imedi /  22 მაისი 2023, 21:41 / სანდო წყარო

ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. რიგით 76-ე სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით წარდგება, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა, ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე DRG დაფინანსების მოდელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეფორმები, სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის, აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი ნინო ბერძული ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

09 ივნისი 2023, 13:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან ესმით

სამწუხაროდ, ხანდახან არის ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. ჰედლაინების დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობასა და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 12:55

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი, გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 12:48

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივნისი 2023, 12:44

რეგიონი

ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატში გორის მერიის გუნდმა გაიმარჯვა

ფეინთბოლის ადგილობრივ ჩემპიონატს გორმა უკვე მეორედ უმასპინძლა. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით განხორციელდა.

09 ივნისი 2023, 12:37

ეკონომიკა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების განაღდების პროცესის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

09 ივნისი 2023, 12:36

საზოგადოება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში ზარების შეფერხებისა და გადაუდებელი საჭიროებისთვის ალტერნატიული ნომრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

09 ივნისი 2023, 12:32

ეკონომიკა

უზბეკური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთში მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და პოპულარულ ბლოგერებს მასპინძლობს. პრესტურის 9 მონაწილე თბილისს ეწვია, მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს. ბლოგერები და ჟურნალისტები თელავს, წინანდალს, ყვარელს, უფლისციხეს, ქვიშხეთს, ვარძიას, ბორჯომს, ახალციხეს ესტუმრებიან.

დავით ქართველიშვილი

09 ივნისი 2023, 12:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორიც არის „ენმ“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას „რევოლუციის“ გარეშე ვერ მოერევიან

მისი თქმით, არასამთავრობოები საბოლოოდ გადაიქცნენ ანტისამთავრობო სექტორად და ქვეყანაში მასშტაბური აქციების ორგანიზებას ცდილობენ.

09 ივნისი 2023, 11:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ლორანს ბონს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში ლორანს ბონს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

09 ივნისი 2023, 11:48

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, რუსული კანონია, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

09 ივნისი 2023, 11:33

თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რვაასამდე დაინტერესებულ მოსწავლეს და მშობელს უმასპინძლა.

სუზან გრინფილდი

09 ივნისი 2023, 11:24

საზოგადოება

FIABCI-ის პრეზიდენტი: ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს, დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით - თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით

ბათუმის სტადიონი ნამდვილად წარმოადგენს ყველასთვის დასამახსოვრებელ პროექტს. დღეს ძალიან ვამაყობთ საქართველოს მიღწევით. თქვენ გვაძლევთ მაგალითს თქვენი განვითარების სურვილითა და დინამიკით, - ამის შესახებ FIABCI-ის პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა განაცხადა.

09 ივნისი 2023, 11:23

მსოფლიო

რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს

რუმინეთი რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომელს დაატოვებინებენ. მათ შორის 11 დიპლომატი და ტექნიკური დეპარტამენტის 29 თანამშრომელია.

თორნიკე რიჟვაძე

09 ივნისი 2023, 11:16

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ ბათუმმა მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა, ამავე დროს არის ძალიან დიდი მოტივი და სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი და ეფექტიანი მშენებლობა განვახორციელოთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ოთარ შამუგია

09 ივნისი 2023, 11:11

ეკონომიკა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.

09 ივნისი 2023, 11:04

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - სოფელ ნაგომარში, ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია დავიწყეთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია.

09 ივნისი 2023, 10:54

საზოგადოება

ComCom-მა თსუ-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საინფორმაციო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია გამართა.

09 ივნისი 2023, 10:45

მსოფლიო

POLITICO: აშშ-მა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუმციროს, თუ მათი კონტრშეტევა წარმატებული არ იქნება

გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული არ იქნება ან სულაც კრახით დასრულდება, მაშინ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სავარაუდოდ ამოიწურება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მოწოდებები სულ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება.

09 ივნისი 2023, 10:39

საზოგადოება

„ლიბერთის“ მხარდაჭერით ახალი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ დაიწყო

ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ლექციებს ჩაატარებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2023, 10:23

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.