imedi /  06 დეკემბერი 2018, 12:42 / სანდო წყარო

საქართველოში თევზის წარმოების მხრივ კახეთი ლიდერობს

თევზი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წელს პირველად ჩაატარა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა.

გამოკვლევას ექვემდებარებოდნენ შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ აკვაკულტურის საქმიანობას.  

გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა - 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივი წყალსატევების ფართობმა - 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა და საერთო ფართობი 1 473.5 ჰექტარი იყო. ტბორების ფართობმა სამეგრელოზემო სვანეთში 476.2 ჰექტარი, იმერეთში 103.5 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 171.5 ჰექტარი შეადგინა.

2017 წლის ბოლო მდგომარეობით აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.5 ჰექტარს, აჭარაში - 1.8 ჰექტარს, გურიაში - 1.7 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.4 ჰექტარს არ აღემატება.2017 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებულია 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 57.0 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 3.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახის სახით არის წარმოდგენილი.

ორაგულისებრთა წარმოებაში უდიდესი წილით ცისარტყელა კალმახი არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კობრისებრთა ოჯახს, 42.7 პროცენტი მოდის თეთრი და ჭრელი სქელშუბლას წარმოებაზე.

2017 წელს წარმოებული თევზის მიხედვით ლიდერობს კახეთის რეგიონი, რომელზეც მოდის საქართველოში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი 26.6 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურიის რეგიონი - 14.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.0 პროცენტი მოდის.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დონალდ და მელანია ტრამპები

10 დეკემბერი 2018, 13:53

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი ქმრისთვის საშობაო საჩუქრის ყიდვას არ აპირებს

„მე­ლა­ნი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარს შობა, თუმ­ცა ქმარს არა­ფერს ჩუქ­ნის, რად­გან ძა­ლი­ან ძნე­ლია მის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა, ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს სა­შო­ბა­ოდ თით­ქმის არა­სო­დეს არა­ფერს ჩუქ­ნი­ან,“ - ამ­ბობს წყა­რო.

10 დეკემბერი 2018, 13:52

საქართველო

დევნილებს სახელობო იარაღები გადასცეს

იარაღები იძულებით გადაადგილებულ პირებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა, სააგენტოში გასულ წელს შემუშავდა და 49 დევნილმა უკვე მიიღო გრანტი, რომელთა საშუალო შემოსავალი, 100-დან 1000 ლარამდე გაიზარდა.

თბილისი

10 დეკემბერი 2018, 13:48

ეკონომიკა

ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 21.95 მილიონი ლარი დაიხარჯება

ამ თანხის ფარგლებში მოიაზრება სარეკლამო კამპანიების წარმოებაც, კერძოდ, საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ და ეთერში განათავსებენ - CNN, BBC, Euronews, "1+1" და ა.შ.

მანდარინი

10 დეკემბერი 2018, 13:46

ეკონომიკა

აფხაზეთიდან რუსეთში შარშანდელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მანდარინი გაიტანეს

საშუალოდ, სოჭის საბაჟო სადგურზე ყოველდღიურად დაახლოებით 350 ტონა პროდუქცია ხვდება. დეფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უშანგი კვიცინიას თქმით, წინასაახალწლო დღეებში მანდარინის მოცულობა შესაძლოა 700 ტონამდეც გაიზარდოს.

10 დეკემბერი 2018, 13:40

საქართველო

საიამ 2018 წელს ადამიანის უფლებათა სფეროს გამოწვევები შეაჯამა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში ის ძირითადი გამოწვევები შეაჯამა. დოკუმენტი ეხება თანასწორობის საკითხებს, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულს.

მასწავლებლები

10 დეკემბერი 2018, 13:36

საქართველო

სამი მასწავლებელი, რმელმაც მოსწავლეების დახმარებით სამი ინოვაციური პროექტი შექმნა

ფესტივალის ჟიური რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა პრეზენტაციებს და 24 პროექტს შორის ვაჟა ტატუნაშვილის, ნინო აბესაძის და ქეთევან ტატიშვილის პროექტები შეირჩა. ისინი პროექტებს პორტუგალიაში წარადგენენ.

დავით ასათიანი, გიორგი მარგველაშვილი, ზაზა ხატიაშვილი

10 დეკემბერი 2018, 13:24

საქართველო

ადვოკატთა ასოციაცია: მარგველაშვილმა საქართველოში ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას შეუწყო ხელი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მარგველაშვილი სათანადოდ აფასებს ადვოკატის პროფესიის მნიშვნელოვან როლს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში.

10 დეკემბერი 2018, 13:15

კულტურა

„უცნაური ამბების“ მესამე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

სტრიმინ-სერვისმა Netflix, „უცნაური ამბების“ მესამე სეზონის თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც რვა ეპიზოდის სახელია ჩამოთვლილი. ვიდეოს ბოლოს ჩნდება ფრაზა „1985 წლის ზაფხულს, თავგადასავალი გაგრძელდება“.

მიწა

10 დეკემბერი 2018, 13:10

საქართველო

16 დეკემბრიდან უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება

"საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციაზე დაყრდნობით იღებს და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას ეს აკრძალვა ხელს არ უშლიდა. ვინც დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობაში ბიზნესით, ამას ახორციელებდა კიდეც“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ქუთაისი

10 დეკემბერი 2018, 13:08

საქართველო

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებულ კაცს სხეულის 17%-იანი დამწვრობა აქვს

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 75 წლის კაცს სახისა და ორივე ზედა კიდურის არეში 17-პროცენტიანი დამწვრობა აქვს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ცხოველები

10 დეკემბერი 2018, 13:03

საქართველო

10 დეკემბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს სიმბოლურ აქციას გამართავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 საათზე ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საჯარო ლექციაა დაგეგმილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

10 დეკემბერი 2018, 12:57

საქართველო

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დავიწყებთ აჯანყებისთვის მზადებას

იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ აქციაა. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

სარეზერვო ფონდი

10 დეკემბერი 2018, 12:54

საქართველო

რომან კაკულია საერთო სარეზერვო ფონდის შექმნის მომხრეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის სარეზერვო ფონდების გაუქმებისა და საერთო ფონდის შექმნის მომხრეა.

იგორ კოსტიუკოვი

10 დეკემბერი 2018, 12:53

მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ახალი უფროსი შეარჩიეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ხელმძღვანელად ვიცეადმირალი იგორ კასტიუკოვი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

პარაკალათბურთელი

10 დეკემბერი 2018, 12:47

სპორტი

თბილისში პარაკალათბურთელთა მატჩი ჩატარდა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, პარაკალათბურთის ნაკრებსა და მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა. ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ეტლებით იასპარეზეს, სადაც გამარჯვება პარასპორტსმენებმა მოიპოვეს.

კინოჩვენება

10 დეკემბერი 2018, 12:43

კულტურა

პოლონეთში ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი აჩვენეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო.

ფასების ინდექსი

10 დეკემბერი 2018, 12:43

ეკონომიკა

FAO: სურსათის ფასების ინდექსი კლების ტენდენციას ნოემბერშიც ინარჩუნებს

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.

10 დეკემბერი 2018, 12:40

მსოფლიო

ბრიტანეთს Brexit-ის შეჩერების უფლება მიეცა

დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შესაჩერებლად ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის უკან გაწვევა ცალმხრივად შეუძლია. დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს მიიღო.

პურის ფასი

10 დეკემბერი 2018, 12:36

ეკონომიკა

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია.

მუჰამედ აბულკაზემი

10 დეკემბერი 2018, 12:27

მსოფლიო

ეგვიპტეში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი სტუდენტი გაათავისუფლეს

19 წლის მანჩესტერელი სტუდენტი, მუჰამედ აბულკაზემი, რომელიც ეგვიპტეში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - თავისუფალია. მანჩესტერელი სტუდენტი ეგვიპტეში გადაღებული ფოტოს გამო დააპატიმრეს, რომელზეც უკანა ფონზე ეგვიპტური სამხედრო თვითმფრინავია აღბეჭდილი.