imedi /  15 მარტი 2019, 16:54 / სანდო წყარო

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია დაიწყო

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო.

პროექტის მხარდამჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ინტერნეტით დაიფარება ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა ინტერნეტით დაიფარება. მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.

ხელშეკრულება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დღეს ტექნოპარკში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და „მთის სათემო ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემალ დამაცალაშვილმა მოაწერეს. ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

როგორც ლაშა მიქავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით. მისი თქმით, ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. ამასთან, შესაძლებელი გახდება IP ტელეფონით სარგებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის.

„ეს პროექტი არის სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის კლასიკური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ამ მეტად მნიშვნელოვანი რეგიონის ინტერნეტიზაციას“- აღნიშნა ლაშა მიქავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) აქტიური ჩართულობით, ინტერნეტ საზოგადოებასთან (ISOC) აწარმოა მოლაპარაკებები და მიიღო ტექნიკური და ფინანსური დახმარება 25 000 აშშ დოლარის ოდენობით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ტერიტორიაზე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად. ასევე პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყო 246 805 ლარი, ხოლო ქსელის აგებისთვის საჭირო სხვა თანხები დაიფარება სხვადასხვა დონორის საშუალებით.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთის განვითარებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას, რაც მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბოლო წლებში. ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარი - ეს არის ხეობები, რომელთაც აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი, იქ არის სასაზღვრო სოფლები, რომლებსაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ ყოველთვის და იმის ხელშეწყობა, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას გაუჩნდეს დაბრუნების სურვილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა

პროექტში ჩართულია 10-მდე სხვადასხვა მხარე, მათ შორის ჩეხეთის საელჩო საქართველოში, ვეონი საქართველო (ბილაინი საქართველო), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ინტელკომ ჯგუფი“, შპს “დიგიტალ ტექნოლოგი” („ქემბიუმ ნეთვორქს ჯეორჯია“), შპს „სქაიტელი“ და შპს „ენბი ნეტი“.

პროექტის ბენეფიციარია ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“, რომლსაც პროექტის რეალიზაციაში და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) დაეხმარება. 

მსგავსი პროექტი ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, თუშეთში 2017 წელს დასრულდა - დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია და ქსელის მართვას უზრუნველყოფს ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი“

ყველა სიახლე

კონორ მაკგრეგორი

27 მარტი 2019, 00:13

მსოფლიო

NYT: კონორ მაკგრეგოს გამოძიება სექსუალურ დანაშაულს ედავება

ირლანდიის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას შერეული ორთაბრძოლის ყოფილი ჩემპიონის კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. მას პოლიცია სექსუალურ დანაშაულს ედავება. გამოძიება 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ რაც პოლიციას მიმართა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორის ქმედებით, დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში შეწუხდა.

იტალია

27 მარტი 2019, 00:01

მსოფლიო

ავტობუსის გატაცებისთვის განგაშის ამტეხავი ბიჭი იტალიის მოქალაქეობას მიიღებს

ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები სკოლის ავტობუსის სავარაუდო გამტაცებლისგან იხსნა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის მოადგილემ, მატეო სალვინიმ განაცხადა. 13 წლის რამი შეჰატამ მობილურით განგაშის სიგნალი გადასცა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მოსწავლეები გაიტაცა.

მაუწყებლობა

26 მარტი 2019, 23:41

საქართველო

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია TV4 რამდენიმე დღის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ეთერს წყვეტს. ამის შესახებ განცხადება საინფორმაციო გამოშვების დასასრულს გადაცემის წამყვანმა გააკეთა. ტელევიზიის ოფიციალური განცხადების თანახმად, გარკვეული ძალების მხრიდან მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მიხეილ გელა სალუაშვილი

26 მარტი 2019, 23:38

საქართველო

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული პირველი კანდიდატი მიხელ-გელა სალუაშვილია

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პირველი რეგისტრირებული კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანების „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ლიდერი მიხეილ-გელა სალუაშვილია. ინფორმაციას თავად facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

მუსიკა

26 მარტი 2019, 23:16

კულტურა

ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა

ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები წერენ.

ნოდარ მგალობლიშვილი

26 მარტი 2019, 23:08

კულტურა

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია imedinews-ს მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს. მანამდე მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ნოდარ მგალობლიშვილის შვილმა დაწერა

დიეტა

26 მარტი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

წლიურად ადამიანი 3-დან 5 კილოგრამამდე შხამქიმიკატებს ჭამს

დღეს ადამიანები ძირითადად გადამუშავებული საკვები პროდუქტებით იკვევებიან, გადამუშავების დროს კი პროდუქტი კარგავს დადებით ნივთიერებებს და იძენს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამერიკელმა ექიმმა ამისგან თავის დასაღწევად ჰიბრიდული დიეტა შექმნა.

26 მარტი 2019, 22:52

ეკონომიკა

Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას განიხილავს

ამერიკული ავტო კონცერნი Ford-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს. საუბარია ყველა ერთობლივი საწარმოს გასვლაზე და რუსეთში ექსპორტის შეწყვეტაზე. თუმცა განიხილება უფრო მსუბუქი ვარიანტებიც. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე მონაწილეობის შემცირება.

ახალი ზელანდია

26 მარტი 2019, 22:31

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში შტორმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. ვიდეო

ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად ახალ ზელანდიაში, ქალაქ ფრანც ჯოზეფთან ახლოს საავტომობილო ხიდი დაზიანდა, ადიდებულმა მდინარე ხიდი დაანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლუ ვეია

26 მარტი 2019, 22:20

მსოფლიო

ჩინეთში მთავარი ინტერნეტ ცენზორი კორუფციის ბრალდებით ციხეში ჩასვეს

ჩინეთში, ქრთამის აღების ბრალდებით მთავარი ინტერნეტ ცენზორი გაასამართლეს. ქალაქ ნინბოს სასამართლომ 59 წლის ლუ ვეიას, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კანცელარიის ინტერნეტ -ინფორმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ის 3 მილიონი იუანით(447 ათასი დოლარი) დააჯარიმეს.

სალომე ზურაბიშვილი

26 მარტი 2019, 22:04

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის

პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან. დღეს ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძე

26 მარტი 2019, 21:51

საქართველო

რა ეწერა მდინარაძის შეტყობინებაში, რომელიც მან შემთხვევით ბესელიას გაუგზავნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა რა ეწერა მესიჯში, რომელიც მან შეცდომით ეკა ბესელიას გაუგზავნა. "მესიჯში ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო", - თქვა მდინარაძემ.

ჰენრი ტესენგი

26 მარტი 2019, 21:47

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე მოკვდა

ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა. ჰენრი ტესენგი აღ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.

იაპონია

26 მარტი 2019, 21:37

ტაბლოიდი

9 საინტერესო ფაქტი იაპონური საგზაო წესებისა და მძღოლების შესახებ

იაპონიაში 75 წელს გადაცილებულ მძღოლებს საქარე მინაზე სპეციალური ნიშანი აქვთ დაკრული. ეს აუცილებელია. ამ ქვეყანაში მანქანის ქონაც ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტექშემოწმება, გადასახადი და დაზღვევა წელიწადში 1500-ზე მეტი დოლარი ჯდება.

26 მარტი 2019, 21:23

ტაბლოიდი

მესიმ iPhone ოქროთი შეამკო და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი სმარტფონის გარსი სუფთა ოქროთი დაფარა. ამის გარდა iPhone XS Max-ი რომლის ფასიც 1300 ევროა, სპორტსმენმა „ბარსელონას“ ემბლემით და ცოლ-შვილის სახელებით გააფორმა.

ინტერნეტი

26 მარტი 2019, 21:06

საქართველო

ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები უკვე შევიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი. მიზანი იმ ხარისხის გაკონტროლებაა, რომელიც წესით, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ადექვატური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე

26 მარტი 2019, 20:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტისა და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეები პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს და პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ალექსანდრ ვუჩიჩს და პრემიერმინისტრს ანა ბრნაბიჩს.

ოჯახში ძალადობა

26 მარტი 2019, 20:52

საქართველო

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში

მუშაობს თუ არა შემაკავებელი ორდერი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს. 59-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული ხარვეზები იკვეთება, მათ შორის მხვერპლის განრიდების სისტემაში. პრობლემის მინიმუმადე დაყვანას აანონსებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სიმონ მაისურაძე

26 მარტი 2019, 20:37

სპორტი

ქართველი მწვრთნელი ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს

ვეტერანი რაგბის მოთამაშე, ეროვნული აკადემიისა და თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი სიმონ მაისურაძე, სამუშაოდ ირლანდიის რაგბის აკადემიაში მიიწვიეს.სიმონ მაისურაძე ირლანდიის აკადემიაში ვან ზილის მიწვევით მოხვდა.

26 მარტი 2019, 20:25

საქართველო

27-28 მარტს სტრასბურგში საქართველოს შესახებ მორიგ დოკუმენტს მიიღებენ

"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი კონსტიტუციური სივრცის", - ამის შესახებ კი ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. ტუნე კელამის განცხადებით, ის რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ევროპისთვის განგაშის ზარი იყო.