imedi /  15 მარტი 2019, 12:54 / სანდო წყარო

ანაკლიის კონსორციუმი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გაჭიანურება ინვესტორებს აბრკოლებს

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ მიმდინარე პროცესი თუ დროულად არ გადაწყდა, ანაკლიის პორტის ინვესტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

„პროექტისთვის ეს დამაზიანებელია. ინვესტორებს, რომლებიც გვყავს ბანკების ჩათვლით, ადარდებთ მთავრობის დამოკიდებულება. ეს თუ არ გადაწყდა დროზე, მათ ძალიან გაუჭირდებათ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებს ახვლედიანი.

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან და მათ მიერ გაწეული სამუშაობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სანამ “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება. “არ არის მარტივი კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში 600 მლნ დოლარის მობილიზება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ყველა სიახლე

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

26 მარტი 2019, 21:23

ტაბლოიდი

მესსიმ iPhone ოქროთი შეამკო და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესსიმ საკუთარი სმარტფონის გარსი სუფთა ოქროთი დაფარა. ამის გარდა iPhone XS Max-ი რომლის ფასიც 1300 ევროა, სპორტსმენმა „ბარსელონას“ ემბლემით და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა.

ინტერნეტი

26 მარტი 2019, 21:06

საქართველო

ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები უკვე შევიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მიზანი იმ ხარისხის გაკონტროლებაა, რომელიც წესით, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ადექვატური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2019, 20:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს.

ოჯახში ძალადობა

26 მარტი 2019, 20:52

საქართველო

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს. 59-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, მათ შორის მხვერპლის განრიდების სისტემაში. პრობლემის მინიმუმადე დაყვანას აანონსებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სიმონ მაისურაძე

26 მარტი 2019, 20:37

სპორტი

ქართველი მწვრთნელი ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს

ვეტერანი რაგბის მოთამაშე, ეროვნული აკადემიისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა.

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს სტრასბურგში საქართველოს შესახებ მორიგ დოკუმენტს მიიღებენ

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.

26 მარტი 2019, 20:17

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება და რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

ჯასი სმოლეტი

26 მარტი 2019, 20:09

კულტურა

პროკურატურამ ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა

პროკურატურამ მსახიობსა და მუსიკოსს ჯასი სმოლეტს ყველა ბრალდება მოუხსნა. მას რასისტული და ჰომოფობიური თავდასხმის ინსცენირება ბრალდებოდა. სერიალ Empire-ის მსახიობი ჩიკაგოს სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდა, რომელზეც მოსამართლემ საქმის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები

26 მარტი 2019, 19:58

მსოფლიო

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს

9 წლის წინ სმოლენსკთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებზე ასაფეთქებელი ნივთირებების კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლონეთის რადიო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Ту-154-ის ფრაგმენტებს ექსპერტიზა ბრიტანეთის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

მაშველები

26 მარტი 2019, 19:52

ძალოვნები

მაშველებმა რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს

ქუთაისში მეხანძრე-მაშველებმა მდინარე რიონიდან 11 წლის ბიჭი უვნებლად გამოიყვანეს. არასრულწლოვანი მდინარეში წყლის მოულოდნელი მოვარდნის გამო, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

ევროსაბჭო

26 მარტი 2019, 19:36

საქართველო

ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წლის ნოემბრიდან საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის 20 წელი უსრულდება, ეს კი მისი თქმით, იშვიათი დამთხვევაა.

26 მარტი 2019, 19:15

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში დაძაბულობის გამო კონსულტაციებს მართავს

ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. ნეთანიაჰუ კრიზისული ვითრების მოსაგვარებლად ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ ისრაელში დაბრუნდა. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სხვა შეხვედრები გააუქმა.

ავარია

26 მარტი 2019, 19:08

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოავარიისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. საგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში სამი მგზავრი იყო, მათგან ორი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

26 მარტი 2019, 19:05

ეკონომიკა

ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 25 მარტს შესაბამისი დადგენილება მიიღო.

აბდელაზიზ ბუტეფლიკა

26 მარტი 2019, 19:02

მსოფლიო

ალჟირის გენშტაბი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ალჟირის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. გენშტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ის მოითხოვს, რომ პრეზიდენტი დაკისრებული უფლებამოსილების შესრულების კუთხით უუნაროდ გამოცხადდეს.

საავტორო უფლებები

26 მარტი 2019, 18:50

მსოფლიო

ევროპარლამენტმა ინტერნეტში საავტორო უფლებების შესახებ დირექტივას მხარი დაუჭირა

ახალი რეგულაციები შეეხება გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Youtube-ი, კერძოდ ისინი ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლები იქნებიან. მათ ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა ქსელში არალიცენზირებული მასალა ვერ მოხვდეს.

საათის გადაწევა

26 მარტი 2019, 18:33

მსოფლიო

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად გადაწყვეტენ

ზაფხულში დროის ერთი საათით გადაწევა ევროპის მასშტაბით დღის განმავლობაში სინათლის ხანგრძლივობას ზრდის. წინადადების მიხედვით, ევროპის თითოეულ სახელმწიფოს 2021 წლიდან არჩევანის შესაძლებლობა ექნება: საათის გადაწევა - არგადაწევის საკითხს თავად ქვეყანა განსაზღვრავს.

26 მარტი 2019, 18:22

საქართველო

თბილისში ოჯახებიდან აღებული 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მეხუთეში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.

26 მარტი 2019, 18:13

საქართველო

გაფიცული სოცმუშაკების ფუნქციას დროებით სხვა კვალიფიციური კადრები შეასრულებენ

სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ უწყების ნომერ პირველი ამოცანა სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებაა, რათა ბენეფიციარებმა არ იზარალონ. ამის შესახებ მან "ქრონიკის" ეთერში თქვა.