imedi /  28 თებერვალი 2019, 12:50 / სანდო წყარო

IMF: სებ-ის მიერ ბოლო ხანს გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები მის ვალდებულებებს შეესაბამება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დღეს საქართველოში მათი ვიზიტის შემაჯამებელი განცხადება გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის მისია აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გატარებელი საზედამხედველო ფუნქციები მის ვალდებულებებს შეესაბამება. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ხანს გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა." - წერია დოკუმენტში.

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვასთან დაკავშირებით, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ეკონომიკის 4.6%-ით პროცენტით ზრდა არის მოსალოდნელი. მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ინფრასტრუქტურაზე მაღალი ხარჯები (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) ნაკლებ პოზიტიურ საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე დააბალანსებს.

“2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე  (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად
შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური
მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაქცვლითი
კურისის შენარჩუნებით.

სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალინობისგან დასაცავად, ასევე დახვეწა ფისკალური წესები. მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის ახალ კანონზე, რისკებზე დაფუძნებული დღგ-ს ავტომატური ანაზღაურების სისტემის ასამუშავებლად და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესაქმნელად. არსებული ეკონომიკური გარემო ქმნის საშუალებას განათლების სისტემის და ბიზნეს გარემოს დასახვეწად, საქართველოს გზების
გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს რეფორმები კერძო სექტორს გარდაქმნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად, მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს“, - წერია IMF-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ყველა სიახლე

მფრინავი ტაქსი

24 აგვისტო 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს. მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს.

24 აგვისტო 2019, 00:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობა დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უკეთესი პირობებიამ ვიდრე დედამიწაზე. მათ გამოყვეს მთავარი ფაქტორი, რაც ცოცხალი მიკროორგანიზმების გაჩენას განაპირობებს.

24 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

ბოსნიაში პოლიტიკური პარტია LGBT პრაიდის გამართვის წინააღმდეგია

ბოსნიაში მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ხალხი და სიმართლე“ სარაევოში ქვეყნის ისტორიაში პირველი LGBT პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგება. france24-ის ცნობით, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ღირსების მარში ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. „ნებისმიერი ესკალაცია ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

დეპრესია

23 აგვისტო 2019, 23:37

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს

„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ აშშ-სა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.

23 აგვისტო 2019, 23:34

თემა

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერი და ოქტომბერი?

გამოთქმა ხავერდოვანი სეზონი XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდისსამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანისეზონი ზღვაზე დასვენებისთვისსაუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

23 აგვისტო 2019, 23:12

მსოფლიო

გაერთიანებული საამიროების ფედერაციის საბჭოს არჩევნებში 200 ქალი დარეგისტრირდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერაციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 200-მა ქალმა გამოთქვა. მეოთხე მოწვევის საბჭოში დეპუტატის მანდატისთვის 555 კანდიდატი იბრძოლებს. აბუ-დაბიდან საარჩევნო კომისიაში 155 განაცხადი შევიდა. კანდიდატების საბოლოო სია 3 სექტემბერს დაზუსტდება.

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.

ევროკავშირი

23 აგვისტო 2019, 19:52

მსოფლიო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ.

23 აგვისტო 2019, 19:13

ვიდეო

ხანძარი ამაზონის ტყეში

ფორსაჟი

23 აგვისტო 2019, 19:10

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

23 აგვისტო 2019, 19:04

ძალოვნები

პროკურატურა: ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ შემეჯემებელი გადაწყვეტილება მიიღო: დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჟაირ ბოლსონარო

23 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ

ჟაირ ბოლსონარუმ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“. მანამდე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამაზონის ჯუნგლებთან მასშტაბურ ხანძართან გასამკლავებლად რესურსი არ ჰყოფნის.