imedi /  03 მარტი 2019, 01:03 / სანდო წყარო

როდის შეიძლება ბინის ყიდვა ყველაზე იაფად

მშენებლობა თბილისში

თბილისი

ასეთ დროს ყველაფერი მიწოდებასა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფასწარმოქმნაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. მაგალითად, ბანკებმა შეიძლება იპოთეკური განაკვეთები შეამცირონ, რასაც იპოთეკური ბუმი შეიძლება მოჰყვეს; ან კანონით ბინის ყიდვის ახალი ფორმა ამოქმედდეს, რაც მშენებლებზე აისახება და შესაბამისად ბინების ფასზეც და ა.შ.

რა ქმნის საცხოვრებელი ბინის ფასს?

ბინის ფასი საკმაოდ ბევრი კომპონენტისგან ყალიბდება და ფასწარმოქმნის უნივერსალური წესი არ არსებობს. ნაკვეთის შეძენის ხარჯების და ძირითადი სამშენებლო მასალების გარდა, საცხოვრებლის ღირებულებაში შედის არქიტექტურული პროექტის შექმნა, კომუნიკაციების მიერთება (წყალი, ელექტროობა, გაზი), საკუთრების უფლების გაფორმების ხარჯები, დაზღვევა, მარკეტინგი და რეკლამა. ეს მოიცავს ასევე მშენებლების საკრედიტო განაკვეთებს და გადასახადებს. მაგალითად, ზოგიერთი მშენებელი სახლს მთლიანად საკუთარი ხარჯებით აშენებს, სხვებს კი კრედიტები გამოაქვთ. თუ კომპანია ფულს სესხად იღებს, კვადრატული მეტრის ფასი უფრო მაღალია.

ერთი და იმავე მოცულობის სახლი სხვადასხვა ფასი რატომ ღირს?

ჯერ ერთი მნიშვნელობა აქვს სახლის ადგილმდებარეობას, ტიპს და აშენების თარიღს, საცხოვრებლის კლასს, ეკოლოგიას, ინფრასტრუქტურას თავად საცხოვრებელ კომპლექსში და მის ირგვლივ. მეორეც, ფასს ბინის მახასიათებლებიც განსაზღვრავს: მოპირკეთების არსებობა ან არარსებობა, სართული, ხედი ფანჯრიდან. ასევე ფასზე მოქმედებს ლიფტის, პარკირების და საბავშვო მოედნების არსებობა.

მოუპირკეთებელი ბინის ყიდვა ცენტრისგან მოშორებით ფულს დამიზოგავს?

გარანტირებულად - არა. უკვე მოპირკეთებული საცხოვრებლის ყიდვით ეკონომიას გააკეთებთ - ეს ხშირად იმაზე მომგებიანია, ვიდრე რემონტის საკუთარი ძალებით კეთება. მშენებელები სამშენებლო მასალებს ბითუმად ყიდულობენ, რის გამოც ფასი უფრო დაბალია. გარდა ამისა, ბინის ყიდვა უფრო იაფად შეიძლება, თუ მას არაპოპულარული დაგეგმარება აქვს ან პირველ სართულზეა და აივანი არ გააჩნია.

ზოგადად, ნაკლები ფული რომ დახარჯოთ, პირველ რიგში საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. თუ თქვენ შეჩვეული ხართ ავტომობილით მგზავრობას, სახლისთვის ზედმეტი ფულის გადახდა იმიტომ რომ ის მეტროსთან ახლოსაა, საჭირო არ არის, მაგრამ პარკირებისთვის ფულის დახარჯვა მოგიწევთ. თუ თქვენ პატარა შვილები არ გყავთ, აზრი არ აქვს ბინის ყიდვას რაიონში, სადაც განვითარებულია „საბავშვო“ ინფრასტრუქტურა - სათამაშო მოედნები, ბაღები და სკოლები. თუ თქვენ შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ ფასადის არქიტექტურულ არასრულფასოვნებაზე, ეზოში მოუვლელ გაზონსა და სადარბაზოში მოსაპირკეთებელი მასალის ხარისხზე - ეკონომია ამ შემთხვევაშიც გამოგივათ.   

ასევე, რაც უფრო მეტ ფულს გადაიხდით წინასწარ, ბინაც უფრო იაფი დაგიჯდებათ. საუკეთესო ვარიანტია, თუ მთლიან თანხას თავიდანვე გადაიხდით, ამ შემთხვევაში მშენებლებს კლიენტებისთვის ხშირად ფასდაკლებებიც აქვთ. თუ მთლიანი თანხა არ გაქვთ, არსებობს სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, უნდა გაარკვიოთ ხომ გთავაზობთ მშენებელი უპროცენტო განვადებას.

ყველაზე იაფად ბინას როდის ვიყიდი?

გაზაფხულსა და ზაფხულში. ტრადიციულად ამ დროს გაყიდვების პროცესი უარესდება: ზოგი დასასვენებლად მიდის და ბინის საკითხს სექტემბრამდე ავადებს. უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა არდადეგების დროსაც მცირდება. ბევრი აგროვებს თანხას და წლის ბოლომდე ცდილობს საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას. ამის გამო იანვარში მშენებლებისა და რიელტორებისთვის „მშიერი“ პერიოდი იწყება. მოთხოვნის სტიმულირებისთვის კომპანიები აქციებს აწყობენ და მყიდველებს ფასდაკლებებს სთავაზობენ.

ყველა სიახლე

ლადო აფხაზავა

22 მარტი 2019, 00:52

საქართველო

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩია

ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს. მისი ფინალისტები ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა, რომლის ფინალისტიც 24 მარტს გამოვლინდება.

ტაქსები

22 მარტი 2019, 00:30

საქართველო

კალაძე: ტაქსების რეფორმაზე არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიბო

22 მარტი 2019, 00:07

ტექნოლოგიები

განუკურნებელი კიბოს გაჩენის მიზეზი დასახელდა

ცნობილია, რომ მიტოქონდრიამ შეიძლება ამ პროცესის კატალიზატორის როლი შეასრულოს, ვინაიდან ის აწარმოებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც აზიანებენ პროტეინებს, ლიპიდებსა და დნმ-ს. ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები ასევე აპოპტოზის ინიცირებას იწყებენ.

21 მარტი 2019, 23:47

თემა

მსოფლიოში ყოველ მეოთხე ადამიანს ტუბერკულოზის ფარული ფორმა აქვს. როგორ დავიცვა მისგან თავი?

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება. მას იწვევს ის მიკრობაქტერიები, რომლებსაც მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შეუძლიათ ცხოვრება. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს, თუმცა შეიძლება ის სხვა ორგანოებსაც მიწვდეს. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს ხერხემალი, თირკმელი ან ტვინი.

მიგრანტები

21 მარტი 2019, 23:34

მსოფლიო

რა ელით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ევროპის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს

საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 3 000 ყოფილი მებრძოლის სამშობლოში დაბრუნებას. ისინი თავის დროზე „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში შეუერთდნენ, ახლა კი ლტოლვილების ან სამხედრო ტყვეების ბანაკებში იმყოფებიან. ევროპულ სახელწიფოებს არ სურთ ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება.

კახა კალაძე

21 მარტი 2019, 23:03

საქართველო

ცნობილია რა შემთხვევაში მისცემენ თბილისში მშენებლებს სართულების დამატების უფლებას

ვიდეოდიალოგი სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცემერ ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.

კატები

21 მარტი 2019, 22:51

ტაბლოიდი

გერმანიაში შავ კატას ვიტილიგო დაემართა და გათეთრდა. ფოტო

კატას, რომელსაც ელი დაარქვეს, დაბადებისას თეთრი ლაქა მხოლოს სახის არეში ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით ეს თეთრი ლაქები უფრო და უფრო იზრდებოდა. ბოლოს კი სულ გათეთრდა.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფერის ცვლილების მიზეზი ვიტილიგოა - პიგმენტაციის დარღვევა, რაც კანის ზოგიერთ ადგილებში მელანინის გაუჩინარებას იწვევს.

WhatsApp Business

21 მარტი 2019, 22:42

ტექნოლოგიები

WhatsApp Business-ი iOS პლატფორმაზე ამოქმედდა

როგორც WABetaInfo იუწყება, აპლიკაცია მექსიკის App Store-ში უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაციაზე ხელმისაწვდომობას ადასტურებენ მომხმარებლები საფრანგეთიდან და ბრაზილიიდან. WhatsApp Business-ი Android პლატფორმაზე პირველად 2018 წლის იანვარში ამოქმედდა.

ლუკა მოდრიჩი

21 მარტი 2019, 22:22

სპორტი

ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

მოდრიჩმა 419 ქულა დააგროვა და ჩოგბურთელებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290) გაუსწრო. ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა.

ტყე

21 მარტი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნეს

გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს მთელი პლანეტის ეკოსისტემები, ანტარქტიკის გარდა, ხმელეთის და ღია ოკეანის წყლების ჩათვლით. ნაშრომი აერთიანებს 15 000-ზე მეტ წყაროს.

ფეისბუკი

21 მარტი 2019, 22:02

ტექნოლოგიები

Facebook-ი ასობით მილიონ პაროლს სერვერებზე ღიად ინახავდა

კომპანია Facebook-ი თავის სერვერებზე ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლს ღიად ინახავდა, - განაცხადა კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა ბრაიან კრებსმა კომპანიის თანამშრომელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ გაუმხელია. კრებსის პუბლიკაციის შემდეგ Facebook-მა ეს ოფიციალურად აღიარა, მაგრამ იმ ექაუნთების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც პრობლემა შეეხო, არ უთქვამს.

კრიშტიანუ რონალდუ

21 მარტი 2019, 21:47

სპორტი

უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

UEFA-მ დღეს იმ ინციდენტზე იმსჯელა, რომელიც „ატლეტიკო“„იუვენტუსის“ თამაშისას მოხდა. სტუმრების სექტორის მისამართით უცენზურო ჟესტი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში აჩვენა. ირკვევა, რომ 34 წლის პორტუგალიელს 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2019, 21:27

საქართველო

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

21 მარტი 2019, 21:20

საქართველო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ისრაელის დროშა

21 მარტი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გოლანის მაღლობებს ისრაელის ტერიტორიად აღიარებს

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ქვეწარმავალი

21 მარტი 2019, 20:59

საქართველო

გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან ქვეწარმავალი იპოვეს

გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში. პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

21 მარტი 2019, 20:50

საქართველო

სტოლტენბერგი რუსეთს: ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში „ქრონიკის“ კორესპონდენტს ქეთევან ქარდავას ესაუბრა. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მტკიცეა, საქართველოს მოქალაქეებს ნატოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ალიანსი ერთგულია იმ პირობის, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

21 მარტი 2019, 20:47

საქართველო

პრემიერთან ერთად პარლამენტში განათლებისა და შს მინისტრებიც მივლენ

ხვალ პარლამენტში პრემიერს ელოდებიან. ფორმატი, რომლითაც მამუკა ბახტაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისარგებლებს, ახალია და პრემიერი პირველია, ვინც ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება.

21 მარტი 2019, 20:39

საქართველო

წულუკიანი ოპოზიციას: მეგონა გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მინისტრმა სამადაშვილის მიმართ თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.

21 მარტი 2019, 20:32

საქართველო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.