imedi /  06 თებერვალი 2019, 13:12 / სანდო წყარო

საქართველოს საფონდო ბირჟამ 1 თვეში 22 მილიონი ლარი დაკარგა

 საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია კლების ტენდენციას ინარჩუნებს. ბოლო 1 თვეში ბირჟამ  ღირებულებიდან კიდევ 22 მილიონი დაკარგა და ახლა 1.941 მლრდ ლარად არის შეფასებული. წლიურად 40%-ზე მეტად არის საბაზრო ღირებულება შემცირებული - 3.251 მილიარდიდან 1.941 მილიარდამდე, - წერს gbc.   

2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სსბ-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 33 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.731 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2019 წლის იანვრის თვეში - 384 ლარი.

საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) დაარსება USAID-ის დახმარებით განხორციელდა და იგი თავისი არსებობის პერიოდს 1999 წლის 12 იანვრიდან ითვლის. შექმნიდან დაახლოებით ერთ წელიწადში განხორციელდა სსბ-ის ლიცენზირება და მიენიჭა საქართველოში პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი.

2000 წლის მარტიდან კი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარეობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ოპერაციები.

2017 წლის 3 იანვრის მდგომარეობით საფონდო ბირჟაზე 122 კომპანიის ფასიანი ქაღალდი იყო დაშვებული, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 0.758 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 16854.72 ლარს. ბირჟის წლიური ბრუნვა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იყო. 

2018 წელს საქართველოს საფონდო ბირჟა 60-მდე კომპანიამ დატოვა. ბირჟიდან გასვლის მიზეზად აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება გახდა. 

ყველა სიახლე

16 ივლისი 2019, 12:56

ძალოვნები

ასპინძაში მკვლელობა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

16 ივლისი 2019, 12:35

ეკონომიკა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემა დაინერგება

„ბილეთს რაც შეეხება, ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში, ის მეტროში აღარ იხდის. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას"- განაცხადა ხმალაძემ.

საფა და მარვა ულაჰები

16 ივლისი 2019, 12:29

ტაბლოიდი

სიამის ტყუპი 50-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ტყუპი დის განცალკევებისთვის ექიმების ჯგუფმა გოგონების ანატომიის ვიზუალიზაციისთვის ვირტუალური რეალობა გამოიყენა. 3D პრინტერით კი სავარჯიშოდ განკუთვნილი თავის სტრუქტურის მოდელები შექმნეს. ოპერაციის დროს ექიმებმა ჯერ სისხლძარღვები განაცალკევეს, ბოლოს კი ბავშვების ძვლის გამოყენებით თავის ქალა შეკრეს.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 12:24

საქართველო

ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

16 ივლისი 2019, 12:18

საქართველო

წარწერით „სახელოვანი მოგზაური“ გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

„მოგზაური მერი“ - ამ წარწერით ვარსკვლავი გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან გაუხსნა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 12:17

საქართველო

პაატა იმნაძე: რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმთ, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

16 ივლისი 2019, 12:04

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფოთის საკრებულოს სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „გახარია წადი“, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

16 ივლისი 2019, 12:02

ვიდეო

ფოლკლორული ანსამბლი ,,ზურმუხტი" ლონდონიდან სიმღერით „ვაგიორქო მა“

მამუკა ბახტაძე
ივერი ბუაძე

16 ივლისი 2019, 11:59

საქართველო

პრემიერმინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაშავებულ სამხედროს ბინა გადასცა

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა

16 ივლისი 2019, 11:48

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2019, 11:47

საქართველო

ვოლსკი IRI-ის კვლევაზე: სინამდვილეში სხვა რეალობაა

ვოლსკის თქმით, პრობლემა ის არის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს პარტნიორად ითვლება და სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ორგანიზაცია. ოპოზიციის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ საფიქრალი უნდ იყოს, როგორ გადასცეს ხელისუფლება უმტკივნეულო მეთოდით.

ოსტინ ბატლერი

16 ივლისი 2019, 11:38

კულტურა

ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს

დიდი შერჩევის შემდეგ, მთავარი როლი ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში - ოსტინ ბატლერმა მიიღო. ამის შეასხებ ინფორმაცია თავად ფილმის რეჟისორმა ბაზ ლურმანმა, სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა საზოგადოებას.

16 ივლისი 2019, 11:34

ტაბლოიდი

კალიფორნიაში გემთან მოცურავე ასობით დელფინი გადაიღეს. ვიდეო

კალიფორნიაში ლაგუნა ბიჩის სანაპიროზე ასობით დელფინი გამოჩნდა. ვიდეოში, რომელიც ამერიკელმა ჩანკ პეტერსონმა გემიდან გადაიღო, ჩანს როგორ ცურავენ დელფინები ჯგუფურად გემთან ერთად. ვიდეო ამერიკულ მედიაში გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა.

16 ივლისი 2019, 11:33

საქართველო

კალაძე: ტყუილია, თითქოს მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს

ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს ტყუილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსები ივლის იმ ქუჩებზე სადაც 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გაბარიტების გამო ვერ იმოძრავებენ.„ჩვენ არასდროს დაგვიყვია უბანი ცენტრალურ და გარე უბნებად, ეს ჩემთვის მიუღებელია",- განაცხადა კახა კალაძემ.

16 ივლისი 2019, 11:30

საქართველო

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს

ერთი სპეცრაზმელის დაკავება, როდესაც კონკრეტული პოლიციელების დანაშაულის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს, ობიექტურ გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება, ასე აფასებს ოპოზიცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველის დაკავების საკითხს.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 11:05

საქართველო

პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

პაატა იმნაძის თქმით ინფექციების მხრივ მშვიდი სეზონია. მისი განცხადებით, ის დაავადებებიც კი რაც ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი შემცირებულია. მათ შორისაა, ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება. იმნაძის ინფორმაციით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა.

გიორგი ყავლაშვილი

16 ივლისი 2019, 11:02

ძალოვნები

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

შესაბამისი დოკუმენტი საგამოძიებო უწყებაში ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჩააბარა. მისი განცხადებით, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

16 ივლისი 2019, 10:54

მსოფლიო

კუნძულ ბალიზე ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

ბალიში მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო Nusa Dua-ს შესასვლელი და რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა.

16 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ტრამპის სექსისტურ და რასისტულ განცხადებას კონგრესმენმა ქალებმა უპასუხეს

ახლად არჩეულმა დემოკრატმა ქალმა კონგრესმენებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „რასისტულ გამონათქვამს“ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. კონგრესმენები ამერიკელებს მოუწოდებენ, „ანკესზე არ წამოეგონ“. აიანა პრესლის თქმით, პრეზიდენტის მიზანი მათი მარგინალიზაცია და გაჩუმება იყო.

მარკ ესპერი

16 ივლისი 2019, 10:06

მსოფლიო

თეთრმა სახლმა თავდაცვის მდივნის პოსტზე მარკ ესპერი წარადგინა

ესპერი თავადაცვის მდივნის მოვალეობას ივნისის შუა რიცხვებიდან ასრულებს. ახლა კი, სანამ მის კანდიდატურას სენატი წამოაყენებს და დაამტკიცებს, ესპერი ფორმალურად თავის წინა თანამდებობას დაუბრუნდება. კერძოდ კი აშშ-ის არმიას.