imedi /  05 თებერვალი 2019, 10:06 / სანდო წყარო

მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

მცხეთა

მცხეთა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა.

უწყების ცნობით, კონკურსში გამარჯვებული ამხანაგობა ,,აქოლისი” გახდა, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული. 

UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, უსისტემო და ქაოსური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც, ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობის განვითარებას.

ყველა სიახლე

ლინდსი გრემი

08 აპრილი 2020, 05:33

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ

მანამ, სანამ ჯანმოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ჯანმოს დაფინანსებას მხარს არ დავუჭერ, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრემმა. Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა აღნიშნა, რომ სენატის ასიგნაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოსტს გამოიყენებს, რათა ჯანმომ აშშ-სგან დაფინანსება არ მიიღოს.

მაიკ პენსი

08 აპრილი 2020, 05:13

COVID19

მაიკ პენსი: მეცნიერი არ ვარ, მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვხედავ

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციას ხედავს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 04:46

COVID19

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 939 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 4 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში 1 344 ადამიანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 04:32

COVID19

ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 03:02

COVID19

დონალდ ტრამპი: მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა

მომდევნო კვირა მტკივნეული იქნება, თუმცა, იცით, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს უკვე მტკივნეული კვირაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო კვირა აშშ-ში რთული იქნება, თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით გაუმჯობესებას დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 02:38

COVID19

დონალდ ტრამპი: ჯანმოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების საკითხს შევისწავლით

აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

08 აპრილი 2020, 02:14

COVID19

კორონავირუსის გამო ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შეკავების მიზნით ილინოისის შტატში 1 100 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 01:47

COVID19

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს

Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს.

რონალდინიო

08 აპრილი 2020, 01:31

სპორტი

რონალდინიოსა და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს

პარაგვაიში ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ფეხბურთელ რონალდინიოსა და მის ძმას, რობერტო დე ასის მორეირას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა G1 ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 01:17

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 12 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 383 256 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 021 კი გარდაიცვალა.

პრაღა

08 აპრილი 2020, 00:55

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა

ჩეხეთის რესპუბლიკა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. კერძოდ, მოსახლეობას საშუალება მიეცა პირბადეების ტარების გარეშე ფიზიკური აქტიურობა განახორციელონ ქალაქგარეთ იმ პირობით, რომ დისტანცირების წესი დაცული იქნება.

პანდები

08 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო დაცარიელებულ ზოოპარკში 10 წლის განმავლობაში პირველად პანდები შეჯვარდნენ

ინ ინი და ლე ლე ზოოპარკში უკვე დიდი ხანია ბინადრობენ, თუმცა შეჯვარების ბუნებრივი პროცესის განხორციელებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. ზოოპარკის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მათი წარმატება ზოოპარკის კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებამ განაპირობა.

08 აპრილი 2020, 00:45

COVID19

ინდოეთში პოლიციელებმა კორონავირუსის ფორმები ჩაიცვეს. ვიდეო

ინდოეთში პოლიციელები ახალი ეკიპირებით გამოჩნდნენ. სამართალდამცველებს კორონავირუსის ფორმები აცვიათ, რითაც მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

ამანდა ჰოლდენი

08 აპრილი 2020, 00:40

COVID19

კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფმა ქალებმა ნაგვის გადაყრა სამეჯლისო კაბებით დაიწყეს. ფოტო

ქალები მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გამო კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნისას ნაგვის გადასაყრელად სამეჯლისო კაბებით გადიან და ფოტოსესიებს აწყობენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ოლაფი

08 აპრილი 2020, 00:35

კულტურა

Disney-ს ანიმატორმა მულტსერიალი „სახლში ოლაფთან ერთად“ სახლიდან გაუსვლელად შექმნა

მულტფილმის სერიები Disney-ს Twitter-სა და YouTube არხებზე იტვირთება. ჯერჯერობით უცნობია რა სიხშირით გამოვა ახალი სერიები, თუმცა პირველი ეპიზოდი „მხიარულება თოვლში“ უკვე ხელმისაწვდომია.

ირაკლი სესიაშვილი

08 აპრილი 2020, 00:16

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი ციხის ბუნტზე: არ შეიძლება რეალობა შეცვალო ტყუილებით და სიცრუით

„შეფასებები კიდევ იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება რეალობა შეცვალო ტყუილებით და სიცრუით. და ჩვენ მუდმივად ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკური მედიის მხრიდან მიდის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება, სიცრუის გავრცელება, მცდელობა იმისა, რომ ეს ყველაფერი „გაპრავდეს“ - ადამიანების სიკვდილი, მკვლელობა, წამება და ეს იყო მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ანდრეა ბოჩელი

08 აპრილი 2020, 00:15

COVID19

ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს

იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ანდრეა ბოჩელისთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელი მიიღერბს. კონცერტის ტრანსლირება ანდრეა ბოჩელის YouTube-ის არხზე განხორციელდება.

სოზარ სუბარი

08 აპრილი 2020, 00:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: იარაღის გამოყენება იყო უკანონო

„გადამეტება იყო არამხოლოდ ლეტალური იარაღის გამოყენება, არამედ რეზინის ტყვიაც კი, რაც იდეაში საუკეთესო საშუალებაა ამ დროს ძალის გამოყენების თვალსაზრისით, იყო უკანონო, იმიტომ რომ მაშინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეზინის ტყვიის, როგორც სპეცსაშუალების გამოყენებას. შესაძლებელი იყო გაზის გამოყენება, თუმცა გაზის გამოყენებაც სახიფათოა, იმიტომ რომ დახურულ სივრცეში მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი" - ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

სოზარ სუბარი

08 აპრილი 2020, 00:08

საზოგადოება

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: ყველა მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა აჯანყება უკვე ჩახშობილი იყო

სტრასბურგის განაჩენში საუბარია სიცოცხლის უფლების დარღვევაზე ანუ ადამიანების განზრახ მკვლელობაზე. ეს რომ განზრახ მკვლელობა იყო, ამის შესახებ რამდენიმე მოხსენებაში ვიმეორებ. პირველივე მოხსენებაში წერია, რომ ყველა მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა აჯანყება ჩახშობილი იყო, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 23:57

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: გვესაჭიროება მხოლოდ თავდაცვის ეკიპირებები და სოციალური დისტანცირების რეგულირება

რა მიმართულებით საჭიროებს ჯანდაცვის სიტემა თანხების მობილიზებას? - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დღეს მთავარ პრობლემას სოციალური დისტანცირების დაცვა და სამედიცინო პერსონალის პირადი ეკიპირება წარმოადგენს. „პირადი აზრია რომ საწოლები საკმარისზე მეტია საჭიროა მხოლოდ მათი მობილიზაცია. დღეისთვის ის მობილიზებულია, 9 კლინიკა მუშაობს. 200მდე ავადმყოფია და 500მდე საწოლია მობილიზებული. არსებობს გეგმა ბ და გეგმა ც დამატებითი საწოლებისა და მედპერსონალის მობილიზების, მათ ნაწილს გადამზადება უკვე გავლილი აქვს და ნაწილი კიდევ გაივლის. მობილიზებულია სასუნთქი აპარატები. ბევრს ჰქონია, რომ ეს დიდი პრობლემაა და არ არის დიდი პრობლემა.