23 მაისი 2023, 11:53 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევისკენ და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

საქართველო გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა დააჩქაროს პროგრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევისკენ და გაიზარდოს თითოეული ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობა, - აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დელეგატებს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგები გააცნო. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ანტენატალური, პერინატალური და მშობიარობის შემდგომი მზრუნველობის გაძლიერებისკენ.

„ანტენატალური სერვისების პაკეტი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს, მუდმივად ფართოვდება არსებული მტკიცებულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. დაინერგა მომსახურების მიწოდების ახალი მეთოდები, მათ შორის ტელემედიცინა, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგულარული ანტენატალური მეთვალყურეობა, ასევე მუდმივი კომუნიკაცია ოჯახებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 76-ე სესიაში იღებენ მონაწილეობას.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 ივნისი 2023, 00:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

04 ივნისი 2023, 00:46

ტაბლოიდი

ამერიკელმა კაცმა შეცდომით ნაყიდი ლატარიის ბილეთით $50 000 მოიგო

მერილენდის შტატის 40 წლის მკვიდრის თქმით, ის ლატარიის მხოლოდ ერთი ბილეთის შეძენას აპირებდა, თუმცა შემთხვევით 2 იყიდა. მალე მან გაარკია, რომ სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით, 50 000 დოლარის მფლობელი გახდა.

04 ივნისი 2023, 00:28

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერმა სარკინიგზო ავარიაში დამნაშავეების დასჯის პირობა დადო

ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2 ივნისს მოხდა და ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო ავარია გახდა.

03 ივნისი 2023, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო

ინაუგურაციის ცერემონიას 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ილია დარჩიაშვილი

03 ივნისი 2023, 23:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს

დღეს უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

გურამ გურამიშვილი

03 ივნისი 2023, 23:18

ეკონომიკა

რას ითვალისწინებს სატრანსპორტო რეფორმა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „ქრონიკაში“ სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით. ამ რეფორმის მთავარი მიზანია ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგება.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივნისი 2023, 22:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო მეთაურებსა და ლიდერებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს

„ბოსნიის მაგალითზე ვნახეთ, რომ მას შესრულებული არ ჰქონდა ის რეკომენდაციები, რომელიც მას მისცეს და მიუხედავად ამისა, შარშან დეკემბერში ბოსნიამ მაინც მიიღო სტატუსი. საბოლოო ჯამში რეკომენდაციების შესრულება მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ყველას შევასრულებთ, რომელიც ევროკომისიამ მოგვაწოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით სრულდება ყველა სამუშაო და ვამბობთ რომ იდეალური ქვეყანა და მეტი არაფერი გვჭირდება.

03 ივნისი 2023, 22:13

სპორტი

ინგლისის თასი „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო

ანგარიში შეხვედრის მე-12 წამზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა და „მანჩესტერ სიტი“ დააწინაურა. ეს ინგლისის თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივნისი 2023, 21:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ევროკავშირი მართლა სერიოზულად ფიქრობს გაფართოებასა და საქართველოზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაზე, მაშინ ამ წელს კანდიდატის სტატუსი საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს

დიდი ხნის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში იყო ტექნიკური ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა მიიღებდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივნისი 2023, 20:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე შოლცის ინიციატივაზე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დააყენეს საკითხი, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება საჭიროა, ისინი ელოდებიან 36-წევრიან ევროკავშირს, რომელშიც საქართველოც მოიაზრება

ეს ახალი ინიციატივა არ არის. ამაზე გერმანელები დიდი ხანია საუბრობენ და შეიძლება მათ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდეთ, მაგრამ გამორიცხულია, რომ ეს შემოდგომისთვის მოხდეს, რადგან ამას ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება და ასევე სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ინიციატივას გამოეხმიურა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 ივნისი 2023, 20:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველამ ვიცით, რატომ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას და ყველამ ვიცით, რატომ დაესხა რუსეთი თავის დროზე საქართველოს - ეს იყო ჩვენი და უკრაინის სურვილი, რომ გავწევრიანებულიყავით ნატოში

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. ჰედლანების ეპოქაში - როდესაც ადამიანები კითხულობენ ჰედლაინს და მერე არ უღრმავდებიან იმის უღრმავდებიან, მის უკან რა არის და კონკრეტულად, რა კონტექსტში იყო ესა თუ ის წინადადება ან მოსაზრება, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ოლაფ შოლცი

03 ივნისი 2023, 19:56

მსოფლიო

სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და „ომის წამქეზებელი“ უწოდეს

ინციდენტი ბერლინთან ახლოს მოხდა. ოლაფ შოლცის გამოსვლის დროს აქციის მონაწილეები ლოზუნგებით „ომის წამქეზებელი“ და „მშვიდობა იარაღის გარეშე“ სკანდირებდნენ.

03 ივნისი 2023, 19:51

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. რის შედეგადაც 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

03 ივნისი 2023, 19:19

კულტურა

მწერალთა სახლში მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

მწერალთა სახლში მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას 16 სხვადასხვა ქვეყნის 22 ავტორი, ქართველი მწერლები და პოეტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

03 ივნისი 2023, 18:54

რეგიონი

გორში მარათონული გარბენი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გორში მარათონული გარბენში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ სარჯველაძე

03 ივნისი 2023, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათი არჩეული სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში

„თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს.“- აღნიშნა სარჯველაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 ივნისი 2023, 17:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული

ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რეკონდაციების შესრულების კუთხით, ჩვენ ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

03 ივნისი 2023, 17:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ არაადამიანური და სასტიკი რეჟიმი ჰქონდათ და მოსახლოებას ჩაგრავდნენ

„მელიამ ასევე აღიარა, რომ დღეს პარტიაში აქვთ არაფორმალური მმართველობა და იმ არაფორმალურ მმართველებს, როგორც მთელ პარტიას, აქვს უარყოფითი რეიტინგი და სადაც წავლენ ეს ლიდერები, ეს უარყოფითი რეიტინგიც გადაჰყვებათ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 ივნისი 2023, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო

მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ბაჩო დოლიძე

03 ივნისი 2023, 17:26

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ყველას ახსოვს ის დაპირებები, რასაც იძლეოდნენ, სანამ მოვიდოდნენ პარტიის მმართველობაში - ჩვენი ამომრჩეველი დააჯერეს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათ შეეძლოთ უფრო სწრაფად

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.