imedi /  05 თებერვალი 2019, 16:27 / სანდო წყარო

„ნენსკრა ჰესის“ პროექტში ცვლილებები შევიდა

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რაც 2015 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევებს უკავშირდება - წერს 1Tv.ge გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტზე დაყრდნობით. 

ბოლო წლებში შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებისა და კაშხლის უსაფრთხოების კუთხით ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლილება ჰესის კაშხლის სიმაღლეს უკავშირდება. 135 მეტრის ნაცვლად, მისი სიმაღლე 125 მეტრი იქნება. შესაბამისად, 3 კვ.კმ-დან 2.7 კვ. კმ-მდე შემცირდა წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი.

იცვლება კაშხლის ღერძიც – მარჯვენა ბურჯი გადაადგილება 100 მეტრით, ხოლო მარცხენა ბურჯი 50 მეტრით ზედა ბიეფის მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით, კაშხლის ღერძის ახალი განლაგება პრაქტიკულად გამორიცხავს ბიოლოგიურ გარემოზე დამატებით უარყოფითი ზემოქმედების რისკებს.

იცვლება კაშხლის კონსტრუქციაც – წინა პროექტით გათვალისწინებული ქვანაყარი კაშხალის ასფალტის გული შეიცვალა ასფალტის ეკრანით.

პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ პროექტში ჯამში 12 ცვლილება შეიტანა. კომპანიის ინფორმაციით, ცვლილებების მიზანი გარემოზე ზემოქმედების შემცირებაა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ბრძანებით, პროექტში შეტანილი ცვლილებები არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

სოფელ ჭუბერში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის დასაწყისში შეჩერდა.

18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) გავიდა, რომელსაც ინვესტორის დაკვეთით, ქართულ კონტრაქტორ კონსორციუმ GCC-სთან ერთად, ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა.  ახალი მშენებელი კი ახალი ტენდერით უნდა გამოვლინდეს. 

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) „ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში დაადასტურა. 2017 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ნენკრაჰესის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტაეკვონ სიომ განაცხადა რომ მომდევნო წლისთვის პროექტის ფინანსური სამუშაოები დასრულდება, ჰესის ნაწილობრივი გენერირება 2021 წელს დაიწყება, ხოლო სრული ამოქმედება - 2023 წელს იგეგმება. ამასთან, ტაეკვონ სიომ თქვა, რომ სამუსაოებზე სამი ათასზე მეტი მუშახელი დასაქმდება.

ყველა სიახლე

სტუდენტები

19 თებერვალი 2019, 12:24

საქართველო

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი თავის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. კახა კალაძემ სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა.

19 თებერვალი 2019, 12:21

ეკონომიკა

Huawei-ს დამფუძნებელი: აშშ-ს ჩვენი განადგურება არ შეუძლია

კომპანია Huawei-ის განადგურება აშშ-ს არ შეუძლია, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. რენ ჟენფეიმ მისი ქალიშვილის, Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

19 თებერვალი 2019, 12:20

საქართველო

პენიტენციური სამსახურის თქმით გუანტანამოდან პატიმრებს არავინ ჩამოიყვანს

სამსახურის თქმით რუსთავის ახალ დაწესებულებებში მხოლდო საშუალო რისკის მქონე პატიმრების განთავსება იგეგმება და გუანტანამოს ციხიდან დამნაშავეების ჩამოყვანას არავინ აპირებს. რუსთავში მშენებარე ორი ციხიდან ერთი 120 პატიმარზე, მეორე კი 700 პატიმარზეა გათვლილი.

19 თებერვალი 2019, 12:12

საქართველო

საქართველოს ქალაქებში მწვანე სივრცეებს კაპიტალური მშენებლობისგან კანონი დაიცავს

ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებაში არსებული ყველა პარკი და მწვანე ზონა საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული. საპარლამენტო უმრავლესობა ახალი ინიციატივით გამოდის. კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი „მწვანე ხაზები“და სწორედ ამ ხაზებით იქნება შემოსაზღვრულ აღნიშნული ტერიტორიები..

კობა დავითაშვილი

19 თებერვალი 2019, 12:07

საქართველო

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ის ამბობს, რომ 2019 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭის იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რადგან ქართული ოცნების მიერ გაცნობიერებულმა თუ გაუცნობიერებლობით გადადგმული ნაბიჯები შესაძლებელს ხდის ქავეყანის სათავეში „ნაციონალურო მოძრაობა“ დაბრუნდეს, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

19 თებერვალი 2019, 11:51

საქართველო

ძლიერმა ქარმა სამგორის რაიონში საწყობის სახურავი მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა თბილისში შენობები დააზიანა. დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩაზე მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქცია ჩამოვარდა, სამგორის რაიონში კი პოლიციის ქუჩაზე ერთ-ერთი საწყობის სახურავი მოგლიჯა.

ივანე მაჭავარიანი

19 თებერვალი 2019, 11:49

საქართველო

მაჭავარიანი: ანაკლიას და „თიბისი ბანკს“ არ ემუქრება არანაირი საფრთხე

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის ანაკლიის პროექტის შეფერხებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „მე გამოვრიცხავდი, რომ ანაკლიას უკავშირდებოდეს, პირიქით, ანაკლიის პროექტის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად მხარს უჭერს ამ პროექტის განვითარებას.

19 თებერვალი 2019, 11:47

მსოფლიო

ამერიკელმა მეხანძრეებმა გაფუჭებული ატრაქციონიდან 16 ადამიანი ჩამოიყვანეს

BBC-ის ინფორმაციით გონდოლაზე ჩარჩენილი რამდენიმე ადამიანი უსაფრთხოების სპეციალური ქამრებით ჩამოიყვანეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ატრაქციონის მუშაობა ძლიერმა ქარმა შეაფერხა. ამინდის ეროვნული სააგენტოს თქმით ინციდენტის დროს +9 გრადუსი იყო.

19 თებერვალი 2019, 11:41

საქართველო

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედარს ოჯახი 44 დღეა ელოდება

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური სამშობლოში დღემდე არ გადმოუსვენებიათ. დავით რაზმაძის ცხედარს ოჯახი 44 დღეა ელოდება. გარდაცვლილის ახლობლები სახელმწიფო უწყებებს დროულ რეაგირებას სთხოვენ.

19 თებერვალი 2019, 11:39

კულტურა

ვივიენ ვესტვუდმა მოდურ ჩვენებაზე პოლიტიკური პერფომანსი გამართა

ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა ლონდონის მოდის კვირეულზე პოლიტიკური პერფომანსი მოაწყო. პოდიუმზე მოდელებმა გლობალური დათბობის მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს, ასევე Brexit-ის და ხელოვნური ინტელექტის თაობაზე.

19 თებერვალი 2019, 11:35

საქართველო

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.ბანკი საქართველოს 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს.კერძო სექტორში კი 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.

19 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

სტიქიური უბედურების პრევენციისთვის 70 მილიონი დოლარი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან.

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2019, 11:05

საქართველო

ზურაბიშვილი მაკრონთან შეხვედრაზე: ეს იქნება მოთხოვნების შეხვედრა

სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ.

დღგ

19 თებერვალი 2019, 10:43

ეკონომიკა

19 თებერვლიდან ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მოხდება. დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე.

19 თებერვალი 2019, 10:20

მსოფლიო

გაერო: ავსტრალიის გვალვა უპირველეს ყოვლისა აზიანებს ბავშვებს

ავსტრალიის დიდი ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში ძლიერი გვალვის გამო იტანჯებოდა. გვალვამ განსაკუთრებით დააზიანა სოფლის მეურნეობა. გაეროში აცხადებენ, რომ ბავშვებს დრო აღარ აქვთ სკოლისთვის და გართობისთვის და ისინი მშობლებს ეხმარებიან მუშაობაში.

დაკავება

19 თებერვალი 2019, 10:13

ძალოვნები

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს რუსთავში, „ნოკიას“ ფირმის ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს, მოპარული ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 თებერვალი 2019, 09:58

კულტურა

სიუზი კუატროს ახალი ალბომი მარტის ბოლოდან გაიყიდება

68 წლის სიუზი კუატრომ ახალ სინგლზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა No Soul/No Control ალბომში No Control არის შესული, რომელიც გაყიდვაში 29 მარტს გამოვა. სუზი კუატრომ მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის პირველი ბას გიტარისტი ქალია, რომელიც როკ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად იქცა.

ჯანეტ ოსბორნი

19 თებერვალი 2019, 09:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია პირველად გამოიყენეს

მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც თავის მხრივ მხედველობის დაქვეითებას იწვევს. გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.

უოლეს სმით ბროკერი

19 თებერვალი 2019, 09:11

მსოფლიო

ტერმინის „გლობალური დათბობა“ ავტორი გარდაიცვალა

გეოლოგი ისეთი ცნობილი ტერმინის ავტორია, როგორიცაა გლობალური დათბობა. ბროკერმა ეს ტერმინი პირველად 1975 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოიყენა, რომლის სახელწოდება იყო "კლიმატის ცვლილება: ვიმყოფებით თუ არა მკვეთრი გლობალური დათბობის ზღვარზე?“

ბოლივია ავარია

19 თებერვალი 2019, 08:48

მსოფლიო

ბოლივიაში ავარიას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქ პოტოსთან მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. პოლიციის ცნობით, ავტობუსში 45 მგზავრი იყო.