imedi /  12 მარტი 2019, 15:11 / სანდო წყარო

პრემიერმა უცხოური ინვესტიციების კლების 3 ფაქტორი დაასახელა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ინვესტიციების კლების სამ ფაქტორზე ისაუბრა.

პრემიერმინისტრის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან საქმე არ გვაქვს. მისივე თქმით, საქართველოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სჭირდება.

„ნახევარ მილიარდ დოლარზეა საუბარი 2017 და 2018 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის. აქედან ყველაზე მსხვილი კომპონენტი გახლავთ გაზის მილსადენი, რომელიც არის ისტორიული პროექტი და ის წარმატებით დასრულდა. მეორე კომპონენტი ის გახლავთ, რომ ჩვენ ინვესტიცია კი არ შეგვიმცირდა, ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა მნიშვნელოვანი წილი უცხოელი რეზიდენტისგან. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე არ აისახება, როგორც ინვესტიციის შემოსვლა. და მესამე, თავის დროზე რაც იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მასზე მოხდა ვალდებულებების შესრულება და გატანა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასთან და დინამიკასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციზ და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამავდოულად საქართველოში შეიქმნა რესურსი, რომ იზრდება ინვესტიციები“, - განაცხადა ბახტაძემ.

მანამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზები ეკონომიკის სამინისტრომ განმარტა. 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ინვესტიციები 34.9 %-ით შემცირდა.

ყველა სიახლე

გედევან ფოფხაძე

18 მარტი 2019, 15:23

საქართველო

ფოფხაძე უმრავლესობას: ეს კანონპროექტი მომავალს წაართმევს თქვენს შვილებს

„მე არ ვენდობი ჩემს კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს“, - თქვა ფოფხაძემ.

სტიქია

18 მარტი 2019, 15:18

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ტროპიკული ციკლონის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

არსებული მონაცემებით, ციკლონმა სამხრეთ აფრიკაში 150-მდე ადამიანი იმსხვერპლა, მანამდე 100-მდე ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. მათგან 80-ზე მეტი ადამიანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზიმბაბვეში დაიღუპა, 68 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა მოზამბიკაში.

გულის შეტევა

18 მარტი 2019, 15:12

ტექნოლოგიები

კვლევა: დასახელდა წამლები, რომლებიც გულის შეტევის რისკს ზრდიან

ექიმების თქმით, საშიშია პრეპარატები ნიფედიპინი, დიჰიდროპირიდინი და ამლოდიპინი. თუმცა, სამივე მათგანი ფართოდ გამოიყენება მაღალი წნევის დასაწევად და სტენოკარდიის სამკურნალოდ. კვლევის შედეგებით გაოცებულები არიან მედიკოსებიც, რადგან მათ პრაქტიკაში წლებია იყენებენ.

ეროვნული საბჭო

18 მარტი 2019, 15:04

ეკონომიკა

დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მტრედი

18 მარტი 2019, 14:56

ტაბლოიდი

ბელგიაში საფოსტო მტრედი 1 252 000 ევროდ გაიყიდა

ბელგიაში საფოსტო მტრედი რეკორდულ თანხად, 1,252 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ სააქციონერო სახლი Pipa იტყობინება. ფრინველი, სახელად არმანდო ჩინეთის მოქალაქემ შეიძინა. მთლიანობაში ვაჭრობაზე ფლანდრიის მტრედსაშენიდან 178 მტრედი გაიყიდა.

18 მარტი 2019, 14:44

მსოფლიო

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაის მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს

ნიდერლანდებში ქალაქ უტრეხტში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ რაც ტრამვაიში კაცმა მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

18 მარტი 2019, 14:38

ტაბლოიდი

PewDiePie-მ ყველაზე პოპულარული YouTube-არხის სტატუსი დაკარგა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი „იუთუბერი“ PewDiePie (ფელის შელბერგი) ინდურ არხთან T-Series-თან დიდხნიან ბრძოლაში დამარცხდა. ამ ეტაპზე ორივე არხს 89 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, თუმცა T-Series-მა PewDiePie-ს რამდენიმე ასეული გამომწერით უკვე გადაასწრო.

მიხეილ სააკაშვილი

18 მარტი 2019, 14:34

საქართველო

სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე უნდა

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს შეიკრიბება და სავარაუდოდ, ამ საკითხსაც გადაწყვეტს. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" ადგილზე მყოფი ლიდერი სჭირდება.

მთა

18 მარტი 2019, 14:33

საქართველო

მთაში მუშაობის მსურველ პედაგოგს შესაძლოა მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ

"ასევე მომხრე ვარ იმის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა სკოლაში ჰქონდეს სრული დატვირთვა თუ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ერთი საათის ჩატარებისთვის, თუ მაგალითად ბარში არის 20 ლარი, მთაში იყოს 30 ლარი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ფეხბურთი

18 მარტი 2019, 14:27

მსოფლიო

პანათინაიკოსსა და ოლიმპიაკოსს შორის მატჩი ფეხბურთელებზე ფანების თავდასხმის გამო ჩაიშალა

საბერძნეთში „პანათინაიკოსსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის საფეხბურთო მატჩი ფეხბურთელებზე ფანების თავდასხმის გამო ჩაიშალა. საბერძნეთის სუპერ ლიგის მატჩი პანათინაიკოსის OAKA-ს სტადიონს გარეთ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

მაშველები

18 მარტი 2019, 14:25

საქართველო

ძლიერი ქარის გამო მაშველები საქართველოს მასშტაბით 100 გამოძახებაზე გავიდნენ

2019 წლის 17 მარტს საქართველოს მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა 100 ინციდენტზე მოახდინეს რეაგირება. ძლიერი ქარის გამო ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ ადგილზეა იმერეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ასე შემდეგ.

18 მარტი 2019, 14:25

საქართველო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვარაცხელიას საქმის გამოძიებას ითხოვენ

" ვიცით თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს სიტუაცია ნამდვილად უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ევროკავშირი ადევნებს თვალს და აქვს მყისიერი რეაქცია ყველა დარღვევაზე", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიქსერმა.

18 მარტი 2019, 14:09

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში 50 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატზე უარს ამბობს

ბრენტონ ტარანტი, რომელიც ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა და 50 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად, ადვოკატის უფლებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ გამოცემა The New Zealand Herald-ს ადვოკატმა რიჩარდ პიტერსმა განუცხადა, რომელიც მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატად დანიშნა.

ლეკვები

18 მარტი 2019, 14:07

ტაბლოიდი

დიღომში ხანძრისას გადარჩენილი ლეკვები პატრონმა ჩაიბარა

დიდ დიღომში ტექნიკის საწყობში ხანძარს გადარჩენილი ლეკვები პატრონმა ჩაიბარა. მეხანძრე-მაშველებმა ორი პატარა ძაღლი ცეცხლმოკიდებული საწყობიდან უვნებლად გამოიყვანეს. გუშინ ღამე ლეკვები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში იყვნენ, სადაც მაშველები პატრონობდნენ.

დელფინი

18 მარტი 2019, 14:06

საქართველო

ბათუმში დელფინის მოკვლის გამო თურქი კაპიტანი დააჯარიმეს

" სამართალდამრღვევმა ჩადენილი ქმედება აღიარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს", - წერია განცხადებაში.

კადრი ფილმიდან

18 მარტი 2019, 14:00

კულტურა

კანადის კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

„ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ- კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

საოკუპაციო ხაზი

18 მარტი 2019, 13:56

საქართველო

დიციდან გატაცებული ახალგაზრდის ოჯახს ოკუპანტები ამ დრომდე არ დაჰკავშირებიან

ოჯახის წევრთა ინფორმაციით 21 წლის გივი ბერუაშვილი გუშინ საღამოს საკუთარ ბაღთან დააკავეს. ეს ადგილი გამყოფ ზოლთან ახლოს მდებარეობს, თუმცა აქ არც მავთულხლართია და არც ე.წ. სასაზღვრო ბანერი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ინფორმირებულია.

ხანძარ

18 მარტი 2019, 13:53

საქართველო

ნახანძრალი ტექნიკის საწყობი დიდ დიღომში. ფოტო

მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს, რომელიც სტაციონარშია მოთავსებული. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს და გადაარჩინეს 2 ლეკვი. ადგილზე მუშაობდა 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

პრემიერი

18 მარტი 2019, 13:49

საქართველო

პრემიერმა პირობა დადო რომ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობაში ხარვეზები გამოსწორდება

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, საქართველო რეგიონში ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ სტრატეგიის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისითაც იყოს რეგიონული ლიდერი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისი

18 მარტი 2019, 13:42

საქართველო

Newsweek: საქართველო ევროპის ახალი კულტურული ჰაბია

სტატიის ავტორის თქმით, 2019 წელს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა, სადაც სანახავია არა მხოლოდ თბილისი და ბათუმი, არამედ წინანდალიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ღვინის კულტურის სამშობლოდ იყო მიჩნეული.