imedi /  24 იანვარი 2019, 15:55 / სანდო წყარო

ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია „ნილი“ 30 000 ლარით დაჯარიმდა

შპს ნილი

შპს „ნილი“, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, ამ თემასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი აჟიოტაჟია ატეხილი და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშობლები დაარწმუნონ, თითქოს, ბავშვების კეთილდღეობას საფრთხე ექმნება. 

„პირველ რიგში, მინდა მივმართო მშობლებს და არა ოპოზიციას და ავუხსნა, თუ რა ზომებს იღებს თბილისის მერია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღებში აღსაზრდელების კვება ხარისხიანი და უვნებელი იყოს. საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სააგენტო აწარმოებს. ისინი წლის განმავლობაში, პერიოდულად, 180-ვე ბაღს ამოწმებენ. მოწმდება ბაღის  სამზარეულოს ჰიგიენური ნორმები, შენახვის პირობები, ასევე, ტარდება ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე. მსგავსი კვლევები 180-ვე ბაღში არაერთხელ ჩატარდა და არანაირი გადაცდომა ან დარღვევა არ დადასტურებულა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

მისივე განმარტებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, 180-ვე ბაღს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება გეგმიურად ამოწმებს. წლის განმავლობაში, მათ მიერ დაახლოებით, 1100-მდე შემოწმება ჩატარდა; სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ბავშვებისთვის მიწოდებას, მზა კერძების რაოდენობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის წესის დაცულობასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.  

„ამ ყველაფრის პარალელურად, შიდა აუდიტის საშუალებით, იმისთვის, რომ კიდევ ერთი დამატებითი საშუალება გვქონდეს და დარწმუნებული ვიყოთ სურსათის უვლებლობაში, თბილისის მერია მოულოდნელად, წელიწადში რამდენჯერმე, ძალიან საფუძვლიან კვლევას ატარებს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. მერიის შიდა აუდიტმა გასული წლის 6 დეკემბერს, ასეთივე კვლევა ჩაატარა თევზის ფილის ნიმუშებზე ცხიმიანობასა და პროდუქციაში ტყვიისა და კადნიუმის შემცველობაზე. აღებული იყო ასევე, ყველის, კარაქის, ხაჭოს, არაჟნის, მაწონის, სასმელი რძის ნიმუშები ცხიმიანობაზე, რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად, რომელიც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ასევე ხარისხის ლაბორატორიამ (LLC Quality Lab) ჩაატარა, გადაცდომები გამოვლინდა“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. 

თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, რომ თევზის ფილის ცხიმიანობაში 7%-ის ნაცვლად, 6,0%-დან 6,8% იყო, რაც დასაშვებ ნორმაზე, დაახლოებით, 0,2%-ით ნაკლებია.  

„ნებისმიერი ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ ეს ხიფათის შემცვლელი არ არის. მეტიც, ეს მოზარდს აძლევს ზუსტად იმ კალორაჟს და სარგებელს, რაც საკვებისგან უნდა მიიღოს. გადაცდომა არის იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი საკვებია. ჩვენ ბაღებში არაბუნებრივ დანამატებს და საკვებს არ ვუშვებთ. შესაბამისად, ზუსტად 7%-იანი ცხიმიანობით, ბუნებრივი საკვების მაჩვენებელის მუდმივად შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუმცა ამ მინიმალური გადაცდომის მიუხედავად, კომპანია ამაზე მაინც ჯარიმდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. 

მისივე ინფორმაციით,  მეორე გადაცდომა იყო ხაჭოს ცხიმიანობა - ნაცვლად 6%-სა, დაფიქსირდა 5,7%; მესამე გადაცდომა - ტომატის ნიმუშებში 22%-დან 24%-მდე მასაში სხვაობაა, რაც 2%-იანი ცვლილებაა; მეოთხე გადაცდომა ეხებოდა ყველს, რომლის ნიმუშებშიც, ნატურალური რძის ნაცვლად, რძის ფხვნილი აღმოჩნდა. 

„თავისთავად, ესეც ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და საშიშ ფაქტორებს არ შეიცავს.  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ  ბავშვმა ცხოველური დანამატები და ზეთები მიიღოს. ამიტომაც, კონტრაქტორი ვალდებულია, რომ მთავრობის დადგენილების სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დავაკისრეთ. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მოულოდნელ შემოწმებებს, მიუხედავად იმ ათასობით შემოწმებისა, რომლებიც ბაღებში ისედაც ტარდება. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი შვილები, კარგად და ჯანსაღად იკვებებიან და მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა მერის მოადგილემ. 

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში საკვების ვარგისიანობასთან და მიკროშემადგენლობასთან დაკავშირებით, არანაირი საფრთხე არ არსებობს.

ყველა სიახლე

06 ივნისი 2026, 09:27

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტისკენ გაშვებული ოთხი ირანული დრონის ჩამოგდებისა და რადიოლოკაციური სადგურების დაბომბვის შესახებ იუწყება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით მათ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული ოთხი ირანული დრონის ჩამოგდება შეძლეს.

06 ივნისი 2026, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

კირ სტარმერი

06 ივნისი 2026, 08:27

მსოფლიო

კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთი 2030 წლისთვის ნატოს თავს დაესხმება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, 2030 წლისთვის რუსეთი მზად იქნება ნატოს თავს დაესხას.

06 ივნისი 2026, 08:00

პოლიტიკა

ღია ეთერი - საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი - ევროკავშირის წევრობა. მუქარა სანქციებით და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით. რა გახდა ბრიუსელთან დიალოგის შეჩერების რეალური მიზეზი - დღეს, 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა - „ქართული ოცნება“ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ მისწრაფებას ადასტურებს. ოპონენტები მმართველ გუნდს ხალხის არჩევანის ღალატში ადანაშაულებენ. მუქარა სანქციებით და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით - რა გახდა ბრიუსელთან დიალოგის შეჩერების რეალური მიზეზი? არსებობს თუ არა ურთიერთობის გადატვირთვის რესურსი? ლიდერი ქვეყანა ავტორიტეტულ რეიტინგებსა და კვლევებში - კრიტიკის ობიექტი ევროპარლამენტის რეზოლუციებში. რა განაპირობებს ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტს საქართველოსთან მიმართებით?

06 ივნისი 2026, 00:45

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ჰენრი ნოვაკის საქმეზე ვაშინგტონის კრიტიკაზე: ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიაში და მიზნად ისახავენ განხეთქილების გაღვივებას ჩვენს ქუჩებში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ბრიტანელი სტუდენტის, ჰენრი ნოვაკის მკვლელობა მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირა და საზოგადოებას „სამართლიანი რისხვისკენ“ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი

06 ივნისი 2026, 00:22

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჰენრი ნოვაკი დღეს ცოცხალი უნდა იყოს და იქნებოდა კიდეც, ევროპის ელიტის ბოლო რამდენიმე თაობას თვითგვემის პოლიტიკისა და მიგრანტთა მასობრივი ნაკადის წინააღმდეგ მტკიცე პოზიცია რომ შეენარჩუნებინა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში ჰენრი ნოვაკის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარს დასავლური ცივილიზაციის კრიზისს უკავშირებს.

05 ივნისი 2026, 22:42

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოსა და ბაჰრეინს შორის გამართულ მატჩს დაესწრო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფრიდრიხ მერცი

05 ივნისი 2026, 22:39

მსოფლიო

მერცი: სერბეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ღიაა, თუმცა სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია

სერბეთმა უნდა გადაწყვიტოს, სად დგას - რუსეთს, ჩინეთსა და ევროპას შორის ბალანსირების პოლიტიკა შეუძლებელია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

05 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანს, რობერტ ოლიფანტს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტები განიხილეს.

პროკურატურა ღამით

05 ივნისი 2026, 22:24

სამართალი

პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვენ მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას

პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, - ასე ეხმაურება საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადვოკატების განცხადებებს.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2026, 22:17

მსოფლიო

ტრამპი პუტინსა და ზელენსკიზე: დაე, მათ მოაგვარონ ეს საკითხები - ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული ვითარება გადაჭრის გზას უახლოვდება.

05 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია COSAP-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.

05 ივნისი 2026, 21:58

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუკა ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა. ლოჩოშვილმა ბურთი მეტოქის კარში 52-ე წუთზე გაიტანა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 ივნისი 2026, 21:53

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინის მიერ შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ომს ირჩევს

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“, უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 21:43

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართულები, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

05 ივნისი 2026, 21:32

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

მეფე ჩარლზ III ილია დარჩიაშვილი

05 ივნისი 2026, 21:27

პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

05 ივნისი 2026, 21:24

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)) თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს

ქრონიკის კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ბექა ძამაშვილი

05 ივნისი 2026, 21:10

პოლიტიკა

2012 წლამდე პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარი მძიმე ფაქტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს წინააღმდეგ 93%-ით შემცირებული საქმეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

05 ივნისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სამთვიანი ყოველდღიური კონფლიქტი, შეურაცხყოფა და ღია დაპირისპირება - რას საქმიანობს ოპოზიციის ალიანსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილი აკრიტიკებს ალიანსს, ალიანსი თავს ესხმის სააკაშვილს, სააკაშვილის პარტია კი ცდილობს თავისი ლიდერი დაიცვას. მძიმეა ლექსიკაც, სცენარი კი ალიანსის შექმნის მომენტიდან, ანუ 96-ე დღეა არ იცვლება.