27 ნოემბერი 2023, 19:40 / სანდო წყარო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს ნახევარი წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც კომიტეტის წევრებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გააცნო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინფორმაცია მოიცავს საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს. ასევე მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭომ და საინვესტიციო სამსახურმა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გეგმური გადახედვა, რომელიც პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხორციელდება საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებ რისკიან პორტფელში კანონით განსაზღვრული შეზღუდვებისა და პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2023 წლის პირველ ნახევარში, საინვესტიციო სამსახური განაგრძობდა აქტიურ ინვესტირებას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე. 2023 წლის მარტიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური აქციების პორტფელის დამატებით დივერსიფიკაცია და 3 განვითარებული ქვეყნის აქციების ინდექსებთან ერთად მსხვილი განვითარებადი ეკონომიკების აქციების ინდექსების ფონდებიც შეიძინა“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამურმა ინვესტიციამ 11.0 მილიონი ლარი შეადგინა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 3 მლრდ 631 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მლნ ლარია.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 46.4% განთავსებული იყო 7 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 16.2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 17.4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში - 1.2%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.6%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.6% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.4% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 90.3% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში.

„2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6,556 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 57,286 დასაქმებული. შედეგად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,416,321. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა ჯამში 100-ზე მეტი კომპანიაა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1,148 პირზე გაცემულმა პენსიამ შეადგინა 3,790,449.65 ლარი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საპენსიო სააგენტომ წარმატებით განახორციელა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის შეფასებისათვის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო ISO 27001 სერტიფიკატი, რაც დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამგვარად, საპენსიო სააგენტო არის ეროვნული ბანკის შემდეგ პირველი საჯარო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო

ყველა სიახლე

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 13:25

საზოგადოება

კახა კალაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე: ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას და რაც მთავარია, ცდილობენ წლობით მოუგვარებელი საკითხი დარჩეს ხელუხლებელი და არაფერი გაკეთდეს ამ მიმართულებით

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 13:13

საზოგადოება

კახა კალაძე: თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება

მისი თქმით, შემუშავებული ჰუმანური საკანონმდებლო დოკუმენტი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს.

21 თებერვალი 2024, 13:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. კენჭისყრისას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

21 თებერვალი 2024, 13:08

საზოგადოება

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

22-24 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქ თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.

21 თებერვალი 2024, 13:06

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

21 თებერვალი 2024, 13:06

საზოგადოება

თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

„ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება“.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 13:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე: გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

„როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა - საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა, ხვალ შეიძლება ჩინეთის დასუსტებისთვის საჭირო გახდეს, თუნდაც ის, რომ ჩაიკეტოს ჩინეთისთვის ყველა გზა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არ არის მარტო ჩინეთის, გარკვეულწილად ეს არის ევროპის დასუსტების მცდელობაც“

21 თებერვალი 2024, 12:59

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩატარდა

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.

21 თებერვალი 2024, 12:58

პოლიტიკა

პარლამენტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს მისი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე შეუწყდა

21 თებერვალი 2024, 12:57

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვუერთდებით საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღის აღნიშვნას - მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ოკუპაციის გამო კონსტიტუციის მოქმედება მოკლევადიანი იყო, მან საფუძველი შეუქმნა დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

სილვიუ დომენტე

21 თებერვალი 2024, 12:50

ჯანდაცვა

სილვიუ დომენტე: საავადმყოფოების მონიტორინგის სისტემების გამოყენება საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა და მას სხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი, საავადმყოფოებზე ნაწილდება და სამინისტრო უნდა იყოს დარწმუნებული ამ დანახარჯების ეფექტურობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები უსაფრთხოდ არიან და იღებენ შესაბამის, ხარისხიან დახმარებას, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა.

21 თებერვალი 2024, 12:32

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 თებერვალი 2024, 12:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ვეტოზე: საქართველოს პრეზიდენტისთვის ამოსავალი უნდა იყოს არა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არამედ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობასთან

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

21 თებერვალი 2024, 12:18

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესო აქციები გრძელდება

საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივმა ფერმერებმა ათენში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტრაქტორი მიიყვანეს.

21 თებერვალი 2024, 12:15

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

21 თებერვალი 2024, 12:11

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: ნავალნი მამაცი ადამიანი იყო, რადგანაც რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ, ალბათ ჯობდა არ დაბრუნებულიყო

დონალდ ტრამპმა, ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ისტორია ძალიან სამწუხაროა.

ვლადიმირ პუტინი

21 თებერვალი 2024, 12:08

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას

გავრცელებულ ინფორმაციას რომ რუსეთი კოსმოსში ამერიკული თანამგზავრების გასანადგურებლად ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს, კრემლის ლიდერი გამოეხმაურა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სამუშაო შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას და დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება.

21 თებერვალი 2024, 12:05

სპორტი

დღეს „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს ⚽

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. პრინციპულ მეტოქესთან თამაშს ნეაპოლის გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.

კახა კალაძე

21 თებერვალი 2024, 12:04

საზოგადოება

კახა კალაძე: სოფელ დიღომში 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მაისში დასრულდება.