imedi /  11 მარტი 2019, 13:25 / სანდო წყარო

ანაკლიის პროექტში ვალდებულებების შესრულებაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ

ანაკლიის პროექტი

ანაკლიის პორტი

ანაკლიის პროექტის ფარგლებში ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას განსხვავებული ინფორმაცია აქვთ.

საპარლამენტო ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების თაობაზე  მამუკა ხაზარაძის განცხადებას იზიარებს.

"2018 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი 11 მლნ ლარი, იმ ნაწილში, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს მოეწესრიგებინა ანაკლიამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა, არ გახარჯულა. ამიტომ თუ წარმოიშვება დავა ანაკლიის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის, თუ ვინ რა ვალდებულებები შეასრულა, სახელმწიფოს პოზიციები საკმაოდ სუსტია", - განუცხადა "იმედს" "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ხაზარაძის პოზიციებს ნაციონალური მოძრაობაც იზიარებს. "მთავრობა თავს იმით იმართლებს, რომ ტენდერები ჩაიშალა, ვერ მოიძებნა ისეთი კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურას მოაწყობდნენ. თუმცა, ეს არის უსუსური არგუმენტი. გარანტია იმისა, რომ პორტი აშენდება და გზა და რკინიგზა იქნება მიყვანილი, არ არსებობს, რადგან ჩვენ ვხედავთ როგორ აშენებენ გზებს საქართველოში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ნინო წილოსანის ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილი ინვესტორის მხარესაა. "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილი არის ინვესტორის მხარეს. მზად ვარ მივიღო ნებისმიერი ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებაზე, დავეხმარო და დავიჭირო ინვესტორის მხარე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტორი და განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიის პორტია", - აცხადებს წილოსანი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმის მიერ დაფინანსების მოპოვებაზე პრობლემები მანამდეც იყო, ვიდრე მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვები გაჩნდებოდა. 

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი ანაკლიის პორტის კერძო კომპანიის მიერ აშენება და შესაბამისად, სახელმწიფო არ აპირებდა პროექტში ფინანსურ მონაწილეობას. მისი თქმით, სახელმწიფოს პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყვანის ვალდებულება ჰქონდა აღებული. ასევე, დაახლოებით 60 მილიონი ლარი მოხმარდა მიწების გამოსყიდვას, რომლებიც კონსორციუმს უკვე გადაეცა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების თანახმად, სანამ “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება. “არ არის მარტივი კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში 600 მლნ დოლარის მობილიზება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ყველა სიახლე

ფინეთის ნაკრები

27 მაისი 2019, 00:56

სპორტი

ფინეთი ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ფინეთის ნაკრებმა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კანადის ნაკრებს 3:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინელთა რიგებში თავი დუბლით გუნდის კაპიტანმა მარკო ანტილამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი თავდამსხმელის იანე პესონენის ანგარიშზეა, კანადელების ერთადერთი გოლი ჟოზე ტეოდორმა გაიტანა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2019, 00:53

საქართველო

ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მტკიცე პარტნიორობა აკავშირებთ. ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

ლაგოდეხის პოლიცია

27 მაისი 2019, 00:37

ძალოვნები

ლაგოდეხში მდინარეში გადავარდნილი მოსწავლის პოვნას სავარაუდოდ მყვინთავები შეეცდებიან

სამაშველო ოპერაციაში ხვალ დილიდან შესაძლოა, მყვინთავებიც ჩართონ. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია რჩება. ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ექსკურსიაზე მყოფთა ნაწილი შესაძლოა, თბილისში გამოკითხონ.

27 მაისი 2019, 00:21

მსოფლიო

კონგოს ტბაში ნავის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში, ტბაში მაი-ნდომბე გემის ჩაძირვას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Associated Press-ი ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნოით იტყობინება. პროვინცია მაი-ნდომბეს დედაქალაქის, ირონგოს მერის სიმონ მბოოს განცხადებით, ბორტზე მყოფთაგან უმრავლესობა მასწავლებელია. მისივე განმარტებით, გადაადგილდებოდნენ გემით, რადგან რეგიონში ძალიან ცუდი გზებია.

ილონ მასკი

27 მაისი 2019, 00:07

ეკონომიკა

ილონ მასკი აშშ-ში კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა

კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი ამერიკულ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. 2018 წელს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში მასკის ანაზღაურებამ 2,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გიტანას ნაუსედა

26 მაისი 2019, 23:33

მსოფლიო

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრალური ბანკის ბორდის ყოფილი წევრი, ეკონომისტი გიტანას ნაუსედა 74%-ით იმარჯვებს. ამის შესახებ Reuters-იტყობინება საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც ხმების მეოთხედი დათვალა. ნაუსედას მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა შიმონიტეამ 26% მოაგროვა.

26 მაისი 2019, 22:54

მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ვრცელდება

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

უაგადუგუ

26 მაისი 2019, 22:41

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში ეკლესიაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) აფრიკული ფილიალი იუწყება. მისი ინფორმაციით, თავდასხმა ლორუმის პროვინციის სოფელ ტულფეში მოხდა, კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.

საპატრულო პოლიცია

26 მაისი 2019, 21:12

ძალოვნები

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლე მდინარეში გადავარდა

ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. „ადგილზე გამოცხადდნენ რეინჯერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ“.

ნენსი პელოსი

26 მაისი 2019, 20:40

ტექნოლოგიები

Facebook-ი ნენსი პელოსის დამონტაჟებულ ვიდეოს არ შლის

22 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის საუბარი ისეა შეცვლილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის მთვრალია. გვერდ Politics WatchDog-ზე გავრცელებულმა ვიდეომ 2,7 მილიონზე მეტი ნახვა და თითქმის 50 ათასი გაზიარება დააგროვა.

ევერესტი

26 მაისი 2019, 20:39

მსოფლიო

ნეპალის ხელისუფლება ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვის მიზეზს განმარტავს

ნეპალის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ევერესტზე მთამსვლელების დაღუპვის ფაქტების გაზრდა მათ მიერ მთაზე ასასვლელად საჭირო რეკორდული ლიცენზიის გაცემას უკავშირდება. ბრიტანული მედიის ცნობით, ტურიზმის დეპარტამენტი სხვა ფაქტორებზე მიუთითებს.

პერუ

26 მაისი 2019, 20:05

მსოფლიო

პერუში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პერუში მიწისძვრას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა, 50 სახლი კი განადგურდა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა რამდენიმე სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო. პერუში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, წერს Reuters-ი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით.

ალბინოსი პანდა

26 მაისი 2019, 19:54

ტაბლოიდი

ჩინეთში ალბინოს პანდას ფოტო პირველად გადაუღეს

ჩინეთში, ვოლონგის ნაკრძალში ინფრაწითელმა კამერამ ალბინოსი პანდას ფოტო გადაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფოტო მიმდინარე წლის აპრილში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე არის გადაღებული.

ამინდი

26 მაისი 2019, 19:45

საქართველო

ცნობილია რამდენ დღეს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

დღეს თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგიერთ რაიონში ელჭექთან ერთად. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, 27 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი. საქართველოში 29 მაისიდან გამოიდარებს

ლუის ჰემილტონი

26 მაისი 2019, 19:36

სპორტი

ჰემილტონმა მონაკოს გრანპრი მოიგო

მეორე ადგილზე „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი გავიდა, თუმცა მის დროს ფინიშზე პიტსტოპის შემდეგ ბოქსებიდან სახიფათო გასვლის გამო 5 წამი დაემატა, რის გამოც ფერსტაპენმა მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა, მეორე და მესამე ადგილებზე კი სებასტიან ფეტელი („ფერარი“) და ვალტერი ბოტასი („მერსედესი“) აღმოჩნდნენ.

ტორნადო ოკლაჰომაში

26 მაისი 2019, 19:23

მსოფლიო

ოკლაჰომაში ტორნადოს მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ტორნადო რამდენიმე დღეა მძვინვარებს. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, სტიქიამ სასტუმრო და სახლები დააზიანა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

რობოტი Digit -ი

26 მაისი 2019, 19:08

ტექნოლოგიები

Ford-მა ამანათების დამრიგებელი რობოტი შექმნა

ავტოგიგანტმა Ford-მა კომპანია Agility Robotics - თან ერთად შექმნა რობოტი Digit -ი, რომელიც 18 კილოგრამამდე წონის ამანათებს დაარიგებს. რობოტს შეუძლია გადაადგილება არასწორ ზედაპირზე, წინააღმდეგობის გადალახვა, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და ასევე გაუთვალისწინებელი შეჯახების დროს ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება.

„მანეკენ პისი“

26 მაისი 2019, 19:05

საქართველო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს

ბელგიელებმა ჩოხაში გამოწყობილ ბელგიის სიმბოლოს „მანეკენ პისის“ სიმღერა, ანსამბლმა „მამულმა“ კი მრავალჟამიერი უმღერა. „მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

26 მაისი 2019, 19:04

ვიდეო

✔ 1919 წელი. 26 მაისი. თბილისში დამოუკიდებლობის 1 წელი იზეიმეს

26 მაისი 2019, 19:01

ვიდეო

ჩოხაში გამოწყობილ ბრიუსელის სიმბოლოს მრავალჟამიერი უმღერეს