imedi /  24 დეკემბერი 2018, 15:10 / სანდო წყარო

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა

მშენებლობა

საქსტატის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა.

ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,5 პროცენტიანი კლებით, რამაც -0,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

ან პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა 0,7 პროცენტით.

ინდექსის შემცირება, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,4 პროცენტიანი კლებით, რაც -4,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასების 6,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც 3,23 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე (5,4 პროცენტი).

ყველა სიახლე

ოლეგ ნავალნი

26 იანვარი 2022, 12:18

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე ძებნა გამოაცხადა. 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა სასამართლომ ოლეგ ნავალნისთვის „სანიტარულ საქმეზე“ გამოტანილი ერთწლიანი პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

კახა კალაძე

26 იანვარი 2022, 12:15

მსოფლიო

გერმანიაში 124-მა მღვდელმა და კათოლიკური ორგანიზაციების თანამშრომელმა აღიარა, რომ LGBT-თემს მიეკუთვნება

მღვდლების გარდა აქციაში OutInChurch მონაწილეობა მიიღეს რელიგიური სკოლების მასწავლებლებმა, ეკლესიების ადმინისტრატორებმა და მოხალისეებმა. მათ თანამედროვე ეკლესიას 7 მოთხოვნა წაუყენეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ღიად დააფიქსირონ საკუთარი ორიენტაცია, ლგბტ-წყვილებს უნდა მიეცეთ დალოცვის მიღების საშუალება, ეკლესია უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმას და მრავალფეროვნების კულტურის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

26 იანვარი 2022, 11:59

პოლიტიკა

საქართველო სომხეთს მობილური იუსტიციის სახლების, მიწის სისტემური რეგისტრაციის, PROBBOX-ის რეფორმებს აცნობს

რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას ხვდება. საქართველო მეზობელ ქვეყანას რეფორმების წარმატებულ გამოცდილებას უზიარებს. რატი ბრეგაძე კარენ ანდრესიანს ქართულ ინოვაციებს – მობილური იუსტიციის სახლების, „PROBBOX“-ის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმებს აცნობს.

26 იანვარი 2022, 11:56

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება

თუ ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, ამას აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისგან სწრაფი და მტკიცე პასუხი მოჰყვება, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

კახა კალაძე

26 იანვარი 2022, 11:53

საზოგადოება

კახა კალაძემ მერის მოადგილეს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება დაავალა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური სავაჭრო სივრცეები და მოქალაქეებმა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას გარეთ ეწევიან, ამ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.

26 იანვარი 2022, 11:50

სამართალი

პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

26 იანვარი 2022, 11:48

რეგიონი

ბათუმის ცენტრალურ პარკში ახლად განთავსებული სკამები დაამტვრიეს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, პარკებსა თუ სკვერებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები გახშირდა.

კახა კლააძე

26 იანვარი 2022, 11:43

საზოგადოება

კახა კალაძე: თებერვლიდან 15-16 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. ჩვენ თბილისში ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი გვყავს. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან უკვე შევძლებთ, 15-16 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

26 იანვარი 2022, 11:38

საზოგადოება

პირველი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება

მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ვიქტორ დოლიძე

26 იანვარი 2022, 11:30

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება

ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცალკეული დელეგაციების განცხადებების სიმძაფრე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებზე არავინ თანხმდება და არც კი განიხილავს ამ საკითხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კახა კალაძე

26 იანვარი 2022, 11:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: უკრაინაში ომის არდაშვება უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია

„ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც უკრაინის გარშემო ვითარდება“, - ამ სიტყვებით გახსნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა.

26 იანვარი 2022, 11:22

სპორტი

თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ, მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრა და მინისტრის მოადგილესთან, იოსებ ბაღათურიასთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად სამშენებლო პროცესს გაეცნო.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 იანვარი 2022, 11:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა

„რა თქმა უნდა, გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. მაგრამ მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. იმის რისკი, რომ პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, კიდევ არსებობს. ამიტომ ყველას ვთხოვთ პირბადის ტარებას, ვაქცინაციასა და ბუსტერის დამატებას, რომ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი პაციენტი არ დაგროვდეს. ეს გაუჭირდება ყველა ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ანდრეი პლენკოვიჩი

26 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

ხორვატიის პრემიერმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ირაკლი ბერაია

26 იანვარი 2022, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ამოცანაა, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იყოს სისრულეში მოყვანილი

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგება. შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ივანე ჩხაიძე

26 იანვარი 2022, 11:11

COVID19

ივანე ჩხაიძე: შეიძლება, 1 თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და პოპულაციურ იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მრავალი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

ზურაბ აზარაშვილი

26 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ეპიდვითარებას ქვეყანაში და წამლების ფასს.

26 იანვარი 2022, 11:08

COVID19

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე რეაგირების ახალი სისტემა დანერგეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ახალი სისტემის მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები PCR-ტესტებს აბარებენ, დანარჩენი პაციენტები კი ანტიგენ-ტესტებს. კარანტინის ხანგრძლივობა სრულად ვაქცინირებული პაციენტებისთვის 10-დან 7 დღემდე შემცირდა.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

საქართველოში 999 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში 999 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 283 პირი იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 999 მძიმე პაციენტიდან თბილისში 409, აჭარაში - 132, იმერეთში - 269. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 283 პირიდან თბილისშია 154, აჭარაში - 51, იმერეთში - 25. 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 - თბილისში, 656 - აჭარაში. 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 9 487 თბილისში, 1 990 იმერეთში, 1 958 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.