ი Apple-ს ედავებოდა, რომ სმარტფონის მიერ უსადენო ინტერნეტ სიგნალის მიღებისას აკუმულატორის ტექნოლოგიის გააქტიურება მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რომლის გამოყენების უფლებაც Apple-ს იმ შემთხვევაში არ აქვს თუ მობილური ტელეფონი Qualcomm-ის წარმოების ჩიპით არ არის აღჭურვილი.

მაიკლ კალვი

16 თებერვალი 2019, 11:19

ეკონომიკა

ამერიკელ ფინანსისტს რუსეთში თაღლითობაში ადანაშაულებენ

კალვი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები მის წინააღმდეგ შავ კამპანიას ემსახურება. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება კომერციულ დავაში ზეწოლის მოსახდენად წაუყენეს. მაიკლ კალვი აშშ-ის მოქალაქეა.

16 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები აქვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დეკანოზს ინსულტის ნიშნები აქვს და ის პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

16 თებერვალი 2019, 10:51

საქართველო

მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას დატვირთული გრაფიკი აქვს. დღეს დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა. დღესვე პრემიერმინისტრი სხვა ქვეყნების მთავარ პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომლის თემაცაა უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში.

მომსახურების სააგენტო

16 თებერვალი 2019, 10:29

საქართველო

17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი ავტოტრანსპორტს ვერ განაბაჟებს

,,იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება. სამუშაო პროცესი 18 თებერვალს განახლდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

Tesla-ს ძაღლების რეჟიმი

16 თებერვალი 2019, 10:00

ტექნოლოგიები

Tesla-ს ავტომობილებს „ძაღლის რეჟიმი“ დაემატა

„ძაღლის რეჟიმი“ პარკირებულ ავტომობილში კლიმატკონტროლს უზრუნველყოფს. ასევე ეკრანზე გამოაქვს მონაცემები ტემპერატურასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან ერთად Tesla-მ ავტომობილის გარშემო სივრცის მონიტორინგის რეჟიმიც გამოუშვა.