imedi /  01 მარტი 2019, 01:06 / სანდო წყარო

რა უნდა იცოდეთ მთავარი საერთაშორისო რეიტინგების შესახებ. ჩამონათვალი

საერთაშორისო რეიტინგები

ყოველწლიურად აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები კვლევებზე დაყრდნობით სხვადასხვა რეიტინგს აქვეყნებენ. არსებობს, როგორც უშუალოდ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. ყველა მათგანი ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების შეფასების შესაძლებლობაა. ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. საერთაშორსო რეიტინგების მიზანი ამ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებაა და იმავდროულად, მთავრობების მუშაობის ეფექტიანობის შეფასების საშუალება. გთავაზობთ ინფორმაციას რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო რეიტინგის შესახებ.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

ეს არის ქვეყნის განვითარების ყველაზე პოპულარული მაჩვენებელი. აქ ყველაფერი მარტივადაა: იღებენ ქვეყანაში წარმოებული ყველა პროდუქტის საერთო ღირებულებას დოლარში და ყოფენ მოსახლეობის რიცხვზე. 

ადამიანის განვითარების ინდექსი

ადამიანის განვითარების ინდექსის შედგენისას ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა ცხოვრების დონე, მოსახლეობის განსწავლულობა, ადამიანების განათლებასთან და მედიცინასთან წვდომა, სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამ ინდექსს გაერო 1990 წლიდან აქვეყნებს

მთლიანი ნაციონალური ბედნიერება

2011 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიოს მთავრობებს თავისი მოსახლეობის ბედნიერების შეფასებისა და ამ მიმართულებით სწრაფვისკენ მოუწოდა. ერთი წლის შემდეგ ბუტანის მთავრობამ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნაცვლად თავისი მუშაობის შეფასების საზომად მთლიან ნაციონალურ ბედნიერებას გამოიყენებს. ბედნიერების ხარისხი სხვა მაჩვენებლებთან ერთად იზომება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობის და სოციალურად დაუცველთა დახმარების მზაობის მიხედვით. გაეროს მონაცემებით, 2018 წელს ბუტანმა ამ რეიტინგში 97-ე ადგილი დაიკავა.

თავისუფლების ინდექსი

დამოუკიდებელი კანადური ფრეიზერის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ადამიანის თავისუფლების ინდექსს“ 2015 წლიდან აქვეყნებს. მისი ავტორები 79 კრიტერიუმს აფასებენ, მათ შორისაა ეკონომიკური თავისუფლებები, სამოქალაქო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა და ადამიანის საბაზო უფლებების დაცვა. 

სიტყვის თავისუფლების ინდექსი

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურად აქვეყნებენ სიტყვის თავისუფლების ინდექსს, რომელშიც აფასებენ იმას, თუ რამდენად თავისუფლად მუშაობენ დამოუკიდებელი საინფორმაციო მედია საშუალებები ამა თუ იმ ქვეყანაში და იმას, თუ რას აკეთებს მთავრობა მათი ინტერესების დასაცავად.

კორუფციის აღქმა          

Transparency International-ი ყოველწლიურად აქვეყნებს კორუფციის აღქმის ინდექსს, რომელიც საერთაშორისო საფინანსო და უფლებადაცვითი სტრუქტურების თანამშრომლების გამოკითხვას ეფუძნება.

ბიზნესის კეთების სიმარტივე

მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის წარმოება ამა თუ იმ ქვეყანაში. თუმცა ექსპერტები აფასებენ მხოლოდ მიღებულ კანონებს და არა ისეთ რეალიებს, როგორებიცაა საერთო ეკონომიკური სიტუაცია ან კორუფციის დონე. 

ეკონომიკური თავისუფლება 

ფონდი Hermitage და გაზეთი The Wall Street Journal-ი ყოველწლიურად აფასებენ ეკონომიკურ თავისუფლებას, რომელიც ესმით, როგორც სახელმწიფოს ჩაურევლობა წარმოებაში, საქონლისა და მომსახურების მოხმარება და განაწილება. მსოფლიო ბანკისგან განსხვავებით, ისინი ცდილობენ ცხოვრების რეალიების გათვალისწინებას.

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 17:19

საქართველო

სერგეენკო: გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყება გაფიცვის პირველივე დღიდან ჩართულია პროცესში, თუმცა მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ხელფასების გაზრდას ეხება, გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიიღოს.

ზაზა ნადირაძე

25 მაისი 2019, 17:07

სპორტი

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

ქართველმა ნიჩბოსანმა პოლონეთში გამართული მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, 200 მეტრიან დისტანციაზე საუკეთესო მაჩვენებელი (39.191 წამი) დააფიქსირა და მსოფლიო თასი მოიგო.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 16:41

საქართველო

დავით სერგეენკომ 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5,5 მილიონი ლარი გამოყო. 120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანი არის. შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

ქერჩის სრუტე

25 მაისი 2019, 16:34

მსოფლიო

გაეროს ტრიბუნალმა რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოითხოვა

გაეროს ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერშის სრუტეში კონფლიქტის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ანდრეი ბოგდანი

25 მაისი 2019, 16:32

მსოფლიო

ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის გადაყენების შესახებ პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ბოგდანის გადაყენების მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა, ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი 90 დღის განმავლობაში პეტიციის განხილვის ვალდებულება დაეკისრა. 25 ათასი ხმა პეტიციამ ორ დღეში დააგროვა.

ლევან დავითაშვილი

25 მაისი 2019, 16:23

საქართველო

დავითაშვილი: ქუთაისში ხეების ამოღებაზე ნებართვა კანონიერად გაიცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევა დავითშვილი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია

25 მაისი 2019, 16:09

ეკონომიკა

მაღაროელების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას ჯორჯიან მანგანეზმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

შპს ,,სალეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მანგანეზს 100 000 ლარამდე დავალიანება აქვს, შესაბამისად, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ირმა გაფრინდაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვახტურ რეჟიმზე მყოფ მაღაროელებს ამარაგებდა საკვებით, აპრილში კი კომპანიის შეთავაზებით, ყველა მაღაროში მშრალი ულუფებით მომარაგება დაიწყო. გაფრიდაშვილი სრულად იზიარებს გაფიცულების მოთხოვნებს

25 მაისი 2019, 15:53

საქართველო

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დასრულდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. მისი თქმით, გზა გაყვანილია ჩიჩხიტურის მონასტრის სიახლოვეს.

ჰაკერები

25 მაისი 2019, 15:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდიდან მილიონობით ფინანსური დოკუმენტი გასაჯაროვდა

First American Financial-ის გასაჯაროებულ პირად ინფორმაციაში მოხვდა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, მძღოლების მართვის მოწმობის სურათები და საგადასახადო ჩანაწერები. კომპანიის ისტორიაში ეს კიბერშეტევა ყველაზე ფართომასშტაბიანია.

ცაიშის მონაკვეთი

25 მაისი 2019, 15:06

ძალოვნები

ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანებამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა

ზუგდიდი-თბილისის მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამის მიზეზი სტიქია გახდა. ცაიშის მონაკვეთთან ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მოძრაობა უკვე აღდგენილია.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

25 მაისი 2019, 15:03

მსოფლიო

დონალდ ტრამპი იაპონიას ეწვია

დონალდ ტრამპი ტოკიოს ოფიციალური, 4-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის ლიდერი შეხვდება იაპონიის ახალ იმპერატორს, პრემიერმინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. ამასთან, დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკულ სამხედრო ბაზაზეც.

25 მაისი 2019, 14:57

ვიდეო

ტოჩინოშინი ისევ ოძეკია

ეკატერინე ჩხარტიშვილი

25 მაისი 2019, 14:55

საქართველო

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდნილი 4 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ პაციენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

25 მაისი 2019, 14:44

საქართველო

დავით გარეჯში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს. დეკანოზი ანდერა ჯაღმაიძე წერს, რომ ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი

25 მაისი 2019, 14:39

საქართველო

ჭიათურელ მაღაროელებს ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

40-მდე მეშახტე ჭიათურელ მაღაროელებს შეუერთდა. მათი თქმით, მძიმე სამუშაოზე დასაქმებულებს ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. აქციის მონაწილეებს ზესტაფონის მცხოვრებლებმაც გამოუცხადეს სოლიდარობა. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

25 მაისი 2019, 14:24

ძალოვნები

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 4 წლამდე ბავშვი გადავარდა და გადარჩა

დღესვე თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.

მოქანდაკეების ბლიც-სიმპოზიუმი

25 მაისი 2019, 14:07

კულტურა

გურჯაანში მოქანდაკეების სიმპოზიუმი იმართება

სპეციალისტებმა ქვაზე მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყეს და ორშაბათამდე უნდა დაასრულონ. სწორედ 27 მაისს გაიხსნება გამოფენა, რომლის ნახვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. ცნობილია, რომ დასრულებული ფიგურები კოშკის უბნის გარდა, შესაძლოა ქალაქის სხვადასხვა ადგილზეც დაიდგას.

25 მაისი 2019, 13:49

ძალოვნები

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადავარდა

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ევერესტი

25 მაისი 2019, 13:24

მსოფლიო

ევერესტზე ბრიტანელი მთამსვლელი დაიღუპა

გამოცემის ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა. მანამდე, 24 მაისს ერთი ირლანდიელი დაიღუპა. მიმდინარე სეზონზე ევერესტმა მთლიანობაში 10 მთამსვლელის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზაფხულზე 381 ნებართვის გაცემის გამო ნეპალს აკრიტიკებენ. ამ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000 არის.

კახა კალაძე

25 მაისი 2019, 13:00

საქართველო

კალაძე შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერების ჩამოხსნას განმარტავს

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის ოლქში მათი კანდიდატის შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერები გააკრეს, თუმცა დღეს დილით ჩამოხსნილი დახვდათ.