imedi /  10 იანვარი 2019, 18:49 / სანდო წყარო

New York Times-მა ბათუმი საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა

ჟურნალმა New York Times-მა ბათუმი 2019 წლის საუკეთესო ტურისტული ადგილების სიაში შეიყვანა. გამოცემის მიერ შედგენილ სიაში სულ 52 ქალაქია. ჩამონათვალში ბათუმი 38-ე ადგილს იკავებს.

„საქართველოს დედაქალაქი თბილისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა, მაგრამ შავი ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, მოგზაურებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ბათუმი, რომელიც უკვე პოპულარულია რუსეთის, ირანის, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ბათუმის ახალი სასტუმროები ორიენტირებულნი არიან დიზაინზე. ფუნქციონირებს საბაგირო გზა და ყარალაშვილის ღვინის მარანი, სადაც იოსებ სტალინის საყვარელი ჩხავერის ღვინოები შეგიძლიათ დააგემოვნოთ,“- წერს New York Times.

ყველა სიახლე

ოლიმპიადა

18 თებერვალი 2020, 16:41

სპორტი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ასევე კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი, ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან.

მაიკლ ბლუმბერგი

18 თებერვალი 2020, 16:29

მსოფლიო

მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე $9 მილიონი დახარჯა

აშშ-ში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა, მაიკლ ბლუმბერგმა გასულ კვირას Facebook-ში რეკლამაზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით Fox Business-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრორუსი სეპარატისტები სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობენ

მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ გასცემს პასუხს აგრესიას. „ეს არამხოლოდ ცინიკური პროვოკაციაა, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე თითის დაჭერა, არამედ დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი შოთაძეზე: არ მგონია, ამ თანამდებობაზე ექვსი წელი გაძლოს

„ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევა ხელს არ შეუწყობს პროკურატურის მხრიდან ნდობის გაძლიერებას. ეს ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“, როგორც დემოკრატიული ძალის იმიჯის დამკვიდრებას“, - ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ არჩევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

რატი იონათამიშვილი: შოთაძე სამართლიანობასთან ასოცირდება

შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან და ამ მხრივ მისი მუშაობა ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში, ირაკლი შოთაძის კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 16:11

ძალოვნები

სამტრედიაში განქორწინებისთვის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 16:10

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი პრიორიტეტები იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და სამართლიანობის აღდგენა

პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. შოთაძემ იმ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც გენერალურ პროკურატურაში გეგმავს.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2020, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება

18-19 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 19 თებერვალს ნათია თურნავა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები ბელარუსის ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან.

18 თებერვალი 2020, 16:08

საქართველო

აშშ-ის ელჩი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

„დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები

​„ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ, რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებსა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 15:52

საქართველო

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.

ლევან ფოჩხუა

18 თებერვალი 2020, 15:50

საქართველო

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სახალხო დამცველის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნინო ლომჯარიამ გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მონიტორინგის შემდეგ გაავრცლა. მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 15:47

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, დეზინფორმაცია იყო

„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

18 თებერვალი 2020, 15:45

ტაბლოიდი

„ლაციოს“ ფანმა შეყვარებულს ხელი „სტადიო ოლიმპიკოზე“ სთხოვა

როგორც ასეთ საზეიმო შემთხვევებში ხდება ხოლმე, კითხვის ადრესატს უარი არ უთქვამს. „ლაციოს“ გულშემატკივარმა საყვარელ ადამიანს ბეჭედი სარბენ ბილიკებზე გაუკეთა, სულ მალე კი ორმაგად გაიხარა, რადგან დედაქალაქელებმა „ინტერს“ 2:1 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

18 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:39

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას დღემდე ველოდებით

ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისი, 100/50-ზე დავდეთ, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას, დღემდე ველოდებით, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

გიორგი შენგელაია

18 თებერვალი 2020, 15:22

კულტურა

გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ კინორეჟისორს, გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ imedinews-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

18 თებერვალი 2020, 15:09

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დილიდან საკანონდებლო ორგანოს შესასვლელებთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება. აქციაზე მოხდა ინციდენტიც. სამართალდამცველებმა შეკრებილებს ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს.