imedi /  07 მარტი 2019, 12:07 / სანდო წყარო

გიორგი ქობულიამ განმარტა რატომ უჭირს კერძო სექტორს ანაკლიის პროექტის დაფინანსების მოზიდვა

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, კერძო სექტორს ანაკლიის პროექტის დაფინანსების მოზიდვა უჭირს, თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებული არ არის. ამის შესახებ ქობულიამ დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, ამ პროექტში ფულს ოთხი მნიშვნელოვანი და დიდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აბანდებს.

"ეს არის რამდენიმე ინვესტორი და კონსორციუმი, სადაც დიდ როლს თამაშობს ბიზნესსექტორი, მაგრამ თვითონ ამ პროექტის ორგანიზატორების შენატანი ამაში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ანუ ზოგადად კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა. ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომელიც "თიბისი ბანკის" გარშემოა", - თქვა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ ის ნეგატიური ფონი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით შეიქმნა "კიდევ უფრო ურთულებს ამ კერძო ინვესტორებს, შეაგროვონ ის მინიმალური რაოდენობის საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რათა პროექტი დაძრან. საკუთარი კაპიტალის შეგროვება, საუბარია 100 მილიონ ლარზე, ამ სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული იყო", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ვადების გაჭიანურებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ კერძო ინვესტორების მხრიდან ის მინიმალური კაპიტალი, რომელიც შეტანილი უნდა იყოს, შეტანილი არ არის. 

"შეიძლება განსაზღვრული ტენდერები ჩაიშალა, მაგრამ ეს ტაქტიკური ამოცანაა. ძირითადი არის ის, რომ ჩვენ დავიწყებთ ყველა ვალდებულების შესრულებას როგორც კი მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდება და როგორც კი მივიღებთ საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხმობას დაფინანსებაზე", - განაცხადა მინისტრმა.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წინა პრემიერმინისტრის (გიორგი კვირიკაშვილი) დროს "პრაქტიკულად, კაბალურ ხელშეკრულებაზე მოგვაწერინეს ხელი, ბევრი სპეკულაცია იყო, თითქოს, ვიღაც დაგვეხმარა, მაგრამ პირიქით". 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ანაკლიის პროექტი და თიბისის საქმე უნდა გაიმიჯნოს. მაშინ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კატეგორიულად გამორიცხა „თიბისი ბანკის" საქმისა და ანაკლიის პროექტის ერთმანეთთან დაკავშირება. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით კი, ანაკლიის პროექტს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და ხაზარაძე უბრალოდ შემსრულებელია.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოსქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე აღწერა.

ყველა სიახლე

24 მაისი 2019, 12:48

საქართველო

რა ღონისძიებებს გამართავს მერია 26 მაისს

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები. თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები.

24 მაისი 2019, 12:34

სპორტი

ბევრი მსჯელობის შემდეგ ტოჩინოშინს იაპონელთან ბრძოლაში დამარცხება ჩაუთვალეს

ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხდა. შერკინების შემდეგ ე. წ. გუნბაი შედგა, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს ჩაუთვალეს.

კობა გვენეტაძე

24 მაისი 2019, 12:23

ეკონომიკა

გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია

"მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია", - აცხადებს გვენეტაძე.

ჰარვი ვაინშტეინი

24 მაისი 2019, 12:13

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ამერიკული მედიის ცნობით, ჰარვი ვაინშტეინმა და მისი ყოფილი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ქალებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უყენებდნენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

24 მაისი 2019, 11:52

ეკონომიკა

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

24 მაისი 2019, 11:21

ძალოვნები

მოკლული ჩვილის მამას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული დედა ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წელს მიუღწეველი, რაც საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ვან ი

24 მაისი 2019, 11:09

საქართველო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანს შეხვდა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი. მას საგარაო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლა. დიპლომატებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს, ერთ ერთი მნიშნელოვანი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა იყო.

ერაყი

24 მაისი 2019, 10:54

მსოფლიო

ერაყელი ქრისტიანები გადაშენების პირას არიან

მღვდელმა ბაშარ ვარდა ლონდონში სიტყვით გამოდიოდა, სადაც თქვა, რომ ერაყელი ქრისტიანები 1400-წლიანი დევნის შემდეგ გაქრობის პირას დგანან. მისი თქმით, ერაყში ქრისტიანების რაოდენობა 83%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც 2003 წელს იქ აშშ-ის ჯარი შევიდა.

ფული

24 მაისი 2019, 10:52

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ლარის კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია

"ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი და მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ვალუტის დასტაბილურებას", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

ნათია თურნავა, ზაზა დვალიშვილი და ვახტანგ ამბოკაძე

24 მაისი 2019, 10:40

ეკონომიკა

ესკოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა დვალიშვილი წარადგინეს

"ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის, დერეგულირების რთულ და საინტერესო პერიოდში ესკოსგან კვლავ ველით წარმატებულ ფუნქციონირებას და თანამშრომლობას. ველით წინსვლას, ახალ იდეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როდესაც გამოცდილება და პროფესიონალიზმი თანხვედრაშია და დგას ქვეყნის სამსახურში“ -აღნიშნა მინისტრმა.

ბრიუს ლი

24 მაისი 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ-ში ბრიუს ლის ფილმების შემდეგ აკრძალული ნუნჩაკების ლეგალიზება მოახდინეს

არიზონას გუბერნატორმა 10 მაისს ნუნჩაკებზე აკრძალვა გააუქმა. ის 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა ამ შტატში მთელი ამერიკის მასშტაბით იარაღის ტარების ყველაზე მსუბუქი კანონი მოქმედებს. არიზონას გარდა, ნუნჩაკები კიდევ რამდენიმე შტატში აკრძალეს - ნიუ-იორკში, კალიფორნიაში და მასაჩუსეტსში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 მაისი 2019, 09:59

საქართველო

დისციპლინური კომისია დღეს სტუდენტს მოუსმენს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

"ჩვენი ვალდებულებაა, ყველა საკითხი მოვიძიოთ, შევაჯეროთ, დავადგინოთ იყო თუ არა ფაქტი, არის თუ არა დარღვევა ან რა ტიპის დარღვევაა და შესაბამისად, რა სახის სახდელი უნდა დაეკისროს. კომისია იქნება პრინციპული, ღია და გამჭვირვალე,“- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ანზორ ბერიძემ.

პოლიცია

24 მაისი 2019, 09:50

ძალოვნები

გლდანში მაღაზიის გაქურდვისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის გამო ერთი ადამიანი დააკავეს

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

სუსი

24 მაისი 2019, 09:39

ძალოვნები

სუსმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი დააკავა

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

24 მაისი 2019, 09:23

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 120 მედალი მოიპოვეს

დიდების კატეგორიაში ნაკრების წევრებმა ოთხი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო აიღეს. მათ გუნდური მეორე ადგილიც დაიკავეს. ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა 53 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვეს. მათ 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

ნატალი პორტმანი

24 მაისი 2019, 09:15

ტაბლოიდი

ნატალი პორტმანი უარყოფს, რომ მობისთან რომანი ჰქონდა, მობი კი ფოტოს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ებრაელი მსახიობი ნატალი პორტმანი უარყოფს, რომ მუსიკოს მობისთან რომანი ჰქონდა. თუმცა, 53 წლის მობი ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ის და ნატალი პორტმანი ერთად არიან გადაღებულები.

ტერეზა მეი

24 მაისი 2019, 09:09

მსოფლიო

ლონდონში Brexit-ის გეგმის ახალი ვარიანტის წარდგენა კიდევ გადაიდო

კონსერვატიული პარტიის წევრებზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ პრემიერ ტერეზა მეის მომზადებულ ახალ დოკუმენტს იწუნებენ როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიაშიც.

ედ შირანი

24 მაისი 2019, 09:06

კულტურა

ედ შირანის ახალი ალბომი ივლისში გამოვა

ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც ივლისში გამოვა. No. 6 Collaborations Project ასე ჰქვია დისკს, რომელშიც 15 კოლაბორაცია შევა. No. 6 Collaborations Project No. 5 Collaborations Project-ის გაგრძელებაა, რომელიც 2011 წლით თარიღდება.

რაკეტა

24 მაისი 2019, 08:54

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ორბიტაზე „მსოფლიო ინტერნეტის" 60 თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის თქმით, SpaceX მომავალში ორბიტაზე 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. პროექტის მიზანი, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფაა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მაისი 2019, 08:44

სპორტი

„როლან გაროსის“ ჩემპიონატზე ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა

წილისყრის შემდეგ ცნობილია, რომ ბასილაშვილი ტურნირს არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსთან მატჩით დაიწყებს. არგენტინელის ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში გერმანელ მიშა ზვერევსა და ფრანგ რიშარ გასკეს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.