imedi /  15 იანვარი 2019, 09:22 / სანდო წყარო

15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

სამშენებლო სექტორი

ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები, - ამ სახის სამშენებლო პროდუქციაზე 2019 წლის 15 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ ბაზარზე წარმოდგენილი გარკვეულ სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ზედამხედველობის კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება აიღო.

რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით. შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

ამ პროდუქციის ზედამხედველობა განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომელიც შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს სათანადო რეაგირებას - შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს დაავალდებულებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ შემდეგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.

ტექნიკური რეგლამენტი თავდაპირველად 2018 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ორი თვით მისი მოქმედების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს. სამშენებლო ზედამხედველობის პროცესის ამოქმედების შემდეგ, გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მედიით ინტენსიური საინფორმაციო კამპანი წარმოებდა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად ინფორმირებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, იმპორტიორთა ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2019, 19:22

საქართველო

არასამთავრობოები მმართველი პარტიის ინიციატივის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული დღეების განმავლობაში, ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულ და მტკიცე პროტესტს გამოხატავს ოკუპაციისა და ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა ძალის გადამეტებით დაშლის წინააღმდეგ.

24 ივნისი 2019, 18:53

მსოფლიო

ყაზახეთში იარაღების საწყობში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ქალაქ არისთან ახლოს დღეს დილით მოხდა. ინციდენტის გამო იმ ოლქში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

გიორგი გახარია

24 ივნისი 2019, 18:31

საქართველო

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლო

24 ივნისი 2019, 18:26

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციებზე დაკავებული 6 ადამიანი დამნაშავედ ცნო თუმცა დარბაზიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 დაკავებულების მოთხოვნა და მათ განესაზღვრათ 4-დღიანი პატიმრობა განესაზღვრათ.

თამარ ჩუგოშვილი

24 ივნისი 2019, 18:23

საქართველო

ჩუგოშვილი ოპოზიციას: ბიუროს სხდომას არ ჩაგაშლევინებთ. ვიდეო

პარლამენტში ბიუროს სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას მოითხოვდა. სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ რეზოლუციის ტექსტი ოპოზიციას არ დაურიგისტრირებია და ის კენჭისყრაზე ვერ დადგება.

ეთიოპია დაჯგუფების ლიდერი

24 ივნისი 2019, 18:20

მსოფლიო

ეთიოპიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური მოკლეს

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური ამჰარის რეგიონში პოლიციამ მოკლა. გენერალი ასამინევი ქალაქ ბაჰრ-დარში ორმხრივი სროლისას დაიღუპა. შაბათს, 22 ივნისს ეთიოპიის არმიის გენერალი ამბაჩევ მეკონენი უცნობმა პირებმა მოკლეს. დაიღუპა მისი მრჩეველიც.

ფეხბურთის ფედერაცია

24 ივნისი 2019, 18:15

სპორტი

ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციებს მხარს უჭერს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანტისაოკუპაციო გამოსვლის გამო ეროვნული ლიგის მონაწილე არც ერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 ივნისი 2019, 18:09

საქართველო

ჯაფარიძე: სააკაშვილი ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგია რადგან ეშინია რუსთაველზე აქციის მუხტი არ დავარდეს

პოლიტიკური გაერთიანების „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც 0,67%-ს ნიშნავს და ბუნებრივი ბარიერია 150 კაციანი პარლამენტისთვის, არის სწორი და ერთადერთი სამართლიანი სისტემა. ხოლო ის რომ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამის წინააღმდეგია, ჯაფარიძე პოსტში განმარტავს.

ავიაკატასტროფა

24 ივნისი 2019, 18:02

მსოფლიო

გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს, ერთ-ერთი პილოტი ცოცხალი იპოვეს, მეორეს კი ეძებენ. მის სამძებრო სამუშაოებში სამოქალაქო ვერტმფრენებია ჩართული. შეჯახებმა სამი ავიაგამანადგურებელი წვრთნებს გადიოდა. მესამე პილოტმა დაინახა როგორ დაეშვა მიწაზე პარაშუტით ორი პილოტი.

24 ივნისი 2019, 17:46

საქართველო

ISFED: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაციას ნულოვანი ბარიერის რისკზე საუბრისას მაგალითად, 1992 წლის არჩევნები მოჰყავს, რომლის 2%-იანი ბარიერის შედეგად პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია გამოიკვეთა. ISFED-ი ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდეს.

პატრიოტთა ალიანსი

24 ივნისი 2019, 17:45

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ჩასვლას და იქ დაგეგმილ ფორუმზე მონაწილეობას უარყოფს

როგორც გიორგი ლომია აცხადებს, მოწვევა "პატრიოტთა ალიანსმა" მართლაც მიიღო, მაგრამ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას არც მანამდე აპირებდნენ. მათი ინტერესი, როგორც ლომია განმარტავს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები იყო როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან.

24 ივნისი 2019, 17:45

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციას ქმნის

როგორც მოგვიანებით პომპეომ Twitter-ზე დაწერა, ეს შეხვედრა პროდუქტიული იყო. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე განაცხადა, ამ კოალიციამ მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესi დამფინანსებელი უნდა მოიგერიოს.

განგაშის შეტყობინება

24 ივნისი 2019, 17:37

ტექნოლოგიები

მკვლევრები: აშშ-ში საპრეზიდენტო შეტყობინების ბოროტად გამოყენების დიდი რისკია

ამერიკის შეერთებული შტატების მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემის გატეხვა, რომელიც მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში გზავნილს ავრცელებს სმარტფონებზე, ადვილია. კოლორადოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა აჩვენეს, როგორც ტყდება სისტემა და როგორ იგზავნება ყალბი შეტყობინებები.

დიანა ღურწკაია

24 ივნისი 2019, 17:29

საქართველო

დიანა ღურწკაიამ რუსებს ქართველების სახელით მოუბოდიშა

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ქართველი ისე არ ფიქრობს რუსეთის შესახებ, როგორც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ. მისი თქმით, ქართველების დიდი ნაწილი რუსების მიმართ სტუმართმოყვარეა.

სამეფო კარის თამაშები

24 ივნისი 2019, 17:15

კულტურა

GOT-ის ფანების თეორიით, ღამის მეფის მკვლელობის სცენა ბოლივუდიდან არის გადმოღებული

სერიალ "სამეფო კარის თამაშების" თაყვანისმცემლებმა ბოლო სეზონის ერთ-ერთ მთავარ სცენასა და ინდურ სატელევიზიო სერიალში გასულ სცენას შორის მსგავსება იპოვეს. ინდური სერიალი ალადინის თავგადასავალზეა. ამის შესახებ ჟურნალი Esquire-ი წერს.

მამუკა ჭელიძე

24 ივნისი 2019, 17:00

ძალოვნები

შსს: აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა

10 სამართალდამცავს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ჭელიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ილონ მასკი

24 ივნისი 2019, 16:55

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნის დროა

მისი თქმით, ხალხს უკვე აქვს შესაძლებლობა მარსზე წასასვლელი ბილეთები წინასწარ დაჯავშნოს. ხალხი კი წითელ პლანეტაზე მას შემდეგ გაემგზავრება, რაც კოსმოსური ხომალდი ორბიტიდან დაბრუნდება. მანამდე მასკი ამბობდა, რომ 2020 წლამდე ორბიტაზე მოსახვედრად კოსმოსურ ხომალდს 60%-იანი შანსი ჰქონდა.

კახა ოქრიაშვილი

24 ივნისი 2019, 16:53

ეკონომიკა

კახა ოქრიაშვილი: არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“

"სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება",- ამბობს დეპუტატი.

ნინო ლომჯარია

24 ივნისი 2019, 16:45

საქართველო

ლომჯარია ძალოვან უწყებებს აქციის გამოძიების პროცესში ომბუდსმენთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი იმუშავებს არამარტო 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ ასევე შეისწავლის და შეაფასებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში აქციების გამართვასთან არის დაკავშირებული.

24 ივნისი 2019, 16:44

ტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის ხანგრძლივი სამუშაო დღე ჯანმრთელობას

უფრო კონკრეტულად, იმ ადამიანებში, რომლებიც 1 განმავლობაში დღე-ღამეში არანაკლებ 10 საათს მუშაობდნენ, ინსულტის რისკი 29%-ით გაიზარდა იმათთან შედარებით, ვინც ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ასრულებდა. ამასთან, ინსულტის განვითარების რისკი უკვე 45%-ს აჭარბებდა, თუ ადამიანები 10 წლის განმავლობაში 10 საათს მუშაობდნენ.