Imedi /  04 იანვარი 2019, 16:27 / სანდო წყარო

ბოლო 3 თვეში Apple-ის აქციების ფასი 38%-ით შემცირდა

Apple

საფონდო ბირჟაზე Apple-ის აქციები გაუფასურებას განაგრძობს. ბოლო 90 დღის განმავლობაში კონცერნის შემოსავლებმა 38%-ით იკლო. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს

აქციების გაიაფება სმარტფონების რეალიზაციის პრობლემებს უკავშირდება. ამას ვაჭრობის შედეგები ადასტურებს.

გასულ ღამეს, იქამდე, სანამ კომპანია ვაჭრობას შეწყვეტდა Apple-ის აქციების ფასი 8.19%-ით შემცირდა და $144.98 შეადგინა. 

ყველა სიახლე

ტოჩინოშინი

24 ივნისი 2019, 15:50

სპორტი

ივლისის ბაშოს რეიტინგი გამოქვეყნდა

ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული მაისის ბაშოზე დაიბრუნა, სადაც 10:5 დააფიქსირა. მომავალ ნაგოია ბაშოზე სულ 4 ოძეკი იასპარეზებს, ტოჩისთან ერთად ამ წოდებით გოეიდო, ტაკაკეიშო და ტაკაიასუ სარგებლობენ. რაც შეეხება, რანგით მეორე დივიზიონს, ჯურიოში თეიმურაზ ჯუღელი დასავლეთის მეორე რიკიშია.

მიხეილ სააკაშვილი

24 ივნისი 2019, 15:43

მსოფლიო

სააკაშვილის მომხრეები უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აქციის მიზეზი ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ახალი ძალების მოძრაობის“ კანდიდატებს არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკოს შესასვლელი ბლოკირებულია. სააკაშვილს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე ეროვნული გვარდიის შენაერთები გადაჰყავთ.

მაია ცქიტიშვილი

24 ივნისი 2019, 15:34

საქართველო

ცქიტიშვილი: რეფორმის შემდეგ შესაძლოა ახალი პარტიები შეიქმნას

დემოკრატიისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯად აფასებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით არჩევნების ჩატარებას რეგიონალური განვითარების მინისტრი. მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებაში ამ პროცესის დაჩქარების სურვილი გამოჩნდა.

ფეხბურთი

24 ივნისი 2019, 15:31

სპორტი

UEFA: ანტისაოკუპაციო მაისურების გამო ქართველი ფეხბურთელების დასჯა არ შეგვიძლია

როგორც UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში წერია, "იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ ფაქტებს შიდა ტურნირზე ჰქონდა ადგილი, ნებისმიერი შესაძლო სადისციპლინო ღონისძიება, რაც შეიძლება ასეთ იქნას გამოყენებული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაში ექცევა."

24 ივნისი 2019, 15:24

საქართველო

შსს-თან შეკრებილები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომამდე არ შეწყდება

დემონსტრანტების თქმით, ისინი ცდილობენ საყვირებით ხმა გახარიას მიაწვდიონ. უცვლელია მოთხოვნა ასევე დაკავებულების გათავისუფლების თაობაზე. როგორც ისინი ამბობენ, 19:00 საათზე კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

ნინო სალუქვაძე

24 ივნისი 2019, 15:21

სპორტი

ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მინსკში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპულ თამაშებზე ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შერეულ წყვილთა თანრიგში სალუქვაძემ და მაჭავარიანმა 87.7 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

ეკა გიგაური

24 ივნისი 2019, 15:20

საქართველო

ეკა გიგაური: პარტიების დაფინანსების სისტემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პროპორციული არჩევნებისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას აფასებს. რამდენიმეპუნქტიანი მოსაზრება გიგაურმა სოციალურ ქსელში მისივე გვერდზე ჩამოაყალიბა.

24 ივნისი 2019, 15:16

კულტურა

„ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გადაიდო

"მწერალთა სახლი გაუქმდა. მის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო, 25 ივნისს დაგეგმილი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია დროებით გადაიდო. განახლებულ თარიღს შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში",- წერია განცხადებაში.

24 ივნისი 2019, 15:01

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა ხელისუფლებას 4 მოთხოვნას უყენებს

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის რაც მოხვდა, ანუ პროპორციული სისტემის შემოღება, არის საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკოსების და ყველას გამარჯვება, თუმცა ეს არ არის ბრძოლის დასასრული. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოების აზრი უნდა გაიგონ, იმ საზოგადოების, რომელიც დღეს 19:00 საათზე ისევ შეიკრიბება.

გია აბაშიძე

24 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

გია აბაშიძე: სასიხარულოა რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს რომელიც სამართლიანი იყო

პოლიტოლოგ გია აბაშიძის განცხადებით, საზოგადოებამ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია, დღეს გაიმარჯვა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს და საზოგადოების წუხილს, რომელიც სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში დაგროვილი.

ქართული ღვინო

24 ივნისი 2019, 14:40

ეკონომიკა

„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურმა საქართველოდან რუსეთში შეტანილ ალკოჰოლურ ნაწარმზე, მათ შორის ქართულ ღვინოზე კონტროლი გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

პროკურატურა

24 ივნისი 2019, 14:32

ძალოვნები

პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ასევე საქართველოს პარლამენტთან აქციის დროს სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა ცალკეული შემთხვევის შესწავლა.

საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი

24 ივნისი 2019, 14:31

ეკონომიკა

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მილიონ ლარს გამოყოფს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს",- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

24 ივნისი 2019, 14:23

ვიდეო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

სოფო ქაცარავა

24 ივნისი 2019, 14:22

საქართველო

სოფო ქაცარავა: ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

"რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

Nipsey Hussle

24 ივნისი 2019, 14:14

კულტურა

მოკლული რეპერი Nipsey Hussle წლის ჰიპ-ჰოპ არტისტად დასახელდა

დაჯილდოების ცერემონიაზე რეპერის ხსოვნის პატივსაცემად ხალიჩა ლურჯი იყო. მუსიკოსის მეგობარმა ქალმა, რომელიც ღონისძიებას დაესწრო, ყველას მადლობა გადაუხადა. 33 წლის მუსიკოსს 31 მარტს მის მაღაზიასთან დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელმა, სულ ცოტა, სამჯერ ესროლა რეპერს, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

24 ივნისი 2019, 14:13

საქართველო

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ დაიძრნენ

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით უკვე დაიძრნენ და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედნიდან ავტოკოლონებით შსს-სკენ უკვე დაიძრნენ.

ვაკო მარჩილაშვილი

24 ივნისი 2019, 14:10

სპორტი

საქართველოში მსოფლიოს მორიგი რეკორდი დამყარდა

ვაკო მარჩილაშვილმა თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13 წამსა და 18 მილიწამში მოახერხა. ამ მაჩვენებლით 19 წლის ქართველმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ჩინელ ქიუ ჯიანიუს ეკუთვნოდა. მან ამავე სირთულის დაძლევა 13.88 წამში შეძლო. რეკორდი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში დამყარდა

პროპორციული არჩევნები

24 ივნისი 2019, 14:09

საქართველო

უსუფაშვილი: ივანიშვილს უბარიერო არჩევნებით სურს პოლიტიკური სპექტრი „დაშალოს და იბატონოს“

"შენების მოძრაობის" ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან.

სულხან სალაძე

24 ივნისი 2019, 14:06

საქართველო

სულხან სალაძე: პროპორციული არჩევნები ყველაზე ნათლად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნების ჩატარება ყველაზე ნათლად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, რომ წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში.