imedi /  05 თებერვალი 2019, 11:56 / სანდო წყარო

კანადურ ბირჟა Quadriga-ზე კრიპტოვალუტების მფლობელებმა დანაზოგთან კავშირი დაკარგეს

კანადურ ბირჟა Quadriga -ზე კრიპტოვალუტების მფლობელებმა თავიანთ დანაზოგთან კავშირი დაკარგეს - წერს BBC -ი

ბირჟის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის გარდაცვლების გამო,  თითქმის 140 მლნ დოლარია ბლოკირებული. კოტენი მოულოდნელად, 30 წლის ასაკში, გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა ინდოეთში მოგზაურობისას. ამასთან, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ანგარიშების დამუშავების  უფლება ჰქონდა.

ბირჟაზე 115 ათასი მომხმარებლის 137 მლნ დოლარის კრიპტოვალუტა იყო. კომპანიამ უკვე დაიქირავა სპეცალისტები, რომლებიც ცდილობენ  დაშიფრული მონაცემების ნაწილი მაინც აღადგინონ, თუმცა მათ მცდელობას ჯერ შედეგი არ მოუტანია.

 

ყველა სიახლე

20 ივლისი 2019, 19:29

საქართველო

ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

„ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", ამ და სხვა ლოზუნგებით ბათუმში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ითხოვენ, შეჩერდეს პროექტის „რივირა“ საქმისწარმოება, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

20 ივლისი 2019, 19:21

საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს დღეს შეხვდება

ოქრუაშვილის თქმით, სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.

საპროტესტო აქცია მოსკოვში

20 ივლისი 2019, 19:18

მსოფლიო

მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მრავალთასიანი აქცია გაიმართა

მოსკოვში, სახაროვის გამზირზე დედაქალაქის სათათბიროში დაგეგმილ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა 22,4 ათასმა ადამიანმა მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 12 ათასი მომიტინგე დაითვალეს.

20 ივლისი 2019, 19:07

ძალოვნები

ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო. პოლიციის თანამშრომლებმა კანაფი სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს.

ირაკლი ოქრუაშვილი

20 ივლისი 2019, 18:58

საქართველო

რა ქონებას ფლობდა ოქრუაშვილი, როდესაც მისი თქმით, ხალვაშს 7,7 მილიონი დოლარი ასესხა

ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს 22 ათას ლარად შეფასებულ ავტომანქანას, 123 ათას ლარად შეფასებულ ბინას თბილისში და 9000 ლარად შეფასებულ ავეჯს ფლობდა. ამის შესახებ მის მიერ 2004 წლის 30 აპრილს შევსებული ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციიდან ირკვევა.

20 ივლისი 2019, 18:44

მსოფლიო

ერაყის ქურთისტანში თურქი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ერაყის ქურთისტანის დედაქალაქის ერბილის პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც თურქი დიპლომატის და ერაყის ორი მოქალაქის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. თურქული მედიის ცნობით, ცნობილია მხოლოდ ერთი დაკავებულის ვინაობა. დანარჩენი სამის სახელი არ ხმაურდება.

20 ივლისი 2019, 18:21

ტექნოლოგიები

კვლევა: ოპერაციამდე მუსიკის მოსმენა ნერვებს ამშვიდებს

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს, ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე-ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს ჩატარებული კვლევა აძლევს.

20 ივლისი 2019, 17:52

ტექნოლოგიები

Bentley 100 წლის იუბილესთვის ახალ ავტომობილს გამოუშვებს

ბრიტანული მდიდრული ავტობრენდი ბენტლი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უახლესი მოდელის "BentleyEXP100GT"-ის გამოშვებას გეგმავს. ინფორმაცია ბრენდის ოფიციალურ Twitter-ზე გასაჯაროვდა. ავტომობილი მაღალ სიჩქარეს განავითარებს და მისი სალონი ტყავისგან იქნება დამზადებული.

20 ივლისი 2019, 17:34

ეკონომიკა

ჩინეთმა უცხოელ ინვესტორებს ფინანსური ბაზარი გაუხსნა

ჩინეთმა უცხოურ ინვესტიციებისთვის ფინანსური სექტორი გახსნა და აქამდე არსებული მკაცრი პოლიტიკა შეარბილა. france24-ის ცნობით, ამის მიზეზი მსოფლიოში მეორე ეკონომიკის ზრდის შენელება გახდა, რას აშშ-სთან სავაჭრო ომმა გამოიწვია. 2018 წელს ჩინეთის ეკონომიკა ბოლო 28 წლის მანძილზე პირველად შენელდა.

ადვოკატი ბაჩუკი ქირია

20 ივლისი 2019, 17:21

ძალოვნები

სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს ბრალი წაუყენეს

სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. სწორედ ამ ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.

ტრაპეზი ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში

20 ივლისი 2019, 16:54

საქართველო

ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეგროვდა და ტრაპეზი მოეწყო

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში საინიციატივო ჯგუფის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს, შემდეგ კი ტაძრის ეზოში იტრაპეზეს.

20 ივლისი 2019, 16:53

ეკონომიკა

ინგლისში დაიხურება სკოლა, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობდა

ინგლისში დაიხურება სკოლა, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობდა. პრესტონთან მდებარე დაწესებულების გახსნიდან 180 წლის შემდეგ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ სკოლას ფინანსური პრობლემები აქვს.

20 ივლისი 2019, 16:36

საქართველო

თბილისში საპროტესტო პოსტერები გამოჩნდა

ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს. პოსტერებზე ცალ თვალზეხელაფარებული ადამიანების ფოტოებია გამოსახული. დღეს ერთი თვე შესრულდა თბილისში 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლიდან.

აფეთქება გაზის ქარხანაში

20 ივლისი 2019, 16:16

მსოფლიო

ჩინეთში გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ჰენანის პროვინციაში გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა. 12 ადამიანი დაიღუპა, 13-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო, კიდევ 3 კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ იმაში მოხდა.

20 ივლისი 2019, 16:09

ტექნოლოგიები

იყიდება სერვისი DeepNude, რომელიც ფოტოებზე ქალებს „აშიშვლებს“

აპლიკაცია DeepNude-ის ავტორებმა პროექტის გაყიდვის შესახებ განაცხადეს. აპლიკაციას ნეიროქსელის დახმარებით, ფოტოზე ნებისმიერი ქალის გაშიშვლება შეუძლია. ინფორმაცია პროექტის გაყიდვის შესახებ სერვისის Twitter-ზე გამოჩნდა. საწყისი ფასი $30 ათასია.

ფოთის პორტი

20 ივლისი 2019, 15:56

ეკონომიკა

ფოთის აკვატორიაში თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა

"მომავალ წელს იმედია, ამ ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს“, – განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა. იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული.

20 ივლისი 2019, 15:45

საქართველო

საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 25-30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა დღისით 32-37 გრადუსი იქნება.

El Chapo (ხოაკინ გუზმანი)

20 ივლისი 2019, 15:36

მსოფლიო

მექსიკელი ნარკობარონი El Chapo კოლორადოს ციხეში გადაიყვანეს

მექსიკელი ნარკობარონი El Chapo (ხოაკინ გუზმანი) აშშ-ში კოლორადოს ციხეში გადაიყვანეს. Supermax-ის ციხეში ის სამუდამო პატიმრობაში დარჩება. ის რამდენიმე დანაშაულში ბრალდებულად ცნეს, მათ შორისაა შეთქმულება და მკვლელობის მომზადება. El Chapo (ხოაკინ გუზმანი) მექსიკის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ორჯერ გაიქცა და განმეორებით 2016 წელს დააკავეს. 2017 წელს მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდა.

ვენეცია

20 ივლისი 2019, 14:58

მსოფლიო

ტურისტები ვენეციიდან ხიდზე ყავის მოდუღების გამო გააძევეს

ვენეციის პოლიციამ ორი გერმანელი ტურისტი რიალტოს ხიდის კიბეებზე ყავის მოდუღების გამო €950 ჯარიმა დააკისრა. პოლიციას გამმვლელებმა მიმართეს. პოლიციამ ტურისტებს მხოლოდ ჯარიმა არ აკმარა და ქალაქის დატოვება მოსთხოვა. ვენეციის მერმა ამ ტურისტებს უზრდელები უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქის სტუმრებმა ეტიკეტი უნდა დაიცვან.

20 ივლისი 2019, 14:56

ძალოვნები

საქართველო Agile Spirit 2019-ს უმასპინძლებს

მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.