ეკონომიკა
22 აპრილი 2026, 12:50
Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს
აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქართულ-სომხური კომპანიების მხარდასაჭერად. ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენს იმ კომერციულ ხიდს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.
22 აპრილი 2026, 10:22
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სმინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 16:44
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 13:48
ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.
21 აპრილი 2026, 13:32
მაია ომიაძე: ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.
21 აპრილი 2026, 13:24
ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის პოზიტიურ დინამიკას ევროპული ბაზრების ზრდა და პირდაპირი ფრენები განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
21 აპრილი 2026, 12:23
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 12:19
ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა
2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


