imedi /  04 იანვარი 2019, 15:06 / სანდო წყარო

პირველად სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ 2019 წელს პირველად არის დაგეგმილი გამოფენა სამხრეთ კორეაში.

"სტრატეგიული ბაზრები, როგორებიც არის იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, არ შეიცვლება, რადგან მიღწეული წარმატება გასამყარებელია და სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ. ასევე ვეცდებით, ჩავრთოთ რამდენიმე ახალი ბაზარი. მიუხედავად მატებისა, ახალ ბაზრებში არა მარტო ახალი ქვეყნები უნდა ვიგულისხმოთ, არამედ უკვე არსებულ ბაზრებზე ახალი სეგმენტები, ახალი მომხმარებლები და ა.შ

ასევე, ვეცდებით, გავამყაროთ პოზიციები ბაზრებზე, რომლებზეც 2018 წელს შევედით შვეიცარია და სკანდინავია. გვინდა, საშუალო ფასმა აიწიოს და შემოსავალი, რომელსაც ღვინო მოიტანს ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი იყოს. ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ბოთლ ღვინოზე არის დაახლოებით 2,5 აშშ დოლარი. ამ მონაცემით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენი შესაძლებლობის ორი ქვეყანა გვისწრებს, ავსტრია და ახალი ზელანდია. ამიტომ ჩვენი მიზანია იმ საფასო სეგმენტში შესვლა, რომელშიც ეს ორი ქვეყანაა“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და აღნიშნა, რომ საექსპორტო ფასი 3 აშშ დოლარს უნდა გასცდეს.

2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

Red Hot Chili Peppers

20 იანვარი 2019, 14:54

კულტურა

Red Hot Chili Peppers-ი ეგვიპტეში პიდამიდებთან კონცერტს გამართავს

კონცერტი 15 მარტსაა დაგეგმილი. ცნობისთვის, აქამდე მსოფლიოს პირველ საოცრებასთან სიმღერის პატივი მხოლოდ სტინგს, Yanni-სა და Grateful Dead-ს ჰქონდათ.

საქალაქო სასამართლო

20 იანვარი 2019, 14:53

ძალოვნები

ყაზტრანსგაზის დაკავებულ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

ყაზტრანსგაზის დაკავებულ თანამშრომლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები ტატიშვლი და მამადიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და წარდგენილ ბრალს, სამსახურებრივ გულგრილობას არ ეთანხმებიან.

კრიპტოვალუტა

20 იანვარი 2019, 14:40

ეკონომიკა

საუდის არაბეთი და არაბთა საამიროები ერთიან კრიპტოვალუტას ქმნიან

საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთობლივი კრიპტოვალუტის შესახებ პროექტს აანონსებენ. საწყის ეტაპზე ტრანსსასაზღვრო კრიპტოვალუტას მხოლოდ ბანკთა შორის ოპერაციებში გამოიყენებენ. ექსპერიმენტის მიზანი ერთობლივი ვალუტის გავლენების შესწავლაა მონეტარულ პოლიტიკაზე.

აქცია ბათუმში

20 იანვარი 2019, 14:30

საქართველო

ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

"არა ქიმიურ ტერმინალს", "დაიცავი ბათუმი","ნუ დანაღმავ ქალაქს" - ამ ლოზუნგებით ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ახალი ტერმინალის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ისინი თვლიან, რომ ტერმინალი საზიანოა ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს წარმოადგენა ქალაქისთვის.

მთვარე

20 იანვარი 2019, 14:25

ტექნოლოგიები

21 იანვარს „მთვარის დაბნელებაა“

მთვარეზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეეძლებათ. მთვარის მომდევნო დაბნელება 2029 წელსაა მოსალოდნელი.

20 იანვარი 2019, 14:07

კულტურა

არიანა გრანდეს ახალ კლიპს სამ დღეში 40 მილიონამდე ნახვა აქვს

არიანა გრანდეს ოფიციალურ Youtube არზე სიმღერის 7 Rings პრემიერა 17 იანვარს შედგა.ჰანა ლუქს დევისის გადაღებულ ვიდეოში, 26 წლის შემსრულებელი გლამურულ წვეულებაზე ერთობა და აღნიშნავს, რომ ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს.

ხანძარი საფრანგეთის კურორტზე

20 იანვარი 2019, 14:00

მსოფლიო

საფრანგეთის სამთო სათხილამურო კურორტზე ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთის სამთო სათხილამურო კურორტ კურშეველში მომხდარი ხანძარის შედეგად. დაშავებულია - 14. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. შენობაში 60 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

20 იანვარი 2019, 13:47

ძალოვნები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის სამი მოქალაქე დააკავეს

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

20 იანვარი 2019, 13:46

კულტურა

ტაილანდში ფერადი ქოლგების ფესტივალი იმართება

ტაილანდის პატარა სოფელი ბო სანგში ფერადი ქოლგების ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს. ტრადიციული ზეიმის მთავარი ატრიბუტი ქაღალდის, ან აბრეშუმის, ხელით დამზადებული ფერადი ქოლგაა, რომლებსაც ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი გოგოები წარადგენენ.

ილია მეორე

20 იანვარი 2019, 13:40

საქართველო

ილია მეორე: ჩემი თხოვნაა ლოცვებში მოიხსენიოთ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

20 იანვარი 2019, 13:25

ტექნოლოგიები

აშშ-მა ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

რაკეტამ სტარტი კალიფორნიის, ვანდენბერგის სახელობის კოსმოდრომიდან აიღო. თანამგზავრის მისია სახელად NROL-71 შეერთებული შტატების ნაციონალუტრი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ბრაიან ადამსი

20 იანვარი 2019, 13:24

კულტურა

60 წლის იუბილეს ბრაიან ადამსი ახალი დისკით აღნიშნავს

ოფიციალურ რელიზამდე ,,გრემის” მფლობელმა მუსიკოსმა, ქსელში ლონგფლეის სახელობითი სინგლი და გარეკანი წარადგინა, რომელზეც ის წითლად შეღებილი პოზირებს.

მასაძო ნონაკა

20 იანვარი 2019, 12:58

მსოფლიო

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული კაცი 113 წლის გარდაიცვალა

იაპონელი მასაძო ნონაკა Guinness World Records-მა გასულ წელს პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ცნო. ის იაპონიაში 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა. დღეს დილით მისი გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა.

ორნელა მუტი

20 იანვარი 2019, 12:50

ტაბლოიდი

ორნელა მუტის შვილმა დედის შიშველი ფოტო გააზიარა

ორნელა მუტი ახლა 63 წლისაა. საინტერესოა, რომ ფოტოთი მუტის 45 წლის შვილი სოციალური ქსელის ახალ გამოწვევას გამოეხმაურა. ფოტოები Instagram-ზეა ხელმისაწვდომი.

20 იანვარი 2019, 12:31

კულტურა

აშშ-ის პროდიუსერთა გილდიამ საუკეთესო ფილმად „მწვანე წიგნი“ დაასახელა

პიტერ ფარელის „მწვანე წიგნი“ აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის (Producers Guild Award) მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“. გილდიის პრემია საპროდიუსერო ნამუშევრისთვის 1990 წლიდან ყოველწლიურად 13 კატეგორიაში გაიცემა.

მობილური

20 იანვარი 2019, 12:11

ტექნოლოგიები

კვლევა: სოციალურ მედიაზე და ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ქცევა ხშირად იდენტურია

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში დიდ დროს ატარებენ, მიდრეკილნი არიან ისეთივე სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისკენ, როგორც ეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში გვხვდება.

აქცია

20 იანვარი 2019, 11:54

მსოფლიო

მსოფლიოში მესამე „ქალთა მარში“ გაიმართა

ამერიკული მედიის ცნობით, წელს „ქალების მარშს“ შარშანდელთან შედარებით ნაკლები მონაწილე ჰყავდა. აქციაზე ვაშინგტონში 7000 ადამიანი შეიკრიბა. ეს მესამე ასეთი მარშია. პირველი “ქალთა მარში” 2017 წელს გაიმართა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს.

20 იანვარი 2019, 11:52

მსოფლიო

ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეში. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 6 მთელი 7 მეათედი შეადგინა. ეპიცენტრი ქვეყნის სანაპირო ზოლზე, ქალაქ კოკიმბოსთან ახლოს, 54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. აღნიშნულ რაიონში 184 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

20 იანვარი 2019, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას მანქანით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ

დიდთოვლობას შეერთებულ შტატებში მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორი ვისკონსინის შტატში დაიღუპა - მანქანა გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა კიდევ ერთი ადამიანი კანზასის შტატშიც.

ხანძარი მექსიკაში

20 იანვარი 2019, 11:38

მსოფლიო

მექსიკაში მილსადენის აფეთქებისას 73 ადამიანი დაიღუპა

73 ადამიანი დაიღუპა, 70 ზე მეტი კი დაშვდა მექსიკაში მილსადენზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ინციდენტი იდალგოს შტატში მოხდა. გავრცელებული ცნობით აფეთქების მიზეზი საწვავის უკანონოდ მითვისების მიზნით მილსადენის გახვრეტა გახდა.