imedi /  16 იანვარი 2019, 11:54 / სანდო წყარო

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს

ვახუშტის ხიდი

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევების მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას განაგრძობს. 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს უკვე სრული სურათი, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ.  მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მოსახლეობას ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება.

„სამუშაოები დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ხიდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომაც, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია. ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორ იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და სამუშაოები როდიდან დაიწყება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

Huawei

20 მაისი 2019, 15:01

ტექნოლოგიები

Huawei Android-ის ლიცენზიის შეჩერებას გამოეხმაურა

„Huawei განაგრძობს უსაფრთხოების სისტემის და გაყიდული სერვისების განახლებას, როგორც არსებულ Huawei-სა და Honor-ის სმარტფონებზე, ისე ტაბლეტებზე. განვაგრძობთ უსაფრთხო და მდგრადი პროგრამული ეკოსისტემის შენებას, რათა მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გამოცდილებით უზრუნველვყოთ ყველა მომხმარებელი“, - აცხადებს Huawei.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

20 მაისი 2019, 14:58

კულტურა

გარიგებული მატჩების საქმეზე ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სუსმა გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. ბრალდების მიხედვით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 93 500 ლარი.

ბანგლადეში

20 მაისი 2019, 14:55

მსოფლიო

ბანგლადეშმა სანაპიროზე თევზაობა დროებით აკრძალა

ბანგლადეშის ხელისუფლებამ ქვეყნის სანაპიროზე თევზაობის დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა 65 დღეს გაგრძელდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება თევზის რაოდენობის შემცირების გამო მიიღო. მეთევზეები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. აკრძალვა ძალაში 20 მაისიდან შევიდა და 23 ივლისს დასრულდება.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:46

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმები ცნობილია

ამასთან, ჟურნალისტებმა სანდრა რულოვსს ნიკა მელიას განცხადებაზეც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც მელია საუბრობდა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობს და მუდმივად რევოლუციაზე საუბარი არ უნდა იყოს. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ყველას აქვს თავისი არჩევანი.

20 მაისი 2019, 14:43

მსოფლიო

ავსტრალიაში კაცმა მეტალოდეტექტორით 1.4 კგ ოქროს ქვა იპოვა

BBC-ის ცნობით, ოქროს ქვის ფოტო ინტერნეტში ერთ-ერთმა ავსტრალიურმა მაღაზიამ გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ოქროს ქვა მიწის ზედაპირიდან 45 სანტიმეტრის სიღრმეში იპოვა.

მიხეილ სააკაშვილი  თემურ ალასანია

20 მაისი 2019, 14:34

საქართველო

თემურ ალასანია: შემიძლია თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია, ასევე, სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ.

20 მაისი 2019, 14:28

ეკონომიკა

Ferrari ჩინეთში იმპორტირებული მანქანების მეოთხედს უკან გაიწვევს

ავტომწარმოებელი Ferrari ჩინეთიდან, უსაფრთხოების ბალიშების დეფექტის გამო, 2071 ავტომობილს გაიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „სინჰუა“ ავრცელებს. მანქანები, რომლების გაწვევასაც გეგმავენ, 2013 წლიდან 2017-მდე აწარმოეს.

კრისტინ ლაგარდი და მამუკა ბახტაძე

20 მაისი 2019, 14:13

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ტრანსფორმაციაში სავალუტო ფონდის წვლილი ძალიან მაღალია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა კრისტინ ლაგარდმა და საქართველოს პრემიემინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართეს. კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ლაგარდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ ეწვია.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:08

საქართველო

სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი

"გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს სიძლიერისკენ მოუწოდა."ჩვენ ძალიან მაგრად ვდგებით. არ დარჩება არც ერთი ქუჩა, არც ერთი სოფელი და ქალაქი, სადაც ჩვენ არ მივალთ და სადაც გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ ისევ შესაძლებელია არჩევნებზე საუბარი",- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სუსი

20 მაისი 2019, 14:00

ძალოვნები

სუსმა გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.ცნობა, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს 19-20 მაისს გავრცელდა. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ნიკოლ ფაშინიანი

20 მაისი 2019, 13:50

მსოფლიო

სომხეთში ფაშინიანის მომხრეებმა სასამართლოების შესასვლელები დაბლოკეს

სომხეთში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში და სხვა ქალაქებში სასამართლოს შენობების შესასვლელები დაბლოკეს. პრემიერმინისტრმა საზოგადოებას, 20 მაისიდან სასამართლოს შენობების ბლოკირების შესახებ მოწოდება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოწოდების მიზეზი ერევანის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სომხეთის ექსპრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ვლადიმერ პუტინი

20 მაისი 2019, 13:36

მსოფლიო

პუტინი ზელენსკის გაპრეზიდენტებას არ მიულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობას არ მიულოცავს. „პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ მიულოცავს და ასევე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაციის შემდეგ“, - აცხადებს პესკოვი.

პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა

20 მაისი 2019, 13:27

ტაბლოიდი

როგორ გამოიყურება ქეით მიდლტონის მიერ მოწყობილი ბაღი. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრების ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი ქეით მიდლტონის მიერ მოწყობილ ბაღში თამაშობენ. BBC-ის ცნობით, ბავშვები ქეით მიდლტონს ბაღში გამოსაყენებელი ფოთლების, ტოტებისა და ხავსის შეგროვებაში ერთი თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ. ბაღში სხვადასხვა გასართობთან ერთად პრინცესა დაიანას საყვარელი ყვავილებიცაა გამოყენებული.

იაპონიის ფლოტი

20 მაისი 2019, 13:23

მსოფლიო

იაპონია საზღვაო ჯარში პენსიონერებს გაიწვევს

იაპონიის ხელისუფლება სამხედრო სამსახურში პენსიონერების გაწვევას გეგმავს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკადრო დანაკლისის შესავსებად იმ პენსიონერებს დაიქირავებენ, რომლებიც ჯარში უკვე მსახურობდნენ. გაწვევა ჯერ საზღვაო-სამხედრო ძალებში მოხდება. სამხედრო პერსონალი პორტებში შესულ სამაშველო გემებს მოემსახურება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 13:07

მსოფლიო

ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის კერპი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები

"მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

თარგმანის პრეზენტაცია

20 მაისი 2019, 12:58

კულტურა

„შუშანიკის წამება“ ჰოლანდიურ ენაზე ითარგმნა

ღონისძიებაზე მთარგმნელი არჩილ ჯავახაძეც იყო და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების და ასევე დიასპორის წარმომადგენლები. პრეზენტაციის ფარგლებში ქართული ანბანის სამივე სახეობა და ქართული დამწერლობის ნიმუშები გამოიფინა.

კახა კალაძე

20 მაისი 2019, 12:46

საქართველო

კალაძე: ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, გარიგებული თამაშები მიუღებელია

გარიგებული მატჩების საქმეზე ლანჩხუთის „გურიისა“და საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავეს. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ცესკო

20 მაისი 2019, 12:43

საქართველო

საოლქო საარჩევნო კომისიებში 116 საჩივარია შესული

როგორც ცესკო-ს პირესსპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, საჩივრების უმეტესი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება. ძირითადი მოთხოვნა კი კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. მიქელაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ.

20 მაისი 2019, 12:43

საქართველო

NDI: საქართველოს მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ სსრკ-ს დაშლა ცუდი იყო

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას აჩვენებს სხვადასხვა საკითხების მიმართ. ერთ-ერთი გამოკითხვა, საბჭოთა კავშირს ეხებოდა.

20 მაისი 2019, 12:42

საქართველო

მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, შუალედური არჩევნების მეორე ტურს 13 ივნისამდე გამართავს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა, 30 მაისამდე აქვთ.