Imedi /  06 მარტი 2019, 13:13 / სანდო წყარო

EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება გაგრძელდება

შეხვედრა

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა, რომელიც ბანკის დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ EBRD-ს პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეოთხე ვიზიტია ქვეყანაში. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და მაღალი შეფასება მისცა ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

თავის მხრივ, EBRD-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ბანკის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას და აღნიშნა, რომ EBRD კვლავ განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორია.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის საქმიანობა, EBRD-ს მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლო პროექტები ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტებთან დაახლოების გზით.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ს განსაკუთრებულ წვლილს ინვესტორთა საბჭოს მუშაობაში, რომლის მიზანია, ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატის  (PPP) გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე,  ასევე, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები. ასევე, 2017 წელს პირველად, გამოვიდა EBRD-ს ლარით დენომინირებული ევრობონდები.

განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ნაყოფიერი იქნება.

ამ დროისთვის, ბანკის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს, დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევროს.

ყველა სიახლე

ჯეკ შეპარდი

25 მარტი 2019, 15:39

ძალოვნები

ჯეკ შეპარდი შესაძლოა საქართველოდან ბრიტანეთში ექსტრადიციას დასთანხმდეს

მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი შესაძლოა ექსტრადიციას დასთანხმდეს და დიდ ბრიტანეთში კვირის ბოლომდე დაბრუნდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელენე გოგალაძე

25 მარტი 2019, 15:30

საქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

"კალიფორნიაში სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ", - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 15:18

საქართველო

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 14:58

საქართველო

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოებას ახალი ძალა სჭირდება და ეს წინა არჩევნებმა დაადასტურა. შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 14:52

საქართველო

საქართველოს ქალაქებში სოცმუშაკების გაფიცვა მიმდინარეობს

გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესახებ გეგმა არსებობს, ნაწილის მოგვარებას კი დრო სჭირდება.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2019, 14:50

საქართველო

კობახიძე: სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

მანამდე "გირჩმა" საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა. 20 მარტს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა, ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის პარლამენტმა ყურსასმენები უნდა უზრუნველყოს.

სკოტ უოკერი

25 მარტი 2019, 14:46

კულტურა

ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი გარდაიცვალა

უოკერმა თავისი კარიერა The Walker Brothers-ის ტრიოში დაიწყო. 1976 წელს, მან სოლო კარიერა დაიწყო. მისი პირველი ალბომები კომერციულად წარმატებული არ იყო, მაგრამ მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია. თავის ინსპირაციის წყაროდ უოკერს ასახელებდა ტომ იორკი, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი, ჯარვის კოკერი, ალექს ტერნერი და სხვები.

პატიმრები

25 მარტი 2019, 14:38

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები კონკურსის წესით შეირჩნენ.

პოლიცია

25 მარტი 2019, 14:25

საქართველო

პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლეს

როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

სიჩქარის გადაჭარბება

25 მარტი 2019, 14:15

საქართველო

ადგილები თბილისში სადაც კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.

25 მარტი 2019, 14:10

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ქალი 5-საათიანი უწყვეტი სექსის შემდეგ გარდაიცვალა

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ქალი შეუძლოდ სექსის დროს გახდა, ინტიმურ კავშირამდე კი მან ნარკოტიკული საშუალება მიიღო, უცნობია, ზუსტად - რომელი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ილია მეორე

25 მარტი 2019, 14:09

საქართველო

პატრიარქი: რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი დღე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ისტორიულ თარიღს აღემატება.

დარგობრივი კომიტეტი

25 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

კომიტეტმა გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ინიციატივა გულისხმობს საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, დღეს განბაჟების ლიმიტი 300 ლარია. ლიმიტის გაზრდას მთავრობა არ ეთანხმება. მთავრობის პოზიციით, რთულია იმის ადმინისტრირება, არის თუ არა ნივთი პირადი მიზნებისთვის გამოწერილი.

25 მარტი 2019, 13:40

სპორტი

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა 👏

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

25 მარტი 2019, 13:14

ძალოვნები

კაცი, რომელმაც ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

"აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილის გადარჩენა მოხერხდა", - წერია განცხადებაში.

25 მარტი 2019, 13:13

ტაბლოიდი

71 წლის ბრიტანელი ბურლესკის უხუცესი მოცეკვავეა

ინგლისის კუნძულ ვაიტზე მცხოვრები 71 წლის ქალი ბურლესკის ყველაზე ასაკოვანი მოცეკვავეა. მერილინ ბერსი ეროტიული ხასიათის ცეკვებით 1 წლის წინ დაინტერესდა. 71 წლის ქალმა ცხოვრების სტილის შეცვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 13:12

საქართველო

ბაქრაძე: ხელისუფლების კანდიდატების უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას

კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატის უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას. რომან გოცირიძის თქმით კი, კანდიდატების ვინაობას აზრი აქვს.

ლარი კოენი

25 მარტი 2019, 13:03

კულტურა

ლარი კოენი გარდაიცვალა

ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ის ცნობილი ფილმების, „მანიაკი პოლიციელი“, „ის ცოცხალია“ და „საშინელებათა ოსტატები“ რეჟისორია.

25 მარტი 2019, 12:59

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის ლიდერია

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ახალი ალბომი, სახელწოდებით Schubert, საფრანგეთის კლასიკური მუსიკის ჩარტში ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკოსი Facebook-ზე თვითონ ავრცელებს.

ლადო კახაძე

25 მარტი 2019, 12:59

საქართველო

ლადო კახაძე: ჩემთვის დიდი პატივია ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის განცხადებით, მას "ქართულ ოცნებაში" ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კანდიდატების დასახელების შემდეგ განუცხადა. ლადო კახაძის თქმით, მისთვის პატივია ამ კანდიდატად წარდგენა.