imedi /  21 დეკემბერი 2018, 16:08 / სანდო წყარო

არასამთავრობოები მთავრობას მუნიციპალიტეტებში საშემოსავლოს დატოვებას სთავაზობენ

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დეცენტრალიზაციიის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მთავრობისათვის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“, გურიის სამოქალაქო ორგანიზაციების, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2019 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რაც 2017 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა, 2019 წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაინაცვლებს, მუნიციპალიტეტებზე კი დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% გადანაწილდება.

ამ სისტემის ამუშავებით, ჯამში, მომდევნო წელს ადგილობრივი თვითმმართველობები 46 მილიონი ლარით მეტს  მიიღებენ, რაც, ექსპერტთა მოსაზრებით, ცუდი არ არის, თუმცა, ინიციატივა ვერც დეცენტრალიზაციის არსს, ვერც თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და ვერც ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის მრავალწლიან რეკომენდაციებს პასუხობს.

„ეს მოდელი 2019 წელს ერთჯერადად ზრდის ჯამურ დაფინანსებას, მაგრამ არ ზრდის ფისკალურ დამოუკიდებლობას. მთავრობამ თვითმმართველობების დაფინანსების წესი ამჯერადაც ისე შეიმუშავა, რომ კვლავაც არავის დაუთვლია, რა ჯდება მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელება და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება. ამ მონაცემების გარეშე კი შეუძლებელია, ობიექტურად განვსაზღვროთ, რა თანხები სჭირდება თვითმმართველობის ფინანსურ უზრუნველყოფას. ამასთან, მთავრობა კვლავ რჩება თვითმმართველობისთვის შემოსავლის მიღების ერთადერთ წყაროდ. ასეთი სისტემა არა მხოლოდ ფინანსურად აკაბალებს თვითმმართელობას, არამედ მენტალურადაც მაქსიმალურად ზღუდავს მის თავისუფლებას, რადგან მთავრობის იქით მას გზა არ აქვს. თვითმმართველობის დაფინანსების დღეს არსებული მოდელის სუსტ მხარედ, პირველ რიგში, ითვლებოდა ის, რომ მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება მათ შემოსავლებზე ნაკლებად აისახებოდა. მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელი კი ამ პრობლემას არ ჭრის. დაფინანსების ახალი მოდელით, მუნიციპალიტეტის შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთელს ქვეყანაში გაიზრდება მშპ. ამიტომაც, არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იმუშავებს მუნიციპალიტეტი, თუ ცუდად, იქნება აქტიური, ინიციატივიანი, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს თუ არა, ვინაიდან მას ბიუჯეტი მხოლოდ იმდენით მოემატება, რამდენადაც გაიზრდება ქვეყნის მშპ“, - განაცხადა კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრმა, ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია გათანაბრებითი ტრანსფერის გაუქმებაც.

„მთავრობის მიერ შემოთავაზებული მოდელით, სახელმწიფო უარს ამბობს გათანაბრებით პოლიტიკაზე, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი, სხვადასხვა წელს, საკუთარ რეკომენდაციებში მუდმივად მიუთითებდა, რომ გადასახედი და დასახვეწი იყო გათანაბრების პოლიტიკა. ხელისუფლება კი, იმის ნაცვლად, რომ გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის შეცვლაზე ემსჯელა, მუნიციპალიტეტებს ტრანსფერს საერთოდ უუქმებს. დაფინანსების ახალი მოდელით მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება“, - განაცხადა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოკა კიღურაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მთავრობას სთავაზობენ, მოხდეს საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული სახსრების  წილობრივად დატოვება მუნიციპალურ ბიუჯეტებში.

საშემოსავლო გადასახადის განაწილება უნდა მოხდეს არა დამქირავებლების რეგისტრაციის ადგილის, არამედ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. აღდგეს გათანაბრებითი ტრანსფერი და კანონით იყოს დადგენილი ტრანსფერის ფონდის მთლიანი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით.

„რეფორმა შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად: პირველ წელს საშემოსავლო გადასახადის 20%-ის დატოვებით, მეორე წელს - 30%-ის, ხოლო მესამე წლიდან 50%-ის დატოვებით. საშემოსავლო გადასახადის დატოვება ადგილობრივ ხელისუფლებას გაუზრდის მოტივაციას, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების გზით, გაზარდოს საკუთარი შემოსავლები და ეტაპობრივად შეამციროს ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებულება. მოქალაქეს კი მკაფიოდ ეცოდინება, რომ ყოველი  ლარი, რომელსაც ის ბიუჯეტში იხდის, ხმარდება იმ მუნიციპალიტეტს, სადაც ის არის რეგისტრირებული, სადაც მონაწილეობას იღებს მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში და რომლის  მიერ მიწოდებული მუნიციპალური სერვისებითაც სარგებლობს. ამ მოდელით სულ უფრო გაიზრდება თვითკმარი მუნიციპალიტეტების რიცხვი და შემცირდება იმ თვითმმართველობების რაოდენობა, რომლებსაც გათანაბრებითი  ტრანსფერი დასჭირდებათ. გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის მშპ-სთან მიმართებაში პროცენტული მიბმით კი, მუნიციპალიტეტთა სულ უფრო მცირე რაოდენობაზე  სულ უფრო მეტი თანხა განაწილდება და გაცილებით ეფექტური გახდება გათანაბრებითი პოლიტიკა“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, აცხადებენ, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციას აზრი არ აქვს, თუ  ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე არსებული ქონება არ გადაეცათ. „ათწლეულებია, ამ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო, ანუ სახელმწიფო ფლობს. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ საკითხზე დეცენტრალიზაციის პროცესზე პასუხისმგებელი უწყებები საერთოდ არ საუბრობენ“, - განაცხადა შეხვედრაზე კოკა კიღურაძემ. 

სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მიერ შეთავაზებული წინადადებები შეხვედრის მონაწილეებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ხინთიბიძის თქმით, ეს არის რეალურად დეცენტრალიზაცია, რომლისკენაც მთავრობა უნდა წავიდეს.

„ხელისუფლების მიერ ამ საკითხების გათვალისწინება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ასახვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მომდევნო წლებში აღნიშნული მოდელის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობას მისცემს, რამდენიმე წელში საგრძნობლად შეცვალონ ადგილებზე ვითარება, გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები, შეძლონ ადგილობრივი ბიუჯეტების გაზრდა და უკეთესი მომსახურების გაწევა საკუთარი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ლევან ხინთიბიძემ.

ყველა სიახლე

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 11:22

COVID19

ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე: სიტუაცია საყურადღებოა - არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა უფრო გაუარესდეს

ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ათეული ათასი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:17

COVID19

თამარ გაბუნია: კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება

გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 იანვარი 2022, 11:16

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

18 იანვარი 2022, 10:59

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2022, 10:54

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევემა მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 1015 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1015 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 285 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22.

18 იანვარი 2022, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4171 თბილისში, 801 აჭარაში, 792 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 290 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 622 459 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 13,34%-ია

18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 13,34%, ბოლო 14 დღის - 10%, ბოლო 7 დღის - 10,26%

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 160 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 10:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ - ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს

ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვოს. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.

18 იანვარი 2022, 10:15

რეგიონი

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

18 იანვარი 2022, 10:06

რეგიონი

GITA საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 იანვარი 2022, 09:50

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

რა საფრთხეებს ქმნის ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

18 იანვარი 2022, 09:01

პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

18 იანვარი 2022, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

18 იანვარი 2022, 08:19

მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დანგრეულია ასობით სახლი. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

18 იანვარი 2022, 08:05

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის 13-დან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია

მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა უკვე გაწმენდილია , ამ დრომდე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები 6 სოფელში.

ენტონი ფაუჩი

18 იანვარი 2022, 03:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.