imedi /  07 დეკემბერი 2018, 16:27 / სანდო წყარო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა

კომიტეტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა. 

წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5%-ით, ინფლაცია 3%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 2,6%-ით განისაზღვრა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მლნ ლარით და 12 მლრდ 863.8 მლნ ლარს აღწევს, ხოლო  გადასახდელები  13 მლრდ 90  მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 630.5 მლნ ლარით  მეტია. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე აღნიშნა,  ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მთავრობამ პარლამენტის წევრების შენიშვნები გაითვალისწინა. 

"კანონპროექტი პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წარმოდგენილი იყო.  2019 წელს 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენი ქვეყნისათვის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ გვქონია, რაც მართლაც დასაფასებელია და მას ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, პრემიერის ინიციტივით, მომავალ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 144 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის.

"განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური სფეროებზე  5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული თანხების 47,2%-ს შეადგენს “, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

აკაკი ზოიძე

14 დეკემბერი 2018, 15:57

საქართველო

ზოიძე: თურმე კიდევ ვალი გვაქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომ კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა

"გუშინ გავრცელდა მორიგი, პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელის, მედოევის, რომ თითქოს არსებობს 1993 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენ მოვალე ვართ, რომ უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს მოქალაქეებს და თურმე კიდევ ვალი გვაქვს სამხრეთ ოსეთის, რომ კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა,"- ამბობს ზოიძე.

საქალაქო სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:55

საქართველო

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით და საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს. პროცესის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ის სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს.

ივანე მაჭავარიანი

14 დეკემბერი 2018, 15:53

ეკონომიკა

მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე.

14 დეკემბერი 2018, 15:46

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვის შემდეგ 7 წლის გოგო იზოლატორში გარდაიცვალა

გვატემალელმა მცირეწლოვანმა არალეგალ მიგრანტ მამამასთან ერთად აშშ--სა და მექსიკის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთა. რის შემდეგაც ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები

14 დეკემბერი 2018, 15:36

საქართველო

არასამთავრობოები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:23

ძალოვნები

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო დაცვით ორგანიზაციებს ვეღარ გააკონტროლებს

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო. განაწყვეტილება მეორე კოლეგიამ გამოაცხადა.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2018, 15:23

საქართველო

გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს 16 დეკემბრის აქციის დეტალები გააცნო

გიორგი ვაშაძემ თელავის მერის განცხადება მოსალოდნელ პროვოკაციად შეაფასა და მას კანონდარღვვა უწოდა. ვაშაძე ამბობს, რომ თელავში აქციის ადგილი იქნება უცვლელი და იმედოვნებს, რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება არც მმართველი გუნდის მხრიდან.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2018, 15:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ

ნიკა მელიამ გაყალბებული არჩევნები თავისკენ მოიკითხოს, - ასე გამოხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ოპოზიციის პროვოკაციები წარუმატებელი აღმოჩნდება.

ჯილდო

14 დეკემბერი 2018, 15:11

ეკონომიკა

საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა

Buying Business Travel Awards 2018-ის ყოველწლიურ ცერემონიალზე საქართველო საქმიანი ტურიზმის (MICE) საუკეთესო მიმართულებად დასახელდა. ღონისძიება ჟურნალი Buying Business Travel-ის ორგანიზებით გაიმართა. ნომინაციაში საქართველოსთან ერთად წარდგენილი იყო აზერბაიჯანი.

ნაქერალას უღელტეხილი

14 დეკემბერი 2018, 14:58

საქართველო

ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება სხვა საგზაო შეფერხებებს: ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნინო გვენეტაძე

14 დეკემბერი 2018, 14:56

საქართველო

უსუფაშვილმა მარგველაშვილს „გიორგი უცნაური“ უწოდა

"ვფიქრობ, რომ შეწყალება უფრო იშვიათად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ხდებოდა, ასეთი ამბები არსებობს, მაგრამ თუ ავიღებთ მისი პრეზიდენტობის ხუთ წელიწადს და ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიხსენებთ პრემიერების, პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და მინისტრების საქმიანობის ეფექტიანობას, მე არ ვთვლი, რომ მარგველაშვილი ვინმეზე ნაკლები ეფექტიანობით მუშაობდა. ის არ იყო ვინმეზე განსაკუთრებით ეფექტიანად მომუშავე, ან ვინმეზე განსაკუთრებით არაეფექტიანად მომუშავე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პატრული

14 დეკემბერი 2018, 14:37

ძალოვნები

ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟიც გამოჩნდება

"ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,"- წერია განცხადებაში.

ბაღები

14 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად. თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

14 დეკემბერი 2018, 14:24

არჩევნები 2018

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

14 დეკემბერი 2018, 14:16

ძალოვნები

რას ჰყვებიან ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები. ვიდეო

"სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აიყვანეს საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც საოპერაციოში აიყვანეს. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

14 დეკემბერი 2018, 14:15

საქართველო

ირაკლი კობახიძე: გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე

16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევაა, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.

პოლ ბარტონი

14 დეკემბერი 2018, 14:08

ტაბლოიდი

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

მუსიკის როლი სპილოების ცხოვრებაში. ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს.

პოლიცია

14 დეკემბერი 2018, 14:04

ძალოვნები

გლდანში გოგოების მიმართ სავარაუდო მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სავარაუდოდ, 30 წლამდე კაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგომ.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

გაზი

14 დეკემბერი 2018, 13:57

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის 68%-ს ბუნებრივ გაზზე ხელი მიუწვდება

საქართველოს მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 კვ/მ ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას .