imedi /  22 იანვარი 2019, 16:37 / სანდო წყარო

გალის რაიონში ქართველმა და აფხაზმა ენერგეტიკოსებმა აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი განიხილეს

აფხაზეთი

ენგურჰესი

გალის რაიონში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსები ერთმანეთს შეხვედნენ. შეხვედრაზე ზამთრის პერიოდში აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტი და თებერვალ-მარტში „ენგურჰესის“ მუშაობა განიხილეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ოკუპირებულ რეგიონში ენერგოდეფიციტია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი დავით თვალაბეიშვილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე და კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელი ასლან ბასარია.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალა. ამის მიზეზად კი კრიპტოვალუტების მაინინგის გამო რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა და შედეგად გამოწვეული დეფიციტი დასახელდა. 

ყველა სიახლე

სექსთოჯინების საწარმო

25 აგვისტო 2019, 15:02

ტაბლოიდი

სექსთოჯინების ინდუსტრიაში ახალი ტრენდი გამოჩნდა

სექსთოჯინების მწარმოებელმა კომპანია Silicone Sex World-მა საკუთარი პროდუქციის ყველაზე პოპულარული სახეობები დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები მათ არა ცნობილი ადამიანების, არამედ საკუთარი ნაცნობების კლონებს უკვეთავენ.

ბარაკ ობამა

25 აგვისტო 2019, 14:47

ტაბლოიდი

ცნობილია რა მუსიკას უსმენს ბარაკ ობამა ზაფხულის სეზონზე

„რა საერთოა Lil Nas X-სა და Dan-სა და Lizzo-ს შორის? მხოლოდ ის რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას 2019 წლის ზაფხულის პლეილისტში მოხვდნენ. თუმცა ეს ყველაზე მაგარი ადგილია“, - წერს CNN. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი რცეული სიმღერების სია Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

25 აგვისტო 2019, 14:05

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების აზრით, რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია

„დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო AFP წერს. ამასთან ერთად, სააგენტოს წყაროს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთთან კოორდინირების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2019, 13:54

მსოფლიო

ტრამპი დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე პუტინის მოწვევას არ გამორიცხავს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე, რომლიც აშშ-ში გაიმართება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვიოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სამიტის ოფიციალურ გახსნამდე განაცხადა. რუსეთს „დიდი რვიანი“ ყირიმის ანექსიის გამო დაატოვებინეს.

ხანძარი ამაზონის ტყეებში

25 აგვისტო 2019, 13:52

მსოფლიო

NASA-მ ამაზონის ტყეების ხანძრის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსანარუს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მიწის ცეცხლის საშუალებით გასაწმენდად ფერმერები პრეზიდენტმა წაახალისა. NASA-ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანების ჩარევითაა გამოწვეული.

25 აგვისტო 2019, 13:20

მსოფლიო

აშშ ბრიტანეთთან დიდ სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი მალე დიდ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ. ტრამპმა ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ოფიციალურად გახსნამდე ერთი დღით ადრე შედგა.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 13:17

ძალოვნები

ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა.

ანტირასისტული აქცია

25 აგვისტო 2019, 13:00

მსოფლიო

დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა

გერმანიაში, დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა უცხოელების წინააღმდეგ „სიძულვილი ენის“ გამოყენება დაგმეს. მათი თქმით საქსონია არ არის გერმანიის რუკაზე ლაქა. აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი რომელსაც სურს მშვიდობიანი და თავისუფალი სახელმწიფო ჰქონდეს.

Boston 168

25 აგვისტო 2019, 12:37

კულტურა

Echowaves-ის მესამე დღეს მსმენლის წინაშე Boston 168 წარდგა

Echowaves-ის ფესტივალი დღეს დაიხურება. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. ფესტივალი დღეს იხურება, ხვალ კი დილის 8:00 საათიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. კუნძულის სცენა იმუშავებს.

ინტერნეტტერორიზმი

25 აგვისტო 2019, 12:36

მსოფლიო

ტერორიზმის რისკის გასანეიტრალებლად ავსტრალია საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ექსტრემისტების მიერ ციფრული პლატფორმებზე ძალადობრივი კონტენტის მოზიდვას არ დაუშვებს და საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს. ეს განცხადება სკოტ მორისონმა დღეს დიდი შვიდეულის ფორუმზე საფრანგეთში გააკეთა.

ვარსკვლავური ომები

25 აგვისტო 2019, 12:10

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

კომპანია Disney-იმ ფესტივალ D23-ის ფარგლებში „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. პოსტერის ცენტრში ახალი ეპიზოდის მთავარი გმირები - რეი და კაილო რენი, მათ ზემოთ კი იმპერატორი პალპატინი არიან გამოსახულები.

25 აგვისტო 2019, 11:57

მსოფლიო

პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს. ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა.

Breaking bad

25 აგვისტო 2019, 11:40

კულტურა

Breaking Bad-ის ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი, რომელიც სერიალ Breaking Bad-ის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ ახალსოფელთან ცეცხლის დამატებითი კერები აღარ გაჩენილა. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან შსს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული.

აქცია მულახში

25 აგვისტო 2019, 11:17

საქართველო

სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით, სვანეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

25 აგვისტო 2019, 10:55

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო დანადგარი წარმატებით გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო დანადგარი წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით წერს. სარაკეტო დანადგარის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ სისტემა გამართულად მუშაობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მეშვიდე გამოცდაა.

ადამიანი-ბუ

25 აგვისტო 2019, 10:52

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა მითურ არსებას ვიდეო გადაუღო

ლეგენდის თანახმად, პირველად ეკლესიის სახურავზე მჯდარი ადამიანი-ბუ 1920-იან წლებში ორმა გოგომ ნახა. მას რქები და ფრთები ჰქონდა, თუმცა ადამიანის სიმაღლის იყო. ამის შემდეგ გოგოების მამამ ოჯახი კორნუოლიდან წაიყვანა, შემთხვევის შესახებ კი გაზეთებმა დაწერეს.

25 აგვისტო 2019, 10:36

მსოფლიო

დიდი შვიდეულის ლიდერებს მიაჩნიათ რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს

დიდი შვიდეულის ლიდერები, რომელთა შეხვედრაც საფრანგეთში ბიარიცში მიმდინარეობს, ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს. მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ახლოაღმოსავლეთის რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა იყოს. ინფორმაციას რუსული მედია იაპონურ წყაროებზე და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიოლნის“ გულშემატკივართა ლოცვა

25 აგვისტო 2019, 10:27

სპორტი

გულშემატკივრების მასობრივმა ლოცვამ „კიოლნს“ ვერ უშველა

გერმანული ბუნდესლიგის 2019/20 წლების გათამაშების სტარტის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ გულშემატკივრებმა მასობრივი ლოცვა აღავლინეს. ლოცვას „კიოლნის“ 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მათ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ილოცეს და კლუბის ჰიმნი იმღერეს.

ენ მაკკლეინი

25 აგვისტო 2019, 10:06

ტაბლოიდი

NYT: NASA-ს ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლეს უთვალთვალებდა

NASA-ს ასტრონავტ ენ მაკკლეინს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლის თვალთვალში, კერძოდ კი მის ანგარიშებზე უკანონო წვდომაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა კოსმოსში ჩადენილი პირველი კანონდარღვევა იყოს.