imedi /  07 დეკემბერი 2018, 17:55 / სანდო წყარო

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი: სესხების განულების ინიციატივას ასოციაციის ყველა წევრი შეუერთდა

ლარი

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ პრობლემური სესხების განულების ინიციატივას ასოციაციის წევრი ყველა ბანკი შეუერთდა.მისი თქმით, ასოციაციაში 13 ბანკია გაწევრიანებული და მემორანდუმს ყველამ მოაწერა ხელი. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

"ორ ბანკს არ ჰქონდა ეს ვალდებულებები და შესაბამისად აზრი არ ჰქონდა, მიეღოთ მონაწილეობა, უბრალოდ ხელი მოაწერეს მემორანდუმს. პრინციპში, დაცულ ვადებში გაიყიდება ფონდ „ქართუზე“ ამ სესხების რაოდენობა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადმა ბანკებმა ინიციატივის ბენეფიციართა სიები უკვე დააზუსტეს და ფონდს მიაწოდეს.

„დღეის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს გარკვეული ციფრების დაზუსტება. ძირითადმა ბანკებმა დააზუსტეს უკვე სიები და  „ქართუს“ მიაწოდეს. სამწუხაროდ, ერთიანი ციფრი არ მაქვს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთან არ ხდება ამ ციფრების შეჯერება. დღესაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ფონდ „ქართუსთანაც“ და ეროვნულ ბანკთანაც, რომ რაც შეიძლება, მალე ვიცოდეთ, ჯამურად რა ოდენობის იქნება მთლიანი სექტორის მიერ გაყიდული პორტფელი“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სესხების განულების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

საქალაქო სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:55

საქართველო

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით და საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს. პროცესის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ის სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს.

ივანე მაჭავარიანი

14 დეკემბერი 2018, 15:53

ეკონომიკა

მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე.

14 დეკემბერი 2018, 15:46

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვის შემდეგ 7 წლის გოგო იზოლატორში გარდაიცვალა

გვატემალელმა მცირეწლოვანმა არალეგალ მიგრანტ მამამასთან ერთად აშშ--სა და მექსიკის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთა. რის შემდეგაც ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები

14 დეკემბერი 2018, 15:36

საქართველო

არასამთავრობოები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:23

ძალოვნები

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო დაცვით ორგანიზაციებს ვეღარ გააკონტროლებს

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო. განაწყვეტილება მეორე კოლეგიამ გამოაცხადა.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2018, 15:23

საქართველო

გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს 16 დეკემბრის აქციის დეტალები გააცნო

გიორგი ვაშაძემ თელავის მერის განცხადება მოსალოდნელ პროვოკაციად შეაფასა და მას კანონდარღვვა უწოდა. ვაშაძე ამბობს, რომ თელავში აქციის ადგილი იქნება უცვლელი და იმედოვნებს, რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება არც მმართველი გუნდის მხრიდან.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2018, 15:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ

ნიკა მელიამ გაყალბებული არჩევნები თავისკენ მოიკითხოს, - ასე გამოხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ოპოზიციის პროვოკაციები წარუმატებელი აღმოჩნდება.

ჯილდო

14 დეკემბერი 2018, 15:11

ეკონომიკა

საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დასახელდა

Buying Business Travel Awards 2018-ის ყოველწლიურ ცერემონიალზე საქართველო საქმიანი ტურიზმის (MICE) საუკეთესო მიმართულებად დასახელდა. ღონისძიება ჟურნალი Buying Business Travel-ის ორგანიზებით გაიმართა. ნომინაციაში საქართველოსთან ერთად წარდგენილი იყო აზერბაიჯანი.

ნაქერალას უღელტეხილი

14 დეკემბერი 2018, 14:58

საქართველო

ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება სხვა საგზაო შეფერხებებს: ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნინო გვენეტაძე

14 დეკემბერი 2018, 14:56

საქართველო

უსუფაშვილმა მარგველაშვილს „გიორგი უცნაური“ უწოდა

"ვფიქრობ, რომ შეწყალება უფრო იშვიათად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ხდებოდა, ასეთი ამბები არსებობს, მაგრამ თუ ავიღებთ მისი პრეზიდენტობის ხუთ წელიწადს და ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიხსენებთ პრემიერების, პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და მინისტრების საქმიანობის ეფექტიანობას, მე არ ვთვლი, რომ მარგველაშვილი ვინმეზე ნაკლები ეფექტიანობით მუშაობდა. ის არ იყო ვინმეზე განსაკუთრებით ეფექტიანად მომუშავე, ან ვინმეზე განსაკუთრებით არაეფექტიანად მომუშავე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პატრული

14 დეკემბერი 2018, 14:37

ძალოვნები

ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟიც გამოჩნდება

"ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,"- წერია განცხადებაში.

ბაღები

14 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად. თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

14 დეკემბერი 2018, 14:24

არჩევნები 2018

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

14 დეკემბერი 2018, 14:16

ძალოვნები

რას ჰყვებიან ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები. ვიდეო

"სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აიყვანეს საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც საოპერაციოში აიყვანეს. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

14 დეკემბერი 2018, 14:15

საქართველო

ირაკლი კობახიძე: გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე

16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევაა, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.

პოლ ბარტონი

14 დეკემბერი 2018, 14:08

ტაბლოიდი

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

მუსიკის როლი სპილოების ცხოვრებაში. ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს.

პოლიცია

14 დეკემბერი 2018, 14:04

ძალოვნები

გლდანში გოგოების მიმართ სავარაუდო მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სავარაუდოდ, 30 წლამდე კაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგომ.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

გაზი

14 დეკემბერი 2018, 13:57

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის 68%-ს ბუნებრივ გაზზე ხელი მიუწვდება

საქართველოს მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 კვ/მ ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას .

გოდერძი

14 დეკემბერი 2018, 13:51

ეკონომიკა

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება

„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც წარმოჩენილია კურორტის სილამაზე. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.