imedi /  10 მარტი 2020, 15:30 / სანდო წყარო

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში კორონავირუსის პრევენციისთვის ზომები გამკაცრდა

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში ემანუელ მაკრონისა და მისი გარემოცვის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით პრევენციული ზომები გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ელისეის სასახლეში აცხადებენ, პრეზიდენტის სამუშაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მის კაბინეტებში შეხვედრები არ იმართება. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას აქცევენ იმ საგნებს, რომელსაც პრეზიდენტი ეხება.

გაძლიერებული ზომები შეეხო პრეზიდენტის სასახლის 800 თანამშრომელს, განსაკუთრებით პრეზიდენტის გარემოცვას. გარდა ამისა, რეგულარულად ხდება იმ სივრცეების გაწმენდა, სადაც თათბირები ტარდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში სკამებს შორის მანძილი კი გაზარდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ემანუელ მაკრონი არ აპირებს ჩაკეტვას და თავის საქმიანობას განაგრძობს.

ცნობილია, რომ 9 მარტს კორონავირუსით ინფიცირება საფრანგეთის კულტურის მინისტრს დაუდგინდა.

კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 114 422 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 4027, ხოლო 64081 ადამიანი კი, სრულად განიკურნა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: მშენებლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას - მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის

რესპუბლიკური საავადმყოფოში ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება შენობის მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს არ უკავშირდება შენობის მდგრადობას.​ მარტივად რომ ვთქვათ, შენობის დანგრევის არავითარი რისკი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი 2024, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მომზადდება

კითხვაზე, გაუქმდება თუ არა შეთავაზებები დაახლოებით, იმ 350 ექიმისთვის, რომელთაც კომპენსაციაზე ხელი აქვს მოწერილი, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კონკრეტულად დეტალები შეჯერდება და „უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები ერთი მხრივ ჯანდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“.

24 თებერვალი 2024, 17:22

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას ახალი შენობა სჭირდება, რასაც ყველა იზიარებს. აქედან გამომდინარე, ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება უახლოესი წლების განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

24 თებერვალი 2024, 17:15

რეგიონი

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

ჯორჯია მელონი

24 თებერვალი 2024, 16:34

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის შესახებ მელონიმ იტალიურ გამოცემა Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 15:57

სპორტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

ცოტნე ანანიძე

24 თებერვალი 2024, 15:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მიშა სააკაშვილს: ნუ ,„ნავალნობ“ - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ნარატივს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

24 თებერვალი 2024, 15:10

სამართალი

ვახტანგ გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

24 თებერვალი 2024, 15:00

კულტურა

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2024, 14:44

მსოფლიო

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექსპრეზიდენტი უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ - არა

„როდესაც ინიცირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში,

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:08

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

24 თებერვალი 2024, 13:57

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადიდდა მდინარეები, წყლის საფარ ქვეშ მოექცა ათობით საცხოვრებელი სახლი.

24 თებერვალი 2024, 13:32

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2024, 13:30

რეგიონი

გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა.

24 თებერვალი 2024, 13:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ომარ ბაკურაძეს, ლეიტენანტ ემილ ფოჩხუას, უფროს სერჟანტ გიორგი ალავერდაშვილს, უმცროს სერჟანტ მალხაზ თარხნიშვილსა და კაპრალ მურთაზ ედიშერაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

24 თებერვალი 2024, 12:59

მსოფლიო

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან, ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას მაშველებთან ერთად არმია და ავიაცია ცდილობს.

ინდოეთის ბაზრობა

24 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე „Satte 2024“ ეცნობიან

რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

მესტია

24 თებერვალი 2024, 12:38

რეგიონი

მესტია გემოფესტს მასპინძლობს

დღეს და ხვალ გურმანების შეხვედრის მთავარი ადგილი მესტიაა. წლის ყველაზე გემრიელი ფესტივალი სტარტს რამდენიმე საათში აიღებს და სტუმრებს რეგიონის ტრადიციულ კერძებს და მათ თანამედროვე ნაირ სახეობებს გააცნობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 თებერვალი 2024, 12:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.