იმედი /  01 თებერვალი 2019, 17:15 / სანდო წყარო

ევროკავშირი: საქართველოში შრომის ინსპექტირების სისტემას კორექტირება სჭირდება

 ევროკომისია საქართველოში შრომის ინსპექტირების მოქმედი სისტემის კორექტირების საჭიროებას ხედავს, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს ეხება.

„დასაქმების და სოციალური პოლიტიკების თვალსაზრისით, უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავ მაღალია (13.7% -მა 2017 წელს საქსტატის მონაცემებით), მიუხედავად შემცირების ტენდენციისა,52 განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის53. საერთო ჯამში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი კვლავ დაბალია და სიღარიბე კვლავ პრობლემა რჩება - მოსახლეობის 21.9% -ით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ;“ - ნათქვამია ანგარიშში. 

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია იკრიბება პლენარული შეხვედრის, ასევე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, თუმცა პლენარული შეხვედრა არარეგულარულად იმართება. 2017 წლის ნოემბერში საქართველომ მოახდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #144 კონვენციის რატიფიცირება სამმხრივი სოციალური დიალოგის ხელშეწყობის შესახებ. კონვენციის ძალაში შესვლისთანავე, 2019 წლის მაისში საქართველო მონაწილეობას მიიღებს სავალდებულო საანგარიშგებო ციკლში მისი განხორციელების თაობაზე და პრაქტიკაში დაექვემდებარება შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო მექანიზმების მიერ. შრომის ინსპექტირების ამჟამინდელი სისტემა შემდგომ კორექტირებას საჭიროებს იმისთვის, რომ იყოს შრომის უფლებების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციების განხორციელების ეფექტური მექანიზმი.

ასევე ანგარიშში აღნისნულია, რომ 2018 წლის აგვისტოში ძალაში შევიდა კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომელმაც საშუალება მისცა შრომის ინსპექტორებს განეხორციელებინათ მოულოდნელი შემოწმებები და ჯარიმები გამოეყენებინათ. თუმცა, კანონის გამოყენება შეზღუდულია მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, რომელიც მოიცავს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო პირობებს. 2018 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ 54. არ არის წინსვლა დასაქმების სამსახურის შესახებ კანონის მიღების საკითხში, ხოლო საჯარო დასაქმების ახალი მოდელის აპრობაცია შერჩეულ რეგიონებში ნელ-ნელა გრძელდება.

ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მოსალოდნელია შრომის კოდექსში შემდგომი ცვლილებების შეტანა55 . შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი განიხილავს. ახალმა საპენსიო სისტემამ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან ბევრი კრიტიკა გამოიწვია.

,,საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიშიგამოქვენდა. განახლებული ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ შესაბამისად, ანგარიშში განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს პერიოდს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2019 წლის  5 მარტს გაიმართება.  

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2019, 11:40

საქართველო

ძლიერმა ქარმა სამგორის რაიონში საწყობის სახურავი მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა თბილისში შენობები დააზიანა. დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩაზე მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქცია ჩამოვარდა, სამგორის რაიონში კი პოლიციის ქუჩაზე ერთ-ერთი საწყობის სახურავი მოგლიჯა.

19 თებერვალი 2019, 11:39

კულტურა

ვივიენ ვესტვუდმა მოდურ ჩვენებაზე პოლიტიკური პერფომანსი გამართა

ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა ლონდონის მოდის კვირეულზე პოლიტიკური პერფომანსი მოაწყო. პოდიუმზე მოდელებმა გლობალური დათბობის მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს, ასევე Brexit-ის და ხელოვნური ინტელექტის თაობაზე.

19 თებერვალი 2019, 11:35

საქართველო

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს.კერძო სექტორში კი 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.

19 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

სტიქიური უბედურების პრევენციისთვის 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან.

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2019, 11:05

საქართველო

ზურაბიშვილი მაკრონთან შეხვედრაზე: ეს იქნება მოთხოვნების შეხვედრა

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.

დღგ

19 თებერვალი 2019, 10:43

ეკონომიკა

19 თებერვლიდან ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მოხდება. დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე.

19 თებერვალი 2019, 10:20

მსოფლიო

გაერო: ავსტრალიის გვალვა უპირველეს ყოვლისა აზიანებს ბავშვებს

ავსტრალიის დიდი ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერი გვალვის გამო იტანჯებოდა. გვალვამ განსაკუთრებით დააზიანა სოფლის მეურნეობა. გაეროში აცხადებენ, რომ ბავშვებს დრო აღარ აქვთ სკოლისთვის და გართობისთვის და ისინი მშობლებს ეხმარებიან მუშაობაში.

დაკავება

19 თებერვალი 2019, 10:13

ძალოვნები

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2019, 09:58

კულტურა

სიუზი კუატროს ახალი ალბომი მარტის ბოლოდან გაიყიდება

68 წლის სიუზი კუატრომ ახალ სინგლზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა No Soul/No Control ალბომში No Control არის შესული, რომელიც გაყიდვაში 29 მარტს გამოვა. სუზი კუატრომ მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის პირველი ბას გიტარისტი ქალია, რომელიც როკ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად იქცა.

ჯანეტ ოსბორნი

19 თებერვალი 2019, 09:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია პირველად გამოიყენეს

მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც თავის მხრივ მხედველობის დაქვეითებას იწვევს. გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.

უოლეს სმით ბროკერი

19 თებერვალი 2019, 09:11

მსოფლიო

ტერმინის „გლობალური დათბობა“ ავტორი გარდაიცვალა

გეოლოგი ისეთი ცნობილი ტერმინის ავტორია, როგორიცაა გლობალური დათბობა. ბროკერმა ეს ტერმინი პირველად 1975 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, რომლის სახელწოდება იყო "კლიმატის ცვლილება: ვიმყოფებით თუ არა მკვეთრი გლობალური დათბობის ზღვარზე?“

ბოლივია ავარია

19 თებერვალი 2019, 08:48

მსოფლიო

ბოლივიაში ავარიას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქ პოტოსთან მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. პოლიციის ცნობით, ავტობუსში 45 მგზავრი იყო.

აშშ-მექსიკის საზღვარი

19 თებერვალი 2019, 08:32

მსოფლიო

16 შტატის კოალიციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო ტრამპს უჩივლა

ამერიკის 16 შტატის კოალიციამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის მიზეზი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინასებასთან დაკავშირებით კონგრესთან უთანხმოების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა.

სირია აფეთქება

19 თებერვალი 2019, 08:11

მსოფლიო

სირიაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაღმული მანქანა ქალაქის მთავარ ქუჩაზე აფეთქდა, ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგ კი მეორე აფეთქებაც მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კანონპროექტი

19 თებერვალი 2019, 07:59

საქართველო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ოხანაშვილის განცხადებით, ეს არის იმ დეპუტათა შეურაცხყოფა, რომლებმაც კომიტეტის თავმჯდომარის არჩევაში მიიღეს მონაწილეობა და აქტიურად ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას. კომიტეტის სხდომაზე ასევე კამათი იყო მამუკა მდინარაძესა და ლევან კობერიძეს შორის.

ვაშინგტონი, აშშ

19 თებერვალი 2019, 00:59

მსოფლიო

ამერიკელებმა ქვეყნის მთავარი პრობლემა დაასახელეს

Gallup-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აშშ-ში მცხოვრები ადამიანების 35% ქვეყნის მთავარ პრობლემად მთავრობას და მის სუსტ მმართველობას ასახელებს. შედეგები 2013 წელს ჩატარებულ კვლევაზე 2%-ით მაღალია. ამერიკელების დიდი ნაწილი სუსტ მმართველობაში ემიგრაციასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გულისხმობს.

ცხოველები

19 თებერვალი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა

ლონდონის ზოოპარკმა ცხოველების რენტგენის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ზოოპარკის 18 000 ბინადრის სამედიცინო შემოწმებისას გადაიღეს. როგორც ვეტერინარები ამბობენ, რენტგენი დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება და ცხოველების მდგომარეობის შესამოწმებლად აუცილებელია.

სექსი

19 თებერვალი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

რომელ ქვეყნებში ჰყავთ ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი

გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ბევრი სექსუალური პარტნიორი (საშუალოდ 15-20) შვეიცარიაში, გერმანიასა და ბრაზილიაში ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლოება სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ ერთხელ ან სამჯერ იცვლის. ანალოგიური პასუხი გასცეს ესპანელებმა და იტალიელებმაც.

ზინედინ ზიდანი

18 თებერვალი 2019, 23:56

სპორტი

ზინედინ ზიდანი „ჩელსის“ პირობებს უყენებს

ფრანგი სპეციალისტი საფეხბურთო კლუბისგან £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს. პარალელურად ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.

ელარჯი

18 თებერვალი 2019, 23:37

ტაბლოიდი

ესპანელმა მორაგბეებმა ელარჯი დააგემოვნეს. ფოტოები

17 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მეტოქეებს ანგარიშით 24:10 სძლიეს. თამაშის შემდეგ ესპანელმა მორაგბეებმა მეგრული ელარჯი დააგემოვნეს.