imedi /  11 იანვარი 2019, 15:32 / სანდო წყარო

112-ს ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესის შეცვლას ურჩევენ

112

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ - „112“-ის მიერ 2017 წელს საკუთარი შემოსავლების ფორმირებისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წელს "112"-ის შემოსულობებმა სულ 13,023,779.27 ლარი შეადგინა, საიდანაც ოპერატორი ქსელებიდან 112-ის შემოსავალმა 7,997,198 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსულობების 61% იყო. 

აუდიტის სამსახურმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაკლოვანებები გამოავლინა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფასური გადაიხდება
თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში
5 ლარზე მეტი დაიხარჯა.

"არსებული მარეგულირებელი სისტემით, აბონენტის მიერ ბალანსზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვისას არ ხდება სსიპ - „112“-ის მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა და ის სასაუბრო დროის გახარჯვაზეა დამოკიდებული, კერძოდ: „112“-ის საფასურის დარიცხვა აბონენტისთვის ხდება შესაბამისი თანხის მომსახურების შეძენისას, ხოლო მისი გადახდა (აბონენტისთვის ჩამოჭრა) დამოკიდებულია სასაუბრო დროის გახარჯვაზე", - წერია დასკვნაში. აქედან გამომდინარე აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ არსებობს ოპერატორის მიერ თანხის სრულად ვერ ამოღბის რისკი. კერძოდ, აბონენტმა ისარგებლოს მომსახურებით, დაერიცხოს „112“-ის საფასური, თუმცა ბალანსზე არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა.

"ბალანსის მოლოდინის რეჟიმში, აბონენტმა აღარ ისარგებლოს/გაანადგუროს ნომერი, შესაბამისად, დარიცხული საფასურის ჩამოჭრა (ამოღება) ვერ მოხდეს. შედეგად, 2017 წელს აბონენტებისთვის დარიცხულ და ოპერატორი ქსელების მიერ ამოღებულ (შესაბამისად სსიპ - „112“-სთვის ჩარიცხულ) თანხებს შორის
სხვაობამ 220,305 ლარი შეადგინა", - წერია დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, "112"-მა მიმართოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მობილური ოპერატორების მიერ აბონენტებისთვის  დარიცხული და ამოღებული თანხების სისწორისა და სიზუსტის შესამოწმებლად.

ასევე, "სსიპ - „112“-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი მობილური ოპერატორებიდან აბონენტებისთვის დასარიცხი მომსახურების საფასურის წესის განახლებისა და დახვეწის შესახებ, ან სსიპ - „112“-ის დაფინანსების მარტივად ადმინისტრირებადი და კონტროლირებადი მექანიზმის შემუშავების შესახებ", - წერია დასკვნაში.

2018 წლის სექტემბერში მოქალაქეებმა ადვოკატთა ჯგუფთან ერთად  საკონსტიტუციო სასამართლოში "112"-ისთვის ყოველთვიური გადასახადის საკითხი გაასაჩივრეს. 

ყველა სიახლე

21 მარტი 2019, 00:57

ტექნოლოგიები

ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი აშენდა

ნორვეგიაში აშენდა ხის პირველი 18 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც მსოფლიოში ხისგან დამზადებული ყველაზე მაღალი შენობაა. ხის ცათამბჯენის სიმაღლე 85,4 მეტრია, ხოლო საცხოვრებელი ფართი 11 300 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

პიგასო

21 მარტი 2019, 00:27

ტაბლოიდი

ღორის შექმნილი ნახატები 4 ათას დოლარად იყიდება

ღორმა სახელად პიგასომ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს საკუთარი ნახატებით სახელი გაითქვა. პიგასოს ნახატები მთელ მსოფლიოში იყიდება. ერთი ნახატის ფასი 4 ათასი დოლარია.

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2019, 00:23

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ უნგრეთის პრემიერის პარტიას წევრობა შეუჩერა

ამ გადაწყვეტილებას მხარი ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკირი ძალის 190-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 3 წავიდა. როგორც პარტიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ დოლმა განაცხადა, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას ამოწურვის ვადა არა აქვს.

21 მარტი 2019, 00:01

ტექნოლოგიები

მეცნიერები ამბობენ, რომ ჭარბი ხელოვნური განათება აბერებს

ხელოვნური განათებით გარემოს დაბინძურებას ბევრი სპეციალისტი ისეთივე საფრთხის შემცველად მიიჩნევს, როგორც ეკოლოგიურ პრობლემებს. მეცნიერებმა არ იციან ამ საფრთხეს როგორ ებრძოლონ. კოსმოსური თანამგზავრიდან ყველაზე განათებულად ევროპის, ამერიკის და აზიის დიდი ქალაქები მოსჩანს. ყველაზე ჩაბნელებულია საჰარას უდაბნო აფრიკაში, ავსტრალიის უდაბნო და ამაზონის ტყეები.

ჩენინგ ტატუმი

20 მარტი 2019, 23:43

ტაბლოიდი

ჩენინგ ტატუმმა გარეგნობა შეიცვალა

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ჩენინგ ტატუმმა ვარცხნილობა შეიცვალა. ტატუმმა თმა შეიჭრა და ამასთან ქერა გახდა. ფოტოზე მსახიობი თითით თავის თმაზე უთითებს და კითხვას სვამს „ცუდი იდეაა?“. ტატუმის გამომწერების უმრავლესობამ მსახიობს უპასუხა, რომ მისი ახალი ვარცხნილობა მოსწონს.

20 მარტი 2019, 23:18

მსოფლიო

საფრანგეთი Brexit-ის გადავადებაზე ვეტოს დადებას აპირებს

საფრანგეთი Brexit-ის გადავადებაზე ვეტოს დადების შესახებ განაცხადებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი 21 მარტს ევროკავშირის სამიტზე თავისი სტრატეგიის შესახებ დამატებით გარანტიებს არ წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

20 მარტი 2019, 23:07

მსოფლიო

ტრამპმა პირობა დადო რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ უახლოეს საათებში საბოლოოდ დაამარცხებს

თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა 2 რუკა უჩვენა: ერთზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიები იყო მითითებული იმ დროისთვის, როცა ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს, მეორეზე კი ის ტერიტორია, რომელსაც ისლამისტები ამჟამად აკონტროლებენ.

20 მარტი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ცხელი ყავის და ჩაის მოხმარება კიბოს რისკს ზრდის

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძალიან ცხელი ყავის და ჩაის მოხმარება კიბოს რისკს ზრდის. კვლევაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც მეცნიერები 2004 წლიდან 2017 წლამდე აკვირდებოდნენ. დროის ამ მონაკვეთში ექსპერიმენტში მონაწილე 317 ადამიანს საჭმლის მომნელებელი სისტემის ავთვისებიანი კიბო გამოუვლინდა.

მატეო სალვინი
იტალიის პრემიერმინისტრი

20 მარტი 2019, 22:08

მსოფლიო

იტალიის სენატმა მატეო სალვინის წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი დაბლოკა

იტალიის სენატმა ქვეყნის პრემიერმინისტრის მატეო სალვინის წინააღმდეგ პროკურატურის სარჩელი დაბლოკა. საქმე ეხება ხმელთაშუა ზღვიდან შემოსული ლტოლვილების მიღების საკითხს, რაც იტალიის პრემიერმინისტრმა აკრძალა. სიცილიის პროკურატურას მატეო სალვანის წინააღმდეგ საქმის აღძვრას 320 სენატორიდან 232 არ დაეთანხმა.

EUROJUST-ის სათაო ოფისი

20 მარტი 2019, 21:52

საქართველო

რას ითვალისწინებს EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმება

საქართველოს ჰააგაში მეკავშირე ოფიცერი ეყოლება. EUROJUST-თან თანამშრომლობის შეთანხმება 29 მარტს გაფორმდება.დოკუმენტს იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი და ევროჯასთის ხელმძღვანელი მოაწერენ ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო და ევროკავშირი ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან ბრძოლას კოორდინირებულად შეძლებენ.

სკოლები

20 მარტი 2019, 21:36

საქართველო

პრემიერი: სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება

სასკოლო კლასებში მოსწავლეთა სიმრავლესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, სადაც კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს.

20 მარტი 2019, 21:33

ეკონომიკა

ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

20 მარტი 2019, 21:27

ძალოვნები

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე ისაუბრა. მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა ადვოკატები კი ამბობენ, რომ ბრალდების მხარე სუსტი დასკვნითი სიტყვით წარდგა, რადგან იმ მოწმის ჩვენებებზე დაყრდნობით ისაუბრა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მამუკა ბახტაძე

20 მარტი 2019, 21:16

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი პროპაგანდა გრძელდება

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას ის აუცილებლად ექნება.

დონალდ ტუსკი

20 მარტი 2019, 21:02

მსოფლიო

ევროკავშირში აცხადებენ რომ Brexit-ის გადავადება შესაძლებელია

ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, Brexit-ის ვადის გადაწევა შესაძლებელია. როგორც ტუსკმა განმარტა, ეს დამოკიდებული იქნება ბრიტანეთის თემთა პალატაში Brexit-ის შეთანხმებასთან დაკავშირებულ კენჭისყრის დადებით შედეგზე.

20 მარტი 2019, 20:54

ეკონომიკა

საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი გაიზარდა

იანვარ-თებერვალში საქართველოდან თამბაქოს ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2019 წლის ორ თვეში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების ექსპორტმა 17.6 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 10 მილიონი დოლარი იყო.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 20:30

საქართველო

იუსტიციის მინისტრის ანგარიში პარლამენტში. მთავარი

მეხუთე საათია პარლამენტში მინისტრის საათი მიმდინარეობს.სხდომათა დარბაზში ხმაური მაშინ დაიწყო, როცა თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო. უფრო კონკრეტულად, სიტყვიერი დაპირისპირება რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს მოჰყვა.

20 მარტი 2019, 20:20

ეკონომიკა

Disney-მ 21st Century Fox-ი 71,3 მილიარდ დოლარად იყიდა

Disney-ს და 21st Century Fox -ის შერწყმის ხელშეკრულება ძალაში 20 მარტიდან შედის. გარიგების ღირებულება 71,3 მილიარდი დოლარია. შეთანხმების მიხედვით, Disney-მ შეიძინა 21st Century Fox -ის ფილმების სტუდია, ტრანსლაციის გიგანტ „ჰულუს“ საკონტროლო პაკეტი და რამდენიმე საკაბელო არხი.

ნირავ მოდი
ინდოელი ბიზნესმენი

20 მარტი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ლონდონში დააკავეს ბიზნესმენი, რომელმაც ინდოეთის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა მოიპარა

ლონდონში დააკავეს ბიზნესმენი ნირავ მოდი, რომელსაც ინდოეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილ თაღლითობაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ ნირავ მოდიმ ბანკ Punjab National-ს 2 მილიარდი დოლარი მოჰპარა. მოდი ინდოეთში ცნობილი ბიზნესმენია. მისი ქონება Forbes-მა 2017 წელს 1,8 მილიარდ დოლარად შეაფასა.

მამუკა ბახტაძე

20 მარტი 2019, 19:51

საქართველო

პრემიერი: ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ყველა გარემოებას დავადგენთ

„ჩართული გვყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ აუცილებლად დავადგენთ ყველა დეტალს და გარემოებას, თუ როგორ გარდაიცვალა ირაკლი კვარაცხელია,- განაცხადა საქართველოს მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივისას“.