imedi /  16 იანვარი 2019, 14:45 / სანდო წყარო

FAO-ს პროგნოზით 2019 წელს ხორბლის და სიმინდის მოსავალი შემცირდება

ხორბლის აღება

ხორბლის აღება

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - დეკემბრის თვეში სტაბილური იყო და 161.7 ერთეული შეადგინა.  2018 წელს FAO-ს ფასების საშუალო ინდექსი 168.4 ერთეული იყო რაც 22%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 27%-ით ნაკლები 2011 წელის პიკურ პერიოდთან მიმართებით.

2018 წლის დეკამბერში, მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა ხორბლის და სიმინდის ფასები, რაც ძირითადად გამოწვეული იყო არამდგრადი მეტეოროლოგიური პირობებით. ხორბლისა და სიმინდის მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, ბოლო 6 თვის მანძილზე უწყვეტად მცირდებოდა ბრინჯის ფასი. FAO-ს წინასწარი პროგნოზით 2019 წელს მოსალოდნელია ხორბლის და სიმინდის მოსავლის კლება, მაშინ როცა ბრინჯის მარაგის რეკორდული ზრდაა ნავარაუდევი.

დეკემბრის თვეში, უმნიშვნელოდ გაიზარდა სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის - მცენარეული ზეთის ფასი.ზრდამ 0.4% შეადგინა. შემცირდა სოიოს ზეთის ფასი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა უხვმა მარაგმა განაპირობა. ასევე საგულისხმოა ევროპის ქვეყნებში პროდუქტზე არსებული დაბალი მოთხოვნა.

უმნიშვნელოდაა შეცვლილი FAO-ს ხორცის ფასების ინდექსიც, რომლის ცვლილება ღორის ხორცის 0.8%-იანმა ზრდამ გამოიწვია. 2018 წლის მანძილზე კი ხორცის ინდექსი საშუალოდ 2.2%-ით შემცირდა.

დეკემბრის თვის ჩათვლით, უწყვეტად 7 თვის მანძილზე მცირდებოდა FAO-ს რძის ფასის ინდექსი.  კლება გამოწვეული იყო, კარაქზე, ყველსა და რძის ფხვნილზე გლობალური ფასების ვარდნით. რაც შეეხება წინა წელთან შედარებას - 2018-ში რძისა და რძის პროდუქტებზე ფასი 4.6%-ითაა შემცირებული.

დეკემბერში 1.9%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასის ინდექსიც, რაც ინდოეთში შაქრის წარმოების ზრდამ გამოიწვია.ნაწილობრივ კი ეს უკავშირდება ნედლ ნავთობზე საერთაშორისო ფასის ვარდნას, რამაც განაპირობა შაქრის ლერწამზე მოთხოვნა შეამცირა. (შაქრის ლერწამი, ნავთობში ეთანოლის გამოსაყოფად გამოიყენება) ამ ფონზე გაიზრდა ამ პროდუქტის მიწოდება შაქრის მწარმოებელ ქვეყნებში, მეტწილად კი ბრაზილიაში, რომელიც შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორია.

ყველა სიახლე

დეპრესია

23 აგვისტო 2019, 23:37

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს

„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ ჩიკაგოსა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.

23 აგვისტო 2019, 23:34

თემა

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერ-ოქტომბერი?

გამოთქმა ხავერდოვანი სეზონი XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდისსამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანისეზონი ზღვაზე დასვენებისთვისსაუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

23 აგვისტო 2019, 23:12

მსოფლიო

გაერთიანებული საამიროების ფედერაციის საბჭოს არჩევნებში 200 ქალი დარეგისტრირდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერაციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 200-მა ქალმა გამოთქვა. მეოთხე მოწვევის საბჭოში დეპუტატის მანდატისთვის 555 კანდიდატი იბრძოლებს. აბუ-დაბიდან საარჩევნო კომისიაში 155 განაცხადი შევიდა. კანდიდატების საბოლოო სია 3 სექტემბერს დაზუსტდება.

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.

ევროკავშირი

23 აგვისტო 2019, 19:52

მსოფლიო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ.

23 აგვისტო 2019, 19:13

ვიდეო

ხანძარი ამაზონის ტყეში

ფორსაჟი

23 აგვისტო 2019, 19:10

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

23 აგვისტო 2019, 19:04

ძალოვნები

პროკურატურა: ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ შემეჯემებელი გადაწყვეტილება მიიღო: დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჟაირ ბოლსონარო

23 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ

ჟაირ ბოლსონარუმ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“. მანამდე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამაზონის ჯუნგლებთან მასშტაბურ ხანძართან გასამკლავებლად რესურსი არ ჰყოფნის.

ბარსელონის აეროპორტი

23 აგვისტო 2019, 18:39

ეკონომიკა

ბარსელონის აეროპორტის გაფიცვის გამო 124 მიმართულებაზე ფრენები გაუქმდა

ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტში შაბათ-კვირას დაგეგმილი გაფიცვის გამო 124 მიმართულებაზე ფრენები გაუქმდა. ესპანურმა მსხვილმა ავიაკომპანია Vueling-მა აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო უქმეებზე დაგეგმილი 112 ავიარეისი გააუქმა.

YouTube-ი

23 აგვისტო 2019, 18:37

ტექნოლოგიები

YouTube-ზე ანგარიშები ჰონგ-კონგზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა

YouTube-ზე რამდენიმე ანგარიში ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა. Google-მა, რომლის გავლითაც იქმნება YouTube-ზე ანგარიშები, რამდენიმე მათგანი გათიშა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულა.

აშშ ჩინეთი

23 აგვისტო 2019, 18:07

ეკონომიკა

ჩინეთი აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს 1 სექტემბრიდან დაუწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს დაუწესებს, - ამის შესახებ france24-ი წერს. საჯარიმო ტარიფები 5-დან 10%-მდე აშშ-დან იმპორტირებულ 5 078 დასახელების პროდუქტზე დაწესდება. გამოცემის ცნობით, ახალო ტარიფების ნაწილი 2019 წლის 1 სექტემბერს, ნაწილი კი 15 დეკემბერს შევა ძალაში.