imedi /  08 მარტი 2019, 13:12 / სანდო წყარო

ბახტაძე: ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და გახლავთ ნაწილი ჩემი სტრატეგიისა, რომ  საქართველო გავხადოთ რეგიონული ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს, პოლიტიკური სპეკულაცია და უპასუხისმგებლობაა.

"არ მგონია, ბევრი ადამიანი არსებობდეს, რომელსაც ისეთი ენერგია და დრო აქვს ინვესტირებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, როგორიც მაქვს მე, როგორც პრემიერმინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრისა და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში. ჩვენ ყველა დონეზე შევეცადეთ და მივიღეთ ძლიერი შედეგი - ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ანაკლიის პორტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა.

აქედან გამომდინარე, მინდა დავსვა ძალიან ლოგიკური კითხვა - როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ენა მოუბრუნდეს ვინმეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია?! ეს არის ყველაზე იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და ამავე დროს უპასუხისმგებლობა, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია. თუ ვინმეს აქვს გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და ამავდროულად არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის საკუთარ თავს ამის უფლებას არ მისცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ამგვარი სპეკულაციები არის აქცენტების არასწორად გადატანის მცდელობა საკითხიდან, რომელიც პროფესიული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

„მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ამაზე ბრიუსელშიც ვისაუბრე და მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორიტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობას ვუხდი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი პერსპექტივით უყურებენ ამ პროექტს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, მანამ, სანამ “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება.

“არ არის მარტივი კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში 600 მლნ დოლარის მობილიზება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ყველა სიახლე

დაჭრა

25 მარტი 2019, 16:10

ძალოვნები

ბათუმის პოლიციაში კაცმა თავის მოკვლა სცადა

ორივე კაცი სავარაუდოდ ბიზნესპარტნიორები იყვნენ, დაჭრამდე კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, პოლიციიდან დაჭრილი გუშინ საღამოს გამოიყვანეს. მეორე დაჭრილი ბათუმის მედცენტრშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში ამბობენ, ის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით მივიდა.

ტაილანდი

25 მარტი 2019, 15:49

საქართველო

14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ჯეკ შეპარდი

25 მარტი 2019, 15:39

ძალოვნები

ჯეკ შეპარდი შესაძლოა საქართველოდან ბრიტანეთში ექსტრადიციას დასთანხმდეს

მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი შესაძლოა, ექსტრადიციას დასთანხმდეს და დიდ ბრიტანეთში კვირის ბოლომდე დაბრუნდეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელენე გოგალაძე

25 მარტი 2019, 15:30

საქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

"კალიფორნიაში სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ", - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 15:18

საქართველო

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 14:58

საქართველო

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოებას ახალი ძალა სჭირდება და ეს წინა არჩევნებმა დაადასტურა. შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 14:52

საქართველო

საქართველოს ქალაქებში სოცმუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესახებ გეგმა არსებობს, ნაწილის მოგვარებას კი დრო სჭირდება.

ირაკლი კობახიძე

25 მარტი 2019, 14:50

საქართველო

კობახიძე: სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია

მანამდე "გირჩმა" საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა. 20 მარტს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა, ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის პარლამენტმა ყურსასმენები უნდა უზრუნველყოს.

სკოტ უოკერი

25 მარტი 2019, 14:46

კულტურა

ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი გარდაიცვალა

უოკერმა თავისი კარიერა The Walker Brothers-ის ტრიოში დაიწყო. 1976 წელს, მან სოლო კარიერა დაიწყო. მისი პირველი ალბომები კომერციულად წარმატებული არ იყო, მაგრამ მისმა მუსიკამ დიდი გავლენა იქონია. თავის ინსპირაციის წყაროდ უოკერს ასახელებდა ტომ იორკი, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი, ჯარვის კოკერი, ალექს ტერნერი და სხვები.

პატიმრები

25 მარტი 2019, 14:38

საქართველო

იუსტიციის სამინისტრომ 142 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამით, 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები კონკურსის წესით შეირჩნენ.

პოლიცია

25 მარტი 2019, 14:25

საქართველო

პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლეს

როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

სიჩქარის გადაჭარბება

25 მარტი 2019, 14:15

საქართველო

ადგილები თბილისში სადაც კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს.

25 მარტი 2019, 14:10

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ქალი 5-საათიანი უწყვეტი სექსის შემდეგ გარდაიცვალა

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ქალი შეუძლოდ სექსის დროს გახდა, ინტიმურ კავშირამდე კი მან ნარკოტიკული საშუალება მიიღო, უცნობია, ზუსტად - რომელი. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

ილია მეორე

25 მარტი 2019, 14:09

საქართველო

პატრიარქი: რომ არა ავტოკეფალია, არავინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე იქადაგა. ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი დღე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე ისტორიულ თარიღს აღემატება.

დარგობრივი კომიტეტი

25 მარტი 2019, 14:03

ეკონომიკა

კომიტეტმა გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ინიციატივა გულისხმობს საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, დღეს განბაჟების ლიმიტი 300 ლარია. ლიმიტის გაზრდას მთავრობა არ ეთანხმება. მთავრობის პოზიციით, რთულია იმის ადმინისტრირება, არის თუ არა ნივთი პირადი მიზნებისთვის გამოწერილი.

25 მარტი 2019, 13:40

სპორტი

უცხოურმა მედიამ ჯანო ანანიძე გმირად გამოაცხადა 👏

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრისას ჯიმი ტაბიძე და ფაბიან შერი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. შვეიცარიელმა გონება დაკარგა. სანამ შერს დახმარებას ექიმები აღმოუჩნდნენ, მასთან ჯერ ჯანო ანანიძემ მიირბინა, რომელმაც შვეიცარიელს ენა დაუჭირა, რათა მას ენა არ გადაეყალაპა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

25 მარტი 2019, 13:14

ძალოვნები

კაცი, რომელმაც ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

"აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, გ.ჩ.-მ ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის 4 გულმკერდის არეში. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილის გადარჩენა მოხერხდა", - წერია განცხადებაში.

25 მარტი 2019, 13:13

ტაბლოიდი

71 წლის ბრიტანელი ბურლესკის უხუცესი მოცეკვავეა

ინგლისის კუნძულ ვაიტზე მცხოვრები 71 წლის ქალი ბურლესკის ყველაზე ასაკოვანი მოცეკვავეა. მერილინ ბერსი ეროტიული ხასიათის ცეკვებით 1 წლის წინ დაინტერესდა. 71 წლის ქალმა ცხოვრების სტილის შეცვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 13:12

საქართველო

ბაქრაძე: ხელისუფლების კანდიდატების უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას

კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციამ გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატის უკან "ქართული ოცნების" მიერ გადაუჭრელი პრობლემები დგას. რომან გოცირიძის თქმით კი, კანდიდატების ვინაობას აზრი აქვს.

ლარი კოენი

25 მარტი 2019, 13:03

კულტურა

ლარი კოენი გარდაიცვალა

ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კოენი საშინელებათა ჟანრში მუშაობდა. ის ცნობილი ფილმების, „მანიაკი პოლიციელი“, „ის ცოცხალია“ და „საშინელებათა ოსტატები“ რეჟისორია.