imedi /  15 თებერვალი 2019, 16:45 / სანდო წყარო

ბიზნესომბუდსმენი: აქციონერების მიმართ კითხვებმა „თიბისი ბანკის“ იმიჯი არ უნდა დააზიანოს

„თიბისი ბანკის“ აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა „თიბისი ბანკის“ იმიჯი და განვითარება არ უნდა დააზიანოს, სწორედ ეს უნდა იყოს ყველა მხარის მოქმედების მიზანი“ –ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „თიბისი ბანკის“ შესახებ ეროვნულის ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკი“, და ეროვნული ბანკი აფიქსირებენ, რომ შექმნილი ვითარება ბანკის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასის ცვლილება შეინიშნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი და „თიბისიც“ აფიქსირებენ, რომ აღნიშნული ვითარება არ იმოქმედებს ბანკის საქმიანობაზე, დავინახეთ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აუცილებელია, პროცესის ყველა მხარის მოქმედების მიზანი იყოს, აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს „თიბისის“ იმიჯი და განვითარება“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ეროვნული ბანკის მოთხოვნაზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გაწვევის საკითხზე საუბრისას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ კი, ირაკლი ლექვინაძე პასუხს საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება:

„პროცესის გარშემო ბუნდოვანება რომ არსებობდეს, მამუკა ხაზარაძის განცხადებას მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ, გამოძიებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს საბანკო ასოციაციამ „თიბისის“ მხარდაჭერა გამოუხადა

ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში იმას წერს, რაზეც   ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

ყველა სიახლე

ედენ აზარი ზინედინ ზიდანი

23 მარტი 2019, 09:58

სპორტი

ზიდანმა ედენ აზარი „რეალში“ გადასვლაზე დაითანხმა

„ჩელსიმ“ ედენ აზარი „ლილისგან“ 2012 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ის „რეალში“ ზაფხულიდან ითამაშებს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ედენ აზარისანგარიშზე 29 მატში, 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. „ჩელსიმ“ ედენ აზარი „ლილისგან“ 2012 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ის „რეალში“ ზაფხულიდან ითამაშებს.

გერმანიის პოლიცია

23 მარტი 2019, 09:48

მსოფლიო

გერმანიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ. ირკვევა, რომ მთავარი ეჭვმიტანილები 21 წლის კაცი ოფენბახიდან და 31 წლის ძმები ვიესბადენიდან არიან. გერმანიის პოლიციის პრესპიკერის თქმით, დაკავებულები 20-დან 42 წლამდე არიან, საიდანაც რამდენიმე გერმანიის მოქალაქეა.

საპროტესტო აქცია

23 მარტი 2019, 09:27

საქართველო

ქუთაისელი სტუდენტები ატოცში დღეს რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ

„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ოკუპაციას არა, გავაღრმავოთ ეროვნულობისა და ქვეყნის ერთიანობის იდეა. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ჩაერთონ აქციაში და დადგნენ იქ, სადაც რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მიწების მიტაცებას ცდილობს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავდასხმა ახალ ზელანდიაში

23 მარტი 2019, 09:16

მსოფლიო

სისხლიანი თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ახალ ზელანდიაში მეჩეთი გაიხსნა

15 მარტის შემდეგ მეჩეთი დაკეტილი იყო, რადგან პოლიცია მუსლიმებზე თავდასხმას იძიებდა. ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაში ბრალი 28 ბრენტონ ტარანტს ედება. 18 მარტს, ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ტიმ კუკი

23 მარტი 2019, 08:57

ეკონომიკა

Needham-ი Apple-ის აქციების ღირებულების ზრდას პროგნოზირებს

აღმავალი ტრენდის მოლოდინში კომპანიამ Apple-ის აქციების რეიტინგი გააუმჯობესა და ინვესტორებსაც აცნობა. Apple-ის აქციების ფასი ბოლო დღეების მანძილზე 2%-ით გაიზარდა და ვაჭრობა 188.16 დოლარზე დაიხურა. 25 მარტს Apple-მა სატელევიზიო სტრიმინგის სერვისი უნდა წარადგინოს.

„შავი ფონი“ iOS-ზე

23 მარტი 2019, 08:49

ტექნოლოგიები

ცნობილია როგორ გავააქტიუროთ „შავი ფონის“ მხარდაჭერა iPhone-ზე

თუ უკვე ფლობთ iPhone-ს ალბათ იცით, რომ iOS-ს „შავი ფონის“, ე.წ. Dark Mode-ის მხარდაჭერა ოფიციალურად ჯერ არ აქვს. იმისთვის, რომ Dark Mode-ის მსგავსი ფუნქცია ავამოქმედოთ სმარტფონზე სულ მცირე iOS 12 მაინც უნდა იყოს მომართული. ბოლო დროს შავი ფონი უამრავმა პლატფორმამ აამოქმედა.

ალექს როდრიგესი ჯენიფერი ლოპესი

23 მარტი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ობამებმა ჯენიფერ ლოპესსა და ალექს როდრიგესს ნიშნობის მისალოცი წერილი გაუგზავნეს

ჯენიფერ ლოპესის მეოთხედ გათხოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში მარტის დასაწყისში გავრცელდა. სპორტსმენი და მომღერალი 2017 წლის თებერვლიდან არიან ერთად. წყვილი ერთმანეთს უკვე 14 წელია იცნობს. წინა ქორწინებებიდან ორივეს შვილები ჰყავთ.

„სამი მუშკეტერი“

23 მარტი 2019, 08:27

კულტურა

Netflix-ი „სამი მუშკეტერის“ თანამედროვე კინოეკრანიზაციაზე მუშაობს

დიუმას ნოველის კინოეკრანიზაცია ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო თრილერის „შეუსრულებელი მისია“ მოტივებზე იქნება დაფუძნებული, რომელშიც მსახიობი ტომ კრუზი მონაწილეობს. მოქმედებები მე-18 საუკუნის საფრანგეთში გათამაშდება. პროექტის დეტალები ჯერ უცნობია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 მარტი 2019, 08:14

სპორტი

ბასილაშვილმა მაიამის მასტერსი დამაჯერებლად დაიწყო

ქართველმა საწყისი ბარიერი დამაჯერებლად დაძლია. მან პირველი წრე გამოტოვა, მეორე რაუნდში კი გერმანელ მიშა ზვერებს დაუპირისპირდა და 6:3, 6:2 სძლია. თამაშისას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მოწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. მთლიანობაში ქართველმა 67, გერმანელმა კი 51 გათამაშება მოიგო.

დონალდ ტრამპი რობერტ მიულერი

23 მარტი 2019, 08:01

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის რუსული კავშირების საქმეზე გამოძიება დასრულდა

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

წიგნის კითხვა

23 მარტი 2019, 00:54

ტექნოლოგიები

ლიტერატურის კითხვა სხვა ადამიანების უკეთ გაგებაში გვეხმარება

კვლევებმა ცხადყო, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა (საუბარია სხვადასხვა პრემიის მქონე, ან საყოველთაოდ აღიარებულ მწერლებზე) ადამიანს სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის უკეთ გაგებაში ეხმარება, ვიდრე პოპულარული წიგნები (ბესტსელერი ავტორების წიგნები).

23 მარტი 2019, 00:41

მსოფლიო

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას დამატებითი ფინანსური სანქციები შეუჩერა

აშშ-ის პერზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს. აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს ფინანსთა სამინისტროს იმ ახალ სანქციებზე, რომლის დამატებასაც გეგმავდა.

უკრაინა

23 მარტი 2019, 00:10

მსოფლიო

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის სიგრძე ერთ მეტრს აღწევს

გამოცემა Tages-Anzeiger-ის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენი კანდიდატი, რამდენიც წელს არის, არასდროს ყოფილა. სიაში 40-მდე კანდიდატია. იმისთვის, რომ სია საზოგადოებისთვის წარედგინათ, 4 ხელი გახდა საჭირო, "რადგან მისი სიგრძე დაახლოებით 80 სანტიმეტრია".

23 მარტი 2019, 00:02

მსოფლიო

უნგრეთში სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯალათი დააკავეს

უნგრეთში დააკავეს სირიელი, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და სიკვდილით დასჯის რიტუალს ახორციელებდა. უნგრეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, კაცი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობდა.

22 მარტი 2019, 23:55

საქართველო

ბათუმში ხანძრის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩზე მომხდარი ხანძრის შედეგად 76 წლის მამაკაცი დაშავდა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმებმა განაცხადეს, მას სახისა და ხელების არეში მსუბქი დამწრობა აქვს მიღებული. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ცენზურა

22 მარტი 2019, 23:54

კულტურა

Massive Attack-ი და Pussy Riot-ი რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილ სიმღერებს გამოუშვებენ

ეს პროექტი-აქცია ცენზურის წინააღმდეგ არის მიმართული. საბჭოთა კავშირის დროს აკრძალულ მუსიკას რენტგენისთვის განკუთვნილ ფირფიტებზე წერდნენ. ჩანაწერი აუქციონზე გაიყიდება, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება. ფირფიტაზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები იქნება.

ბერლინი

22 მარტი 2019, 23:35

მსოფლიო

ბერლინის ცენტრში 400-ზე მეტმა ადამიანმა ორი იუთუბერის გამო იჩხუბა

ბერლინში 100-ზე მეტი პოლიციელი ცდილობდა დაეშალა მასობრივი ჩხუბი, რომელიც Youtube-ის ორ ვარსკვლავს შორის უთანხმოების გამო მოხდა. ჩხუბი ალექსანდერპლატცზე მოხდა, პოლიციის ცნობით, დაკავებულია 9 ადამიანი. პოლიციამ მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

გვინეტ პელროუ

22 მარტი 2019, 23:25

ტაბლოიდი

გვინეტ პელტროუმ ტყავის საცვლების წარმოება დაიწყო

ჰოლივუდის მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ტყავისგან დამზადებული საცვლების გამოშვება დაიწყო. ვებგვერდზე Goop, რომელიც 46 წლის ჰოლივუდელმა მსახიობმა 2008 წელს შექმნა, ხელით დამზადებული ტყავის საცვლის ნიმუშის ფოტო განათავსა, რომლის ფასიც 630 დოლარია.

ყვითელი ჟილეტები

22 მარტი 2019, 23:09

მსოფლიო

„ყვითელჟილეტიანების“ აქციაზე წესრიგს პოლიციელებთან ერთად სამხედროებიც დაიცავენ

ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ფაქტებზე მკაცრ ზომებს გაატარებს. პირველ ეტაპზე ხელისუფლება პოლიციელებს სამხედროებით დაეხმარება. თუმცა საზოგადოებაში ანტიტერორისტული ძალების გამოყენების გამო კრიტიკა გაჩნდა.

22 მარტი 2019, 22:40

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან დაითხოვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირადი ფოტოგრაფი სამსახურიდან გაუშვა. რომელიც ასევე კორეის შრომის პარტიიდან გარიცხეს. ფოტოგრაფის დასჯის მიზეზი პროტოკოლის დარღვევა გახდა. მან კიმ ჩენ ინს ფოტო ორი მეტრის დაშორებიდან გადაუღო.